x
image
პროფესორი
უძველესი ქართული სახელმწიფო გაერთიანებები

ვისთან ჰქონდათ ურთიერთობები ძველ ქართველებს?


ძვ.წ. მე-2 ათასწლეულში კავკასიის სამხრეთით არსებობდა დიდი სახელმწიფოები-მითანი და ხეთების სამეფო.მითანი ჩრდილო მესოპოტამიაში მდებარეობდა და დასახლებული იყო ხურიტებით.ძველ ქართველობას ამ სახელმწიფოებთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა.მაგალითად ძველი ეგვპტური წყაროს ცნობით, ეგვიპტეში ეტლების გასაკეთებლად ხის მასალა ნახარინიდან(ასე უწოდებდნენ მითანის სამეფოს ეგვიპტელები) შემოჰქონდათ.მაგრამ დასახელებულია ხის ისეთი ჯიშები, რომელიც მხოლოდ საქართველოში ხარობს.ეს კავშირი ვლინდება თრიალეთის კულტურის არეალში.იგივე შეიძლება ითქვას ხეთების სამეფოზე, რომელიც მცირე აზიაში(დღევანდელი თურქეთი) მდებარეობდა.ხეთების სამეფოში აღმოჩენილია რელიეფი, რომელიც გამოსახულია ღვთაება თეშუბი, კარიბჭის მცველი მეომრის სახით.აღსანიშნავია რომ ცული და არც სარტყელი, რომელიც მეომარს გააჩნია, საქართველოს გარდა სხვაგან არ მოიპოვება.


ხეთებს საუკუნეების მანძილზე მძიმე ბრძოლები ჰქონდათ ქაშქებთან(კოლხების წინაპრები).ძვ.წ. მეცამეტე საუკუნეში ქაშქები ხშირად ესხმოდნენ თავს ხეთებს და დიდ საფრთხეს უქმნიდნენ.ხეთების მეფე მურსილ მეორე, მოიხსენიებს ქაშქების მეფეს, ფიხუნიას.

image

0
384
6-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
384
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0