x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
რომან გოცირიძე:მოვითხოვ აიკრძალოს გიორგი შენგელაიას უზნეო ფილმი ”სიყვარული ვენახში”
imageეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე, საქართველოში კინორეჟისორ გასპარ ნოეს ფილმის Love-ს აკრძალვას სოციალური ქსელით ეხმაურება.


“კანის და ბათუმის კინოფესტივალებზე ნაჩვენები გასპარ ნოეს ფილმი
”სიყვარული” აუკრძალავს ჩვენს სამართალდამცავებს და ითხოვენ მის ამოღებას
ინტერნეტსაიტებიდან.მოვითხოვ, რომ დადგა დრო, აიკრძალოს
გიორგი შენგელაიას უზნეო ფილმი ”სიყვარული ვენახში” ია ფარულავას
მონაწილეობით. იგი აკნინებს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მუშაკებს,
ვნებს ქართული ”წაბილწული” ღვინის იმიჯს საერთაშორისო ბაზარზე და რაც
ყველაზე მნიშვნელოვანია, შეურცხყოფას აყენებს ყველა ჭეშმარიტად მორწმუნე
მართმადიდებლის რელიგიურ გრძნობებს, რამე თუ( p.s. აქ ასე უხდება) ვაზის
ჯვარი არის წმინდა ნინოს სიმბოლო და ვაზის გვერდით განხორციელებული
ნებისმიერი ამორალური აქტი შეიძლება შეფასდეს როგორც რელიგიურად
მოტივირებული ხულიგნობა.
ვითხოვ შეიქმნას ფილმის ობიექტურად შემფასებელი კომისია გოგი გვახარიას,
ნინია კაკაბაძის და ზურაბ ტყემალაძის შემადგენლობით, რათა დროზე დაიდოს
საჭირო დასკვნა აღნიშნული ”ფილმის” აკრძალვის შესახებ:)”

image

შეგახსნებთ გასპარ ნოეს ფილმი "Love" ბათუმის კინოფესტივალზე იყო ნაჩვენები, ხოლო კანის კინოფესტივალის არასაკონკურსო ჩვენებაში არაერთხელ მონაწილეობდა.სურათი უკვე აიკრძალა რუსეთში, მალე შესაძლოა კინოფილმი ქართული ინტერნეტსივრცეებიდანაც ამოიღონ.



შსს-ს აცხადებს, რომ რიგ ქართულ ვებ-გვერდებზე თამამი სცენების შემცველი ფილმი აიტვირთა, ფილმს ექსპერტიზაც ჩაუტარეს და დასკვნაც დადეს, რომლის მიხედვითაც გასპარ ნოეს სიყვარული პორნოგრაფიაა.


image

“კანონის მოთხოვნების შესაბამისად, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს
კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში, შემოსული ინფორმაციის საფუძველზე,
დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ს 255-ე მუხლით კონკრეტული საიტების
მეშვეობით პორნოგრაფიული მასალების გავრცელების ფაქტზე".


საქართველოში აკრძალულია პორნოგრაფიის შემცველი მასალის გავრცელება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, დაიცვას და აღასრულოს საქართველოში
მოქმედი კანონმდებლობა.

0
440
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
440
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0