x
მოხიტო
imageმსუბუქი, გამაგრილებელი კოქტეილი "მოხიტო" კუბაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამოჩნდა და მალე თავისუფლების კუნძულის ყველაზე პოპულარულ სასმელად იქცა. "მოხიტოს ბუმმა" ჯერ ამერიკის შეერთებული შტატები მოიცვა და ცოტა ხანში მთლიანად ევროპაც დაიპყრო. საინტერესოა თავად სახელი "მოხიტოს" წარმოქმნის ისტორია. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, დასახელება მომდინარეობს ესპანური სიტყვა "mosquito"-დან, რაც კოღოს ნიშნავს. აღნიშნული თეორიის მიმდევრები კოქტეილის მოქმედებას სწორედ ამ მწერის კბენას ადარებენ. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ "მოხიტო" სიტყვა "mojado"-ს სახეცვლილებაა და "სველს" ნიშნავს. ხოლო მესამე ვერსიის თანახმად, კოქტეილის სახელწოდება ესპანური "მოხო"-ს სოუსიდან მომდინარეობს და "მოხიტო" "პატარა მოხოს" ნიშნავს.

image

მომზადების წესი:
რომი - Havana Club, Bacardi, Barbancourt, Captain Morgan და Mount Gay.
კლასიკური "მოხიტო" მზადდება "ბილდ"-ის მეთოდით: ჭიქაში ჩავყრით შაქარს, პიტნას, დავუმატებთ პატარა ზომის ლიმონის წვენს, რომელიც აუცილებლად ხელით იწურება, ლიმონის კანსაც ჭიქაში მოვათავსებთ, ჩავყრით ყინულს, ჩავასხამთ რომს და მოვურევთ. ამის შემდეგ კოქტეილში ცოტაოდენი გაზიანი წყალი უნდა ჩავასხათ და "საწრუპის" საშუალებით დავლიოთ. არსებობს, ასევე, ცხელი "მოხიტოს" მომზადების წესი. ამ შემთხვევაში კოქტეილს ცოტაოდენ თაფლს ამატებენ.


image



ნამდვილი კუბური მოხიტოს მომზადების წესი:


რომი Habana Club (ან Anejo),

½ ჩაის კოვზი შაქარი, 1 ც. ლიმონის
წვენი, 5-6 პიტნის ფოთოლი, 5-6 ც
ყინულის კუბიკი.


3
916
5-ს მოსწონს
ავტორი:Dr-House
Dr-House
916
  
2013, 8 დეკემბერი, 0:05
http://www.youtube.com/watch?v=esR8i6C29Z8 მე ასე ვაკეთებ
2012, 17 სექტემბერი, 21:12
მაგარია :)
0 1 3