x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134045
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
შთამბეჭდავი მომენტები საზარელი ამბებიდან
image


ყველაზე საზარელი მოვლენების დროსაც კი- როგორიცაა მაგალითად ომი, არსებობს მომენტები, რომლებიც საშუალებას იძლევიან გვახსოვდეს სამყარო მშვიდი და გაგვიძლიეროს უკეთესი ცხოვრების რწმენა. დღევანდელ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ ფოტოები, რომლებიც გაჩაღებული ცივი ომის დროს ადამიანური კეთილი ბუნების გამოვლინებას აღბეჭდს და შთაბეჭდილების გარეშე ნამდვილად არ დაგტოვებთ.



1. 1953 წელი, კორეა. საზღვაო სერჟანტი Frank Preytor-ი პიპეტით ასმევს რძეს პატარა კნუტს, რომლის დედაც აფეთქების შედეგად დაიღუპა.

image




2. 2003 წელი, ბასრა, ერაყი. ბრიტანელი მედესანტე საუბრობს ერაყელ გოგონასთან მას შემდეგ, რაც კოალიციური ძალებით ხელში ჩაიგდო ქალაქის უდიდესი ნაწილი. (ფოტოს ავტორი Hyoung Chang)

image



3. 1914 წელი. გერმანელი და ბრიტანელი ჯარისკაცები თამაშობენ ფეხბურთს საშობაო ზავის დროს- მას შემდეგ, რაც დროებით შეაჩერეს ომი წინა საახალწლოდ და ერთმანეთს შეხვდნენ არა სადავო მიწაზე, სადაც საჩუქრებიც კი გაცვალეს.

image



4. 2006 წელი, ერაყი. სამხედრო-სამოქალაქო ოპერაციების ცენტრი, სადამ ჰუსეინის ყოფილი კომპლექსი. მაიორი Christian Sorensen-ი და სერჟანტი Gabriel Bontea Adams-ი თამაშობენ ერაყელ ბავშვებთან.

image



5. 1944 წლის 7 მარტი, ნორმანდია, საფრანგეთი. ციხე "კრელთან" მოკავშირეები- დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი და გენერალი ბერნარ მონტგომერი ძაღლ "რომელუსთან" ერთად.

image



6. 2011 წლის 3 თებერვალი, კაირო, ეგვიპტე. მაცხოვრებელმა ქრისტიანებმა ცოცხალი ჯაჭვის ქვეშ მოაქციეს მუსულმანები ლოცვის დროს. (ფოტოს ავტორი Nevin Zaki)

image



7. 1944 წლის ივლისი. აშშ-ს ავიამზიდის მფრინავი ახალი ბრძანებების მოლოდინში ეთამაშება კატას.

image



8. 2006 წლის 21 ივლისი, ხაკლანია, ერაყი. აშშ-ს უმცროსი საზღვაო კაპრალი პატრულირების პერიოდში თამაშობს ერაყელ ბავშვებთან. (ფოტოს ავტორი კაპრალი Brian M. Henner)

image



9. 1943 წლის ნოემბერი, კუნძული ბეტე, ტარავა, კირიბატი. ომის შემდეგ იაპონური ტანკის ნარჩენებიდან გადმოვიდა კატა, რათა წყალი დაელია საზღვაო მებრძოლის ხელიდან.

image



10. 2006 წლის 23 სექტემბერი. ისრაელის მედესანტე ერთობა პალესტინელ ბიჭთან ერთად. (ფოტოს ავტორი Forest Rhine)

image



11. 1944 წლის აგვისტო, ბარტონი, ქვემო ნორმანდია, საფრანგეთი. მეორე ბრონირებული დივიზიის შემდეგ ამერიკელი ჯარისკაცები შეიკრიბნენ ფორტეპიანოსთან.

image



12. 2001 წლის 10 ნოემბერი, კილი-ფაიზის წრე, ჩამანი, პაკისტანი. გაეროს ოფისის ლტოლვილთა ბანაკში ლტოლვილი გოგონა უყურებს თვითმფრინავს. (ფოტოს ავტორი Andreas Latif)

image



13. 1914 წელი. საახალწლო მზადება...

image



14. 2007 წლის 13 ივლისი, სოფელი პანჯვაი, კანდაგარი, ავღანეთი. კანადელი ჯარისკაცი ესალმება ავღანელ ბიჭს გამართულ ერთობლივ საპატრულო სამუშაო პერიოდში. (ფოტოს ავტორი Finbarr O`Reilly / Reuters)

image



15. 1915 წელი, რუსეთი. რუსი ჯარისკაცები გერმანელ ტყვეს ასწავლიან "გოპაკის" ცეკვას.

image



16. 1968 წელი, ვიეტნამი. საზღვაო ქვეითი ჯარისკაცი შველის ბავშვებს.

image



17. 1945 წლის მაისი. საბჭოელი ჯარისკაცები.

image



18. 1945 წლის მარტი, სურიბაჩის მთის ძირი, იოძიმა, იაპონია. კაპრალი Edward Berkhardt-ი მგზავრობს კატასთან ერთად, რომელიც მეხუთე ქვეითი ჯარის სახმელეთო გადმოსხმის მომენტში იპოვა.

image



P.S. მას შემდეგ, რაც ამ ადამიანებმა სასტიკი და საზარელი დღეები გამოიარეს, მაინც შერჩათ სიკეთის და ადამიანური ბუნების გამოხატვის უნარი და მიჩნდება კითხვა- ჩვენი უმიზეზოდ სად გაქრა?!

6
325
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
325
  
2016, 15 ივლისი, 15:55
მე-17-ე სურათი: "1945 წლის მაისი. საბჭოელი ჯარისკაცები იღებენ სელფის" :D :D
2016, 5 მარტი, 13:12
ლეელ
2016, 5 მარტი, 13:06
ძალიან მომეწონა, 1 და 16 განსაკუთრებით
2016, 5 მარტი, 11:38
გაიხარე ალექს ;)
2016, 5 მარტი, 11:34
გავაზიარე..რათქმაუნდა
0 1 6