x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
''ვის ვატყუებთ? მაყურებელს? თუ საკუთარ თავს''-ნანუკა ჟორჟოლიანი კოლეგების წინააღმდეგ
image
პოპულარულ სატელევიზიო გადეცემებსა და მათ წამყვანებს შორის სერიოზული ბრძოლაა გაჩაღებული. ამჯერად ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს: ''არასოდეს შემიყვანია ჩემი მაყურებელი შეცდომაში. მგონია რომ უნდა თქვა სიმართლე. რაც არ უნდა არ მოგწონდეს ის. მაგალითად, როგორც მე ვამბობდი მაშინ, როცა გადაცემა პროფილი იყო ყველაზე რეიტინგული გადაცემა.

გასულ წელს ჩვენს სეგმენტში ყველაზე რეიტინგული გახდა ნანუკას შოუ. ამ სეზონზეც ვლიდერობთ, მაგრამ ჯერ მთელი წელია წინ და ვინ იცის რა იქნება.

ცუდია, როცა წამყვანი გადაცემაში ამბობს, "ჩვენ ვართ ყველაზე რეიტინგული გადაცემა" და რეალურად ეს ასე არაა. ვის ვატყუებთ? მაყურებელს? თუ საკუთარ თავს. ვთქვათ სიმართლე ან საერთოდ არ ვთქვათ არაფერი.

რაც შეეხება რეიტინგებზე ამდენ პოსტს, საუბარს, ხაზგასმას. დიახ მეგობრებო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაზე მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ნებისმიერი გადაცემა კეთდება თქვენთვის. რეიტინგს კი სწორედ თქვენ განსაზღვრავთ.


მიყვარს ჩემი კოლეგები. ზოგი ნაკლებად, ზოგი მეტად მაგრამ დავიფიცებ, რომ ყველას ვცემ პატივს. იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რამხელა შრომა დევს ყველა გადაცემის უკან. ეს კი ერთმანეთს უნდა დავუფასოთ.

მივესალმები ჯანსაღ კონკურენციას. მაყურებლის შეცდომაში შეყვანის გარეშე''.

ნანუკას პოსტს ეხმაურება მომღერალი სოფო ნიჟარაძე: ''იშვიათად ვუყურებ, მაგრამ გამიგია ფრაზა "ყველაზე რეიტინგული", რომ მეგონა, რომ საერთოდ არავინ არ უყურებდა და გავოცებულვარ და გამცინებია.''

მოგვიანებით ნანუკა ჟორჟოლიანი გასული წლის სტატისტიკასაც ავრცელებს: ''ხან პროფილს ჰყავს მეტი მაყურებელი, ხან ჯაჯანიძეს, ხან მე, ხან ეკას. ასე ვერ იტყვი. ყველას წაგვიგია, ყველას მოგვიგია. ტოტალ რეიტინგია მთავარი. გასულ წელს იყო ასე. 1. ნანუკას შოუ. 2. პროფილი 3. ეკა ხოფერიას თოქ-შოუ 4. სხვა რაკურსი.''

image

0
478
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
478
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0