x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134395
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
15 ცნობილი" სუპერმსახიობი", რომლებსაც ოსკარი არ მიუღიათ!
კინოსამყაროში ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოება წელსაც საინტერესოდ

დასრულდა. აკადემიის უმაღლესი ჯილდო - ოსკარი წელს როგორც იქნა

ლეონარდო დი კაპრიომ მიიღო. 88-ე დაჯილდოების ცერემონიალში, უკვე

მეექვსედ "საუკეთესო მსახიობი მამაკაცი" ნომინირებული იყო ლეონარდო


დი კაპრიო, მან ამ უკანასკნელ დაჯილდოებაში მიიღო ოსკარი. მისი

წარმატება ეკუთვნის ფილმ "The Revenant"-ს. დაჯილდოების დაწყებამდე

ყველას მხოლოდ ერტი კითხვა ებადებოდა: "მიიღებდა თუ არა დიკაპრიო ოსკარს?"

დაჯილდოების ცერემონიალის დასრულების შემდეგ, ძალიან ბევრ ადამიანს

გაახსენდა ის ცნობილი მსახიობებიც, რომლებსაც არ მიუღიათ ოსკარი.


image



1. ბრედ პიტი


image


კინოინდუსტრიის ერთ-ერთი სუპერვარსკვლავი. პიტი 4 ჯერ იყო ნომინირებული

ოსკარზე, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოიპოვა მან ნანატრი ოქროს ქანდაკება. ბრედ

პიტს სახლში ჯილდოების ნამდვილი კოლექცია აქვს, ასე რომ ვთქვათ მხოლოდ

ოსკარის ქანდაკება აკლია.




2. ბრიუს ვილისი


image


ბრიუსი დაიბადა 1955 წელს, წარმატებულ მსახიობს ოსკარი ჯერ არ მიუღია.

მაყურებელმა ის გაიცნო 1988 წელს, ფილმით "კერკეტი კაკალი"




3. ჩარლი ჩაპლინი


image


მგონი არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელმაც არ იცოდეს თუ ვინ იყო

ჩარლი ჩაპლინი. ბრიტანელი ცნობილი მსახიობი, რეჟისორი და მწერალი.

მისი ნამდვილი სახელია: სერ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი. მიხედევად იმისა,

რომ ჩარლი ჩაპლინი იყო ძალიან პოპულარული მსახიობი, სამწუხაროდ

ოსკარით არ დაჯილდოვებულა.




4. ედვარდ ნორტონი


image


ედვარდ ნორტონმა პოპულარობის პიკს "Fight Club"-ის სახელწოდების

ფილმის საშუალებით მიაღწია, რამოდენიმეჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე,

მაგრამ ჯერ-ჯერობით მას არ აქვს მიღებული ეს ტიტული.




5. გარი ოლდმანი


image


ემის და სხვა მნიშვნელოვანი ტიტულებით დაჯილდოებული რეჟისორი და მსახიობი

გარი ოლდმანი ჯერ-ჯერობით ოსკარს მხოლოდ შორიდან თუ უყურებს.




6. მეგ რაიანი


image


მეგ რაიანი ოსკარზე ნომინირებულიც კი არ ყოფილა.




7. ჰარისონ ფორდი


image


ედი მერფის და ტომ ჰენკსის შემდეგ, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი

არის ჰარისონ ფორდი. მან მხოლოდ ერთი ფილმით მოახერხა მილიონების შოვნა.

ფორდს ოსკარის ქანდაკება ჯერ არ მიუღია.




8. ჯიმ კერი


image


როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც ჯიმ ქერის თითქმის ყველა იცნობს,

სამწუხაროდ ამ სუპერმსახიობს ჯერ ოსკარი არ მიუღია.




9. ჯონი დეპი


image


ალბათ ძალიან გაგიკვირდათ! დაუჯერებელია, მაგრამ რეალური ცნობილ

სუპერვარსკვლავს ოსკარის ქანდაკება ჯერ არ მიუღია. ნომინირებული იყო

3 ჯერ, ოსკართან ყველაზე ახლოს 2003 წელს, ფილმით :

"კარიბის ზღვის მეკობრეები"




10. ჯუდ ლოუ


image


კარიერის განმავლობაში ჯუდი ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, მაგრამ

წარმატებას მაინც ვერ მიაღწია.




11. ლაიამ ნისონი


image


ცნობილი მსახიობი ძალიან ახლოს იყო ოსკართან, ფილმით : "შინდლერის სია"

სამწუხაროდ ნისონმა ვერ მოიპოვა ოსკარის ქანდაკება.




12. მარლონ ბრანდო


image


სინამდვილეში მარლონ ბრანდომ ოსკარი ერთხელ უკვე მიიღო - 1973 წელს.

მაგრამ მან ტიტულის მიღებაზე უარი განაცხადა, თემა ეხებოდა ინდიელებს,

მას შემდეგ, ბრანდოს ნომინირების შანსიც არ ჰქონია აკადემიის დაჯილდოებაში.




13. სამუელ ლ ჯექსონი


image


მსახიობი ძალიან ბევრ თრილერში შეგვხვედრია, ჯექსონმა წარმატებას 40 წლის

შემდეგ მიაღწია, მაგრამ ოსკარის ქანდაკება ჯერ არ მიუღია.




14. ტომ კრუზი


image


"შეუსრულებელი მისია", "შეხვედრა ვამპირთან" და "უკანასაკნელი სამურაი"

ამ ნაცნობ ფილმებში მთავარ როლს ზუსტად ტომ კრუზი ასრულებდა, მაგრამ

მსახიობს ჯერ-ჯერობით ოსკარი არ მიუღია.




15. უილ სმიტი


image


სმიტი ოსკარზე ორჯერ იყო ნომინირებული, ყველაზე ახლოს წარმატებასთან

"ალი" -ის ფილმით იყო, მაგრამ უილ სმიტს ოსკარი ოცნებად დარჩა.





























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


6
444
10-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
444
  
2016, 5 მარტი, 12:12
შევასწორებ მაშინ 1954 წელს აიღო მარლონ ბრანდომ ოსკარი :)
2016, 5 მარტი, 12:10
მარლონ ბრანდოს 1955 წელსაც აქვს აღებული ოსკარი
2016, 5 მარტი, 11:02
მეც გამიკვირდა ტომ კრუზი ვილ სმიტი, და განსაკუთრებით პიტი :D
2016, 5 მარტი, 10:45
ამდენი კარგი მსახიობი ოსკარის გარეშე ყოფილა და ამ ლეოზე რას გადაირივნენ? ძალიან კარგი სტატიაა მომეწონა.
2016, 5 მარტი, 10:37
მადლობააა
2016, 4 მარტი, 23:41
კარგი სტატიააა
0 1 6