x
კოკტეილი

imageსიტყვა კოქტეილის წარმომავლობასთან დაკავშირებით უამრავი ვერსია არსებობს, თუმცა ლექსიკონების უმრავლესობაში მითითებულია, რომ სიტყვის წარმომავლობა უცნობია.
პირველად კოქტეილი ნიუ-იორკში, 1806 წლის მაისის ცნობარში "Balance and Columbian Repository" ახსენეს. ორი საუკუნის განმავლობაში, ათობით ავტორი ცდილობდა ტერმინის წარმომავლობა აეხსნა.
1. Coquetier-ასე ჰქვია ფრანგულად პატარა ჭიქას, რომელშიც, როგორც
ამბობენ, ვიღაც ფრანგი ნიუ-ორლეანში სტუმრებს შერეულ სასმელს სთავაზობდა. სტუმრები ხშირად ითხოვდნენ Coquetier-ს, დროთაგანმავლობაში სიტყვამ ტრანსფორმაცია განიცადა და ის კოქტეილად იქცა.
2. შესაძლებელია, რომ ღვინოების შერევის უძველესი ფრანგული რეცეპტი, რომელსაც ცოქუეტელ-ს უწოდებდნენ, 1777 წელს, ამერიკაში გენერალ ლაფაეტის მიერ იქნა ჩატანილი.
3. ერთ-ერთი ვერსიით, ვირჯინიელი ვინმე ბეტსი ფლანაგანი ჯარისკაცს შერეულ სასმელს ასმევდა. მასში ყველა ის ფერი იყო, რომელიც მამლის კუდშია (cock-მამალი, tail-კუდი). ის ამ სასმელს კოქტეილს უწოდებდა.
4. 1769 წელს შექმნილი ეს ტერმინი ჯირითთან იყო დაკავშირებული და წმინდა სისხლის არმქონე ცხენს აღნიშნავდა. როგორც წესი, ასეთ ცხენებს კუდს ისე მოკლედ აჭრიდნენ, რომ ის მამლის კუდს უფრო გავდა. იმდროინდელი ჟურნალების მიხედვით, მოკლე კუდის (კოკ-ტეილი) მქონე ცხენს შერეული სისხლი ჰქონდა.



p.s. თუ სიტყვა “კოქტეილის” წარმოშობა დღემდე სადავოა, ზუსტადაა ცდნობილი, რომ კოქტეილის ჭიქა ფრანგმა ფარმაცევტმა, პეიშომ გამოიგონა.

0
126
შეფასება არ არის
ავტორი:Dr-House
Dr-House
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0