x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
საუკეთესო 10 ანეკდოტი. ნაწილი მეჩვიდმეტე

image1.რამდენი იქნება, 5 გავამრავლოთ 7-ზე?
– 30.
– არ არის სწორი, ორიანი. მომიტანე დღიური.
– მასწ, არ იფიქროთ რომ გემუქრებით, მაგრამ, ამ დილით მამაჩემმა ჩემი დღიური რომ ნახა თქვა: "აქ კიდე ერთ ორიანს ვნახავ და ვიღაცას მაგრად მოხვდებაო".
2.კაცი მიდის ექიმთან, ექიმი აუღებს ანალიზებს, პაციენტი კი ელოდება. ცოტა ხნის მერე ექიმი გამოდის კაბინეტიდან. კაცი ეკითხება: -ექიმო რა მჭირსო?! ექიმი ეუბნება: -ვერძი არა, მორიელი არა, მრწყული არა, ტყუპები არა… ეს კაცი აწყვეტინებს: -კიბო, კიბო.
3.ქუთაისის ბაზარში:
-ასატრინა გააქვთ?
-არა.
-ქაშაყი?
-არა.
-ლოქო?!
-არა.
-აბა, რა ჯანდაბა გაქვთ?!!
-არ გაგიგია, ოკეანეები რო მეიწამლა? მარტო ჭიჭყინა გვაქ.
-რავა, ჭიჭყინები პროტივოგაზებით დაცურავენ?!
4.მეგრელი ტუალეტში რიგში დგას. ძალიან გაუჭირდა, ვეღარ მოითმინა და უკან მდგომს ჰკითხა:
- რა ვქნა, ძალიან მიჭირს?
უკან მდგომმა დაარიგა:
- შენს წინ მდგომს ჯიბე გაუწიე და შიგ ისაქმე...
- უი, რას ამბობ, რომ გამიგოს?!
- შენ გაიგე რამე? - ჰკითხა დამრიგებელმა..
5.სამი ნარკომანი საუბრობს.
პირველი: მე ღმერთმა გამომგზავნა დედამიწაზე, კორუფცია უნდა მოვსპო.
მეორე: არა, მე გამომაგზავნა, მშვიდობა უნდა დავამყარო.
მესამე: დამშვიდდით რა, არსად არ გამიგზავნიხართ.
6.მთვრალი გემის კაპიტანი ყვირის:
– ასწიეთ აფრა!
მეზღვაური მორიდებით ეუბნება:
– ბატონო კაპიტანო, ჩვენ ძრავიან გემზე ვიმყოფებით.
კაპიტანი:
– ასწიეთ ძრავი!
7.მუზეუმში ზედამხედველი ეუბნება მნახველს:
- ამ სავარძელში დაჯდომა არ შეიძლება, ეს ნაპოლეონისა.
- არა უშავს, რომ მოვა ავდგები.
8.– რატომ გაწოლილხარ მაგ საფლავზე? – ეკითხება სასაფლაოს დარაჯი კაცს.
– სიდედრი დავმარხე გუშინწინ აქ.
– ასე ძალიან გიყვარდა, ზედ რომ გაწოლილხარ?
– მაგი არაა შენი საქმე!
– მაშინ ადექი.
– იფ, რა კაია! გუშინ ათი წუთით ავდექი და ტუალეტიდან რომ დავბრუნდი, ამომხტარი დამხვდა.
9.პოლიციაში სატელეფონო ზარია:
– ალო, მიშველეთ, მანქანა გამიქურდეს, აღარც საჭეა, აღარც სიჩქარეთა გადასართველი, არც აქსელარატორი და არც ტორპედო!
ტელეფონი გაითიშება. ხუთ წუთში ისევ რეკავს:
– ბოდიშით, უკანა სავარძელში ჩავმჯდარვარ
10. პატრული მანქანას გააჩერებს და საბარგულს დაათვალიერებს. იქ 10 დიდ დანას ნახავს. პოლიციელი მძღოლს ეკითხება:
– რად გინდათ ამდენი ცივი იარაღი?
– ცირკში ვმუშაობ, ჟონგლიორი ვარ.
– არ მჯერა, აბა, მაჩვენე!
მძღოლი დანებს აიღებს და ჟონგლირებას იწყებს. ამ დროს გვერდით მანქანა ჩაივლის, მძღოლი დაინახავს და ცოლს მიუბრუნდება:
– მადლობა ღმერთს, დალევას თავი დავანებე, შეხედე, როგორი ტესტები მოუგონიათ!



0
915
4-ს მოსწონს
ავტორი:JuicyFryit
JuicyFryit
915
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0