x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ღვიძლის გაწმენდა შლაკებისა და ტოქსინებისგან

ღვიძლი – სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანო. ის პირველი იღებს დარტყმას, როდესაც ადამიანი ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს იღებს, ზედმეტადაა გატაცებული ცხიმიანი საკვებით, ამას ემატება ცუდი ეკოლოგიაც...

ღვიძლის ძირითადი ფუნქციაა – ტოქსინების ფილტრაცია და გამოდევნა. ამ ორგანოს ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული ნივთიერებათა ცვლის პროცესი მთელს ორგანიზმში. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღებით ვადევნოთ თვალყური და პერიოდულად ჩავიტაროთ მისი დეტოქსიკაცია.

ღვიძლის გაწმენდა სახლის პირობებში

სამკურნალო სასმელი "ზურმუხტი" – ბუნებრივი საშუალებაა, რომელის მეშვეობითაც არა მხოლოდ ღვიძლს, ასევე ნაწლავებსაც გაისუფთავებთ ტოქსინებისგან. ზედმეტი წონის დაგდება კი სასიამოვნო სიურპრიზი იქნება!

image


ინგრედიენტები:



– 150 გრ. კომბოსტო


– 1 ლიმონის წვენი

– 25 გრ. ნიახური

– 1 მსხალი

– კოჭა (2 სმ.)

– 500 მლ. სასმელი წყალი

– ახალი პიტნის რამდენიმე ფოთოლი


მომზადების წესი:


* ბლენდერში დააქუცმაცეთ კომბოსტო, მსხალი, ნიახური, კოჭა. დაამატეთ 1 ჭ. წყალი და დააბლენდერეთ.

* ჩაასხით ლიმონი, დარჩენილი წყალი და პიტნის ფოთლები. ისევ ჩართეთ ბლენდერი რამდენიმე წამით. და სასმელი მზადაა! მიიღეთ დღეში ორჯერ: დილით და საღამოს.


დაიმახსოვრეთ! ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია თავის დაცვა და ცხოვრების ჯანსაღი წესი – უარი თქვით მავნე პროდუქტებზე, ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღებაზე, იმოძრავეთ უფრო მეტი, ყოველდღიურად მიიღეთ საშუალოდ 2 ლ. სასმელი წყალი, რათა შეინარჩუნოთ ყველაზე ძვირფასი რამ – ჯანმრთელობა!

6
516
14-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
516
  
2016, 5 მარტი, 10:15
მადლობა, მერაბ გაიხარე :)
2016, 4 მარტი, 12:39
ასევე საინტერესოა შენი სტატიები მინდა გითხრა და სასარგებლო :)
2016, 4 მარტი, 11:09
დიდი მადლობა, ალექს!
2016, 4 მარტი, 11:07
საინტერესო სტატია ლელაა
2016, 4 მარტი, 11:02
მადლობა, ჩემო კარგო გაიხარე
2016, 4 მარტი, 10:54
საინტერესო და სასარგებლო :) გავაზიარე
0 1 6