x
მეტი
  • 10.12.2016
  • სტატია:61810
  • ვიდეო:311381
  • სურათი:412236
ყველა დროის 5 ყველაზე სასაცილო ფილმი

ცნობილი ამერიკული გამოცემა The Hollywood Reporter-ის ცნობით ამერიკის მწერალთა

კავშირმა ყველაზე სასაცილო ფილმების სცენარის სია შეადგინა, რეიტინგში 101 ფილმი

მოხვდა, მათი უმრავლესობა ყველასთვის კარგად ცნობილი და საყვარელი ფილმია.

მსგავს რეიტინგებს ხშირად ადგენენ სხვადასხვა გამოცემები, მაგრამ მწერალთა აზრი ამ

საკითხთან დაკავშირებით, უფრო ობიექტური და კომპეტენტურია.

წარმოგიდგენთ ამ რეიტინგიდან მთელს მსოფლიოში ცნობილ 5 სასაცილო ფილმს :


ფილმის ყველაზე სასაცილო სცენარად აღიარებული იქნა, 1977 წელს გადაღებული ვუდი ალენის სურათი "ენი ჰოლი".

ეს ფილმი ყველაზე სასაცილო ფილმების რეიტინგში ყოველთვის პირველ ადგილს იკავებს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ამერიკულ კინოს ეხება საქმე.

image


მეორე ადგილს იკავებს არანაკლებ ცნობილი ფილმი, ბილ უაილდერის 1959 წელს

გადაღებული, "ჯაზში მხოლოდ ქალები არიან".


image



მესამე ადგილს იკავებს ისეთი ცნობილი ფილმი, როგორიცაა "ზაზუნის დღე". სცენარის ავტორები იყვნენ დენი რუბინი და ჰაროლდ რეიმისი.

image



მეოთხე ადგილზეა ჯეიმს აბრაჰამისა და ძმები ცუკერების ფილმი "აეროპლანი".

ფილმი 1980 წელს გადაიღეს.

image



და, ბოლო, მეხუთე ადგილს იკავებს 1992 წელს გადაღებული, ფილმი "ტუტსი".

ფილმის სცენარი ლარი გელბარტსა და მიურეი შიზგელს ეკუთვნით.

image



მსგავსი რეიტინგები რამდენიმე წელიწადში ერთხელ ტარდება, სასაცილო ფილმების

რეიტინგი 2000 წელს შეიქმნა, რაზეც ამერიკის კინოინსტიტუტი მუშაობდა, მაშინდელ

რეიტინგში, პირველ ადგილს "ჯაზში მხლოდ ქალები არიან" იკავებდა, მეორე ადგილზე

იყო ფილმი "ტუტსი", ხოლო ამჟამადა პირველ ადგილზე მყოფი "ენი ჰოლი" მეოთხე

ადგილს იკავებდა.



0
209
3-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0