x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ABSOLUT

imageგასულ საუკუნეში შვედეთში ცხოვრობდა ექცენტრიული, უაღრესად დიდი ტალანტის მქონე მრეწველი ლარს ოლსონ სმიტი. იgi შვედეთის სამხრეთით, ღარიბ ოჯახში დაიბადა და სწორედ ის ითვლება ამ სასმელის გამომგონებლად. 1878 წელს, ლარსმა Absolut Rend Brendving-ის მარკით არაყი გამოუშვა. მარკა ქართულად ითარგმნება როგორც "აბსოლუტურად სუფთა არაყი". ოფიციალურმა მთავრობამ გადაწყვიტა ლარსი ბაზრიდან მოეშორებინა და ამ მიზნით, სტოკჰოლმში მისი კომპანიის არსებობისთვის მიუღებელი პირობები შემოიღო. ამაზე მეწარმემ მსხვილი მარკეტინგული სვლით უპასუხა. მან თავისი მაღაზიები ქალაქთან ახლოს მდებარე კუნძულზე გადაიტანა. ააგო ნავმისადგომი, დაიქირავა ნავები და მენავეები, რომელთაც უფასოდ გადაჰყავდათ ის მგზავრები, რომელთაც მისი არყის დაგემოვნება ან შეძენა სურდათ. "აბსოლუტი" ეს არის მარცვლისგან უძველესი შვედური რეცეპტით დამზადებული არაყი, რომელიც ქვეყნის გარკვეულ ნაწილში მოჰყავთ. თავის დროზე ეს პროდუქტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპორტისთვის შეიქმნა. კლასიკური "აბსოლუტის" ალკოჰოლური სიმაგრე 40-45%-ს შეადგენს.

0
50
შეფასება არ არის
ავტორი:Dr-House
Dr-House
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0