x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508529
ვაშლი კბილის პასტის და ჯაგრისის ნაცვლად. კანადელმა მეცნიერებმა 5 პროდუქტი დაასახელეს, რომელსაც პასტის ჩანაცვლება შეუძლია

კანადელმა მეცნიერებმა ტორონტოს უნივერსიტეტიდან, დაასახელეს პროდუქტები რომლითაც შესაძლებელია კბილის პასტის და ჯაგრისის ჩანაცვლება, იმ შემთხვევაში, თუ პირადი ჰიგიენის ნივთები ხელთ არ აღმოგაჩნდათ.

კბილებისთვის სასარგებლო და მისი გასუფთავების ალტერნატიულ სიაში შემდეგი 5 პროდუქტი მოხვდა:


image
ვაშლი. სტომატოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ვაშლი კბილებს ამაგრებს და პირის ღრუში კარიესის გამომწვევ ბაქტერიებს ანადგურებს.
ექიმის რჩევა: თუ არჩევანის გაკეთების საშუალება გექნებათ, კბილებისთვის მწვანე ვაშლი უფრო სასარგებლოა.


ყველი. ეს პროდუქტი არა მარტო იცავს კბილის ემალს დაზიანებისგან, არამედ დადებითად მოქმედებს ღრძილებზე. გარდა ამისა, ის მდიდარია ძვლოვანი სისტემის გამაძლიერებელი ცილებით, კალციუმით და ფოსფატებით.
ექიმის რჩევა: ყველის სახეობებიდან, კბილებისთვის სასარგებლო მაგარი სახიობის ყველია.


მარწყვი. ვაშლის მჟავა, რომელიც ამ პროდუქტის შემადგენლობაში შედის, ეფექტურად ასუფთავებს კბილის ემალს და იცავს მას დაზიანებისგან. კარიესისგან კბილების დასაცავად, მარწყვი იდეალური საშუალებაა!


ბროკოლი. ბოჭკოვანას და სასარგებლო ნივთიერების მაღალი შემცველობის გამო, ბროკოლი ღრძილების ანთებას ამცირებს და იცავს კბილის ემალს დაზიანებისგან.
ექიმის რჩევა: საკვებში გამოყენებული ბროკოლი გადახარშული არ უნდა იყოს.


რძე. კალციუმით, ფოსფატებით და D ვიტამინით მდიდარი რძე, კბილებს და ძვლებს ამაგრებს და აჯანსაღებს. იმ შემთხვევაში, თუ რძე არ გიყვართ, შეგიძლიათ პირის ღრუში გამოივლოთ.



გარდა ამისა, შეგიძლიათ კბილის პასტა თავადაც მოამზადოთ. ეს არც ისე რთულია და ამასთან, სახლში მომზადებული პასტა, თქვენი და თქვენი ოჯახის წევრებისთვის სრულიად უსაფრთხო იქნება, იმ პასტებისგან განსხვავებით, რომლებიც აფთიაქებში და სავაჭრო ქსელში იყიდება.



image



ნატურალური კბილის პასტის მოსამზადებლად, ერთმანეთს შეურიეთ:


სოდა – 6 ს. კ.

გლიცერინი – 1 ს. კ


წყალბადის ზეჟანგის 3% ხსნარი (პერეკისი) – 1 ს. კ.

პიტნის (ან სხვა) ეთერზეთი – 4 წვეთი


მიღებული მასა მოათავსეთ ქილაში, დაახურეთ ჰერმეტულად და როდესაც გათავდება, ახლიდან მოამზადეთ.






შენიშვნა: ჩვეულებრივ, კბილის პასტები სწორედ ამ ინგრედიენტებს შეიცავს, მაგრამ იმისთვის, რომ პასტამ დამატებითი ეფექტები შეიძინოს და შენახვის ვადა გაუხანგრძლივდეს, სხვადასხვა სახის ქიმიურ ნივთიერებებს ამატებენ, რომლებიც ადასმიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს!

და მერე ისმის კითხვა: არ ეწევა, არა სვამს, ნორმალურად იკვებება და მაინც სიმსივნე აღმოაჩნდა! რატომ?



ახლა კი, უფრო კონკრეტულად, იმის შესახებ, თუ რატომ უნდა თქვათ უარი კბილის პასტაზე და რატომ უნდა მოამზადოთ მისი ალტერნატიული საშუალება სახლის პირობებში? საერთოდ, საკმარისია შევხედოთ კბილის პასტას შეუიარაღებელი თვალით, მაშინვე მივხვდებით — რომ რაღაც წესრიგში არ არის… გაურკვეველი ქიმიური შენაერთების სახელების გაცნობის შემდეგ, ქიმიის გაკვეთილები გვახსენდება. მაგ: ნატურალური პასტის შემადგენლობაში, მხოლოდ რომელიმე მცენარე შეიძლება იყოს, ისიც 0, 001%-ის ოდენობით.

კბილის პასტის უმრავლესობის ქიმიური შემადგენლობა ასეთია:


image


ნატრიუმის ლაურილსულფატი (sodium lauryl sulfate, SLS)


ამ ნივთიერებას კბილის პასტების 99% შეიცავს.
ნატრიუმის ლაურილსულფატი — ეს იგივეა, რაც ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები (anionic surfactants), რომლებიც სარეცხი ფხვნილების შემადგენლობაში შედის. სწორედ ამ ნივთიერების დამსახურებაა, კბილის პასტა მომენტალურად ქაფდება და კბილებსაც სწრაფად ასუფთავებს.
შენიშვნა: აღნიშნული ნივთიერება ასევე შედის შამპუნების, შხაპის გელების, აბაზანის ქაფის და სხვა საყოფაცხოვრებო მოხმარების გამწმენდი საშუალებების შემადგენლობაში.
ზედაპირულად აქტიური ნივთიერება აგრესიულად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. ის ორგანიზმს ზიანს აყენებს მაშინაც კი, თუ სარეცხი ფხვნილის შემადგენლობაშია. სარეცხის გავლებისას, ქსოვილის ბიჭკოებში გროვდება და მისი გამორეცხვა არ ხდება. ხოლო შემდეგ, კანის ფორების გავლით, ქსოვილიდან ორგანიზმში გადადის, სისხლის მეშვეობით, მთელს ორგანიზმს ედება და შინაგან ორგანოებში: ღვიძლის, ფილტვების, გულის და განსაკუთრებით, ტვინის ქსოვილებში ილექება. შედეგად, ადამიანის იმუნური სისტემის დსუსტება ხდება, რაც თავის მხრივ, სხვადასხვა სახის დაავადების და ალერგიის მიზეზი ხდება.
მოდით დავფიქრდეთ! თუ ასეთი შედეგი არაპირდაპირი კონტაქტის შემთხვევაში (ქსოვილიდან კანის გავლით შესვლა) მიიღება, მაშინ რა ხდება, როდესაც ჩვენ, ფაქტიურად, ვჭამთ ამ ტოქსიკურ ნივთიერებას?! არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ პირის ლორწოვან გარსს საკვების შეწოვის თვისება აქვს. რა თქმა უნდა, აღნიშნული ნივთიერება კბილის პასტაში უფრო ნაკლებია ვიდრე ფხვნილში, მაგრამ რაც არის, იმის შეწოვა მომენტალურად ხდება (პირის ღრუში არსებული ნივთიერების სისხლში გადასვლის დრო 30 წამს არ აღემატება)!
ალბათ, უმრავლესობა იტყვის, რომ თუ ყოველდღიურად ტოქსიკური ნივთიერება ხვდება ჩვენს ორგანიზმში, აქამდე ყველანი დახოცილი თუ არა, მძიმე სენით დაავადებულები უნდა ვიყოთო. მაგრამ, ჩვენი ორგანიზმი ისე არის მოწყობილი, რომ მას თვითაღდგენა და შინაგან გამანადგურებლებთან ბრძოლა არ შეუძლია. ამიტომ, ორგანიზმს გარკვეული რაოდენობის სახიფათო ქიმიური ნივთიერებები გარეთ გამოჰყავს. მაგრამ, ჯერ ერთი – SLS სრულად გამოყვანა შეუძლებელია და გარკვეული ნაწილის დალექვა ქსოვილებში ხდება. და მეორე, ქიმიკატებთან ბრძოლა ორგანიზმს ექსტრემალური შემთხვევების დროს შეუძლია და ის არ არის შექმნილი იმისთვის, რომ გამუდმებით შხამები გამოყოს.
კბილებს კი ჩვენ, სისტემატურად, დღეში 2-ჯერ ვიხეხავთ!
ამრიგად, ნატრიუმის ლაურილსულფატი — სახიფათო ტოქსიკური ნივთიერებაა. აირჩიეთ კბილის პასტა, რომლის შემადგენლობაში «sodium lauryl sulfate» არ არის. ნივთიერება, პასტის შემადგენლობის ჩამონათვალში, ასევე შესაძლებელია, «SLS free» სახელით იყოს დაფიქსირებული.


image

imageნატრიუმის კოკო-სულფატი (Sodiun coco sulphate, SCS)


ნატრიუმის კოკო-სულფატი — ეს იგივე ზედაპირულად აქტიური ნივთიერებება არის. ამასთან, ეს ნივთიერება, ე. წ. ნატურალური და ბუნებრივი კბილის პასტების უმრავლესობაში შედის. რაც სიცრუეზე დაფუძნებული მარკეტინგული სვლა არის, რომელსაც პასტის მწარმოებელი კომპანიები იყენებენ. საქმე იმაშია, რომ სიტყვა «კოკო-სულფატი», მომხმარებელში, ქოქოსის ასოციაციას იწვევს, ხოლო ქოქოსი რომ ნატურალურია და სასარგებლო — ყველამ იცის! მაგრამ, ამ ნივთიერების წერმომავლობის დეტალურად განხილვის შემდეგ, მივხვდებით, რომ ის იგივე ნატრიუმის ლაურილსულფატია, ყველა შესაძლო შედეგით…
ნატრიუმის ლაურილსულფატსაც ქოქოსისგან ამზადებენ, მაგრამ ის ამის გამო, ნაკლებად მავნებელი არ არის ორგანიზმისთვის. ხსენებული ნივთიერება ქოქოსის შემადგენლობაში არსებული ლაურინის მჟავისგან მზადდება. შემდეგ, მას გოგირდმჟავას და ნატრიუმის კარბონატს უმატებენ და ასე მიიღება ნატრიუმის ლაურილსულფატი.
რაც შეეხება ნატრიუმის კოკო-სულფატს, მისი საწყისი ნედლეულიც ქოქოსი არის, მაგრამ არა ლაურინის, არამედ სხვა მჟავები. მასაც ასევე უმატებენ გოგირდმჟავას და ნატრიუმის კარბონატს და ასე მიიღება — ვითომ, ნატურალური ნატრიუმის კოკო-სულფატი. რეალურად — ეს ნივთიერება, თვისებებით, ძალიან ახლოს არის ლაურილსულფატთან! კოკო-სულფატი — არსებითად, უკვე ცნობილი ნატრიუმის ლაურილსულფატის და კიდევ რამდენიმე ნივთიერების (ნატრიუკის კაპრილიკ სულფატი, ნატრიუმის ოლეურის სულფატი, ნატრიუმის სტეარილ სულფატი და ა. შ.) ნაზავი არის.


image

imageტრიკლოზანი (Triclosan)


ეს ანტიბაქტერიული ნივთიერებაა და მისი ხშირი გამოყენებით, ორგანიზმს რეზისტენტულს ხდის მიკროფლორისადმი. ანტიბაქტერიული პასტების უმრავლესობა შეიცავს ტრიკლოზანს (მას შეიცავს ჰიგიენის და კოსმეტიკის სხვა საშუალებებიც. ამიტომ, ვიდრე ანტიბაქტერიულ საშუალებას შეიძენთ, გადაამოწმეთ, შეიცავს თუ არა ის ტრიკლოზანს. რედ.). საქმე იმაშია, რომ ტრიკლოზანი მავნე ბაქტერიებთან ერთად, სასარგებლო ბაქტერიებსაც ანადგურებს და ჩვენს ორგანიზმს დაცველს ტოვებს, რითაც მოჩვენებით სარგებლობაზე მეტად ზიანს აყენებს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ეს ნივთიერება მიკროორგანიზმების მუტაციას იწვევს და მათთვის უცნობ ბაქტერიებს ქმნის. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ბაქტერიებით დაავადების შემთხვევაში, მედიცინა უძლური იქნება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ის არის, რომ ტრიკლოზანის მუუდმივად მოხმარებისას, ორგანიზმი რეზისტენტული ხდება ანტიბიოტიკებისადმი, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული დაავადების შემთხვევაში (სხვადასხვა სახის ინფექციები, ფილტვების ანთება, მწვავე სინუსიტი და სხვა), აღნიშნული სახეობის მედიკამენტების მოხმარებას აზრი არ ექნება.
და ბოლოს, თუ ანტიბაქტერიული კბილის პასტით სარგებლობთ, რომელიც ტრიკლოზანს შეიცავს, მისი მოხმარებისას, არ გამოიყენოთ ონკანის წყალი, რადგან ეს ნივთიერება წყალში იხსნება და ქლორთან შერევისას ტოქსიკურ ნივთიერებებს — დიოქსიდებს ქმნის, რომელიც სისხლით შეიწოვება და ორგანიზმს წამლავს.


image

imageფტორი (fluoride)


ის რომ კბილის პასის შემადგენლობაში ფტორი შედის, ყველასთვის ცნობილია. ბოლო წლებში, ხშირად საუბრობენ ფტორის გადაჭარბებული დოზებით მიღების მავნებლობის შესახებ!
კბილის პასტებში, კარიესის პროფილაქტიკისთვის, ფტორის დამატება გასული საუკუნის 40-იან წლებში დაიწყეს, როდესაც ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ფტორს კბილის დაზიანებული ემალის აღდგენა შეეძლო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის, როგორც ამბობენ, «ერთს რგებს, მეორეს ვნებს»: დიდი რაოდენობით ფტორს უკუეფექტის გამოწვევა შეუძლია — უფრო კონკრეტულად კი, ემალის დაშლას, სახსრებთან დაკავშირებულ პრობლემებს, თირკმლებში კენჭის გაჩენას და ძვლის ქსოვილების დაშლას (ოსტეოპოროზი და ძვლის სიმსივნე) იწვევს. ზოგიერთი კვლევის თანახმად, ფტორს ასევე შეუძლია ტვინის ქსოვილების დაშლაც გამოიწვიოს ანუ ალცჰეიმერის დაავადების და ჭკუასუსტობის სხვა ფორმების განვითარებას შეუწყოს ხელი.
ფტორის დღიური რეკომენდებული დოზები კი ასეთია:
ზრდასრული ადამიანისთვის — 1, 5 – 2 მგ.
ბავშვისთვის 4-დან – 16-წლამდე — 1 მგ.
ბავშვისთვის 1-დან – 3-წლამდე — 0, 7 მგ.
პატარებისთვის 1 წლამდე — 0, 5 მგ.
ჩვილი ბავშვებისთვის 6 თვემდე, ფტორი საერთოდ არ შეიძლება.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image10 ფაქტი საკვები პროდუქტების შესახებ, რომელიც უნდა ვიცოდეთ
დღეგრძელობის რეცეპტი ცნობილი გენეტიკოსისგან

ორგანიზმის სრული გაწმენდა და უჯრედების განახლება ნივრით. სინჯეთ, არ ინანებთ!


0
224
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
224
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0