x
კრეატიული, დახვეწილი და რაც მთავარია ქართული !
3 მარტი, 15:55

ქართული ბრენდი ”გეფერინი”... დახვეწილი, ორიგინალური, განსხვავებული, კრეატიული და რაც მთავარია ქართული. თითოეულ ნაშრომში იგრძნობა ჩადებული შრომა და ხარისხი...აწარმოებს ჩანთებს და ტყავის სამაჯურებს.

ქართული ბრენდი 2014 წლის 7 აგვისტოს დაარსდა. პროდუქცია ქართული და თურქული ტყავით იკერება, არსებობს უკვე 5 ადგილი თბილისში და ერთიც ბათუმში სადაც მისი შეძენა შეიძლება. უკვე გაიხსნა ერთი ფილიალი პეკინზე.

აქცენტი გაკეთებულია ხარისხზე, აქტუალურია ეგრეთ წოდებული ფოჩებიანი ჩანთები.მაღაზიაში ჩანთების სხვადასხვა ხაზი აქვთ, ფასები განსხვავებულია და აკმაყოფილებს ყველა ტიპის, ყველა გემოვნებისა და შესაძლებლობის მომხმარებელს. არის როგორც ეკონომ ხაზი 40 ლარამდე ღირებულების, ასევე სხვა განსხვავებული ხაზი სადაც ხელნაკეთი ჩანთების ფასი 40-დან 300 ლარამდეა.

image














პირველ რიგში საამაყოა, რომ ქართულია! მოხარული ვარ, რომ ქართველმაც გადადგა ნაბიჯი და წამოიწყო საქმე ისეთ გარემოში, როცა არ იცი გაიმარჯვებს თუ არა ხარისხი და რაღაც ქართულის ამ კუთხით შეთავაზება.

სოფელ დიღომში, დიდგორის #2 ში მდებარეობს პატარა საწარმო, სადაც მომუშავე ხალხი მობილიზებული, მოტივირებული და ნამდვილად პროფესიონალთა გუნდია. ისინი ერთად ქმნიან ილია გეფერიძის წამოწყებულ საქმეს, იმ დიდ საქმეს რასაც ქართული ბრენდის შექმნა ჰქვია...

image
















უკვე გავიდა ქართული ბრენდი მსოფლიო ბაზარზე...”გეფერინის” ჩანთების შეძენის შესაძლებლობა მალე ექნებათ მალე მოსკოვშიც. წარმატების კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. ქართულმა საზოგადოებამ კი ბევრი მიზეზის გამო უნდა შეიტანოს ამ საქმის განვითარებაში წვლილი.



imageimageimage
image













































































ქართული ბრენდის, ქართული წარმოების ხელშეწყობა, ხომ პირდაპირ კავშირშია

საქრთველოს ეკონომიკურ სიძლიერესთან...და თუ ამას ხარისხი და კრეატივი ემატება

რამ უნდა შეგვიშალოს ხელი.

ვიცოდეთ, ვაცნობიერებდეთ და გვახსოვდეს !

... როცა ვყიდულობთ ქართულ პროდუქტს ფულს ვუხდით ადგილობრივ მწარმოებელს

მწარმოებელი ფართოვდება...

საქმდება მეტი ადამიანი...

მეტი ფული შედის ბიუჯეტში...

იზრდება სოციალური პროექტების დაფინანსება...

ძლიერდება ეროვნული ვალუტა...

შემოდის ინვესტიციები...

ჩნდება ახალი საწარმოები...

იზრდება ექსპორტი...

ვცხოვრობთ ძლიერ, განვითარებულ ქვეყანაში,

ძლიერდება საქართველოს ეკონომიკა !



" იყიდე ქართული - გააძლიერე ქვეყანა ! "

152
1-ს მოსწონს
46
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
   ქართული კლავიატურა
3 მარტი, 16:40
რა მაგარი გოგო მყავხარ
0 1 1
გიორგი ყიფშიძე ცოლს გაშორდა?გიორგი ყიფშიძე ცოლს გაშორდა?
ქართულ მედია სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია გიორგი ყიფშიძის ცოლთან დაშორების შესა...
2016 წლის კალენდარი იულია გიუნტელისგან (+16)2016 წლის კალენდარი იულია გიუნტელისგან (+16)
ყოველწლიურად, ყველაზე მოქნილი გოგო მსოფლიოში, იულია გიუნტელია, ...
დაუჯერებელია- 64 წლის ქალმა 177 კილომეტრიანი სრუტე გადაცურადაუჯერებელია- 64 წლის ქალმა 177 კილომეტრიანი სრუტე გადაცურა
სურვილი და იმედი ცხოვრებაში ერთ-ერთი ორი აუცილებელი...
მსოფლიოს 5 საიდუმლოებებით მოცული სასაფლაო!მსოფლიოს 5 საიდუმლოებებით მოცული სასაფლაო!
ცოტა არ იყოს დამბურძგლავი თემაა, მაგრამ ალბათ ზოგიერთ თქვენთაგანს დ...
აი რატომ არ უნდა გჯეროდეთ სტერეოტიპებისაი რატომ არ უნდა გჯეროდეთ სტერეოტიპების
ზოგჯერ ძალიან გაუცნობიერებლად ინსტიქტების დონეზე ვცდილობთ მოვექცეთ სტერ...
13  შოკისმომგვრელი  საიდუმლო, რომელთა ამოხსნა დღემდე  ვერავინ შეძლო13 შოკისმომგვრელი საიდუმლო, რომელთა ამოხსნა დღემდე ვერავინ შეძლო
თავს მატერიალისტად თვლით? დარწმუნებული ხართ...
რა სასწაულის მომსწრენი ხდებიან ბრიტანელები გაზაფხულზერა სასწაულის მომსწრენი ხდებიან ბრიტანელები გაზაფხულზე
ზაფხულის დადგომასთან ერთად ჩვენს ჩვენს პლანეტაზე იწყება ხ...
შეიძლება თუ არა ფოლადი გაიკაწროს ბალახით?შეიძლება თუ არა ფოლადი გაიკაწროს ბალახით?
თქვენ წარმოიდგინეთ, შეიძლება. და ასეთი ძლიერი მცენარის სანახავად ...
როკფელერ -უფროსმა მეშვიდე გული მიიღო.როკფელერ -უფროსმა მეშვიდე გული მიიღო.
99 წლის ამერიკელმა მეექვსედ გადაიტანა გულის გადანერგვის ოპერაცია. ახლა ის...
მაქსიმალისტი ადამიანების შემოქმედებამაქსიმალისტი ადამიანების შემოქმედება
არსებობენ ადამიანები, რომელთა მიერაც შესრულებული სამუშაო უზადოა. ადამიანი...