x
მეტი
  • 21.11.2017
  • სტატია:71141
  • ვიდეო:324195
  • სურათი:426215
15 ხრიკი იმისთვის, რომ ყოველთვის უნაკლოდ გამოიყურებოდეთ

დამუხტული ტანსაცმელი, ვიწრო ფეხსაცმელი, დაპატარავებული მაისური — ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდება, თუ აქ მოცემულ რჩევებს გაითვალისწინებთ, თქვენი ნივთების მოხმარების და მოვლის დროს.

ვიწრო ჩექმაზე ჯინსის შარვლის ჩასაცმელად:

image

image

თუ შარვალი დამუხტულია, “დამიწება" გაუკეთეთ

imageელექტრიზირებული შარვალი სხეულზე რომ არ მოგეკრათ, შიდა ნაკერზე, ორივე ტოტზე, ინგლისური ქინძისთავი მიამაგრეთ.

image

ტყავის ჩანთიდან წლის წვეთების ლაქების მოცილება
image

ჩანთას მიასხურეთ წყლისა და ძმრის ნაზავი და ფრთხილად გაწმინდეთ.

image

ბიჟუტერიის ნაკვალევი რომ არ დაგრჩეთ

imageბეჭდის შიდა მხარეს, გამჭვირვალე ლაქით თუ დაფარავთ, სამუდამოდ დაივიწყებთ სამკაულის ლაქებს თითებზე.

image

მაისურზე ცხიმი დაგეწუწათ?

imageგამოიყენეთ ბავშვის ტალკი, ლაქის მოსაცილებლად.

image

ბავშვის შამპუნი “გაზრდის" დაპატარავებულ მაისურს
image

მაისური ჩაალბეთ შამპუნიან თბილ წყალში (1 ლ. წყალზე — 1 ს. კ. შამპუნი) ნახევარი საათით, გაწყრეთ, მოათავსეთ 10 წუთით ორ პირსახოცს შორის, გაწელეთ რეალურ ზომამდე, გაშალეთ სიბრტყეზე და ნაპირებზე მძიმე ნივთები დაალაგეთ. ასე გააჩერეთ, ვიდრე კარგად არ გაშრება.

image

საპარსი კარგად უმკლავდება ტანსაცმელზე წამოზრდილ ბუსუსებს
image

image

ჯინსმა ფერი რომ არ დაკარგოს

imageმუქი ფერია ჯინსის სამოსი, რეცხვის დროს რომ არ გაღიავდეს, წყალში ნახევარი ჭიქა დისტილირებული ძმარი ჩაამატეთ, გარეცხვის დროს.

image

თმის უთო, არა მარტო თმისთვის

imageთმის უთოთი ადვილად შეიძლება ჩაცმული პერანგის საყელოს გაუთავება. ასევე ადვილია, ღილებს შორის ზონების გასწორება და პერანგზე და ქვედაბოლოზე ნაოჭების და პლისების გაკეთება.

image

საშლელით შეიძლება გაქერცლილი ადგილების აღდგენა ზამშის ფეხსაცმელზე

image

image

იმისათვის, რომ კედები იდეალურად გამოიყურებოდეს

imageთასში ერთმანეთ შეურიეთ სოდა და სარეცხი საშუალება. აიღეთ ძველი კბილის ჯაგრისი და გენერალური დასუფთავება მოუწყეთ კედების თეთრ ადგილებს.

image

ტანსაცმლიდან ოფლის კვალის მოსაცილებლად

imageარასასიამოვნო ლაქების მოცილება ტანსაცმლიდან, ლიმონით ან სოდით შეიძლება.

image

თასმა თუ გამოსძვრა კაპიშონს

imageთასმის ადგილზე დაბრუნება, კოქტეილის საწრუპით არის შესაძლებელი: გაუყარეთ თასმა საწრუპს და საწრუპი სათასმეში.

image

ყინული ფეხსაცმლის გასაწევად

imageწყლიანი პაკეტები მოათავსეთ ფეხსაცმელში და ფეხსაცმელი შედეთ საყინულეში, რომ წყალი გაიყინოს. გამოიღეთ ფეხსაცმელი და ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ, ვიდრე ყინული არ გადნება.

image

ელვა რომ არ გაიხსნას შარვალზე

imageბრელოკის რგოლი გაუყარეთ ელვის ბრელოკს და დაამაგრეთ ღილზე.

1
5107
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
Mediator image
5107
  
2016, 11 მარტი, 20:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1