x
მეტი
  • 26.05.2017
  • სტატია:66553
  • ვიდეო:319196
  • სურათი:418284
მოსკოვში გარდაიცვალა ლეგენდარული მსახიობი ნატალია კრაჩკოვსკაია

image


3 მარტს დილით მოსკოვში 77 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსეთის დამსახურებული არტისტი ნატალია კრაჩკოვსკაია.



27 თებერვალს მსახიობი მიოკარდიის ინფარქტის დიაგნოზით გადაიყვანეს ქალაქის №1 საავადმყოფოში.ნათესავებმა სასწრაფოს მას შემდეგ გამოუძახეს, როდესაც მსახიობმა ტკივილი იგრძნო გულის არეში.


ჰოსპიტალიზაციის შემდეგ მსახიობის მდგომარეობა მძიმე იყო, მას დასჭირდა ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია, რაც სხვა მრავალი თანმხლები გვერდითი მოვლენებით იყო გამოწვეული.


ნატალია კრაჩკოვსკაია(ქალიშვილობის გვარი ბელოგორცევა) დაიბადა 1938 წლის მოსკოვში მსახიობ მარია ფონინას ოჯახში.1962 წელს გაიცნო ხმის ოპერატორი ვლადიმერ კრაჩკოვსკი და გაჰყვა მას ცოლად.

image

კინომატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში ჩაბარების შემდეგ მსახიობს ფილმებში სათამაშოდ იწვევენ.

ნათამაშები აქვს 100-ზე მეტ ფილმში.პირველი დიდი წარმატება მოუტანა მადამ გრიცაცუევის როლმა ლეონიდ გაიდაის ფილმში "12 სკამი".მაყურებლებს აგრეთვე მსახიობი დაამახსოვრდათ ფილებიდან:"ივან ივანის ძე იცვლის პროფესიას", "იყავით ჩემი ქმარი, "კაცი კაპუცინების ბულვარიდან" და სხვა.




0
269
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
269
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0