x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ვასო ფხაკაძის ოჯახური იდილია და ულამაზესი ცოლ-შვილი (+ფოტოები)
image
ორიოდე წლის წინ ვასო ფხაკაძე ულამაზეს მოდელსა და იურისტზე, ლიკუნა მეტრეველზე დაქორწინდა. ერთმანეთი საერთო მეგობრების წყალობით გაიცნეს. თავიდან დამეგობრდნენ და შემდეგ გრძნობაც გაჩნდა. ვასო ცდილობდა გრძნობები არა სიტყვებით, არამედ ქცევით გამიემჟღავნებინა. დღეს უკვე ძალიან ბედნიერია. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა დაახლოებით 16 წელია, თუმცა ეს მათ ბედნიერებას ხელს არ უშლის. "ადრე ინტერვიუებშიც ვამბობდი, თურქულ კანფეტს არ ჰგავს-მეთქი, გარედან რომ ლამაზია და შიგნიდან არ ვარგა. ბევრი მოდელი ასეთია. იურისტია, ინტელექტი აქვს. დანიური, არა... ბელგიური შოკოლადია. იუმორის გრძნობა აქვს სუპერი, რაც ყოველთვის მინდოდა. სულ ვამბობდი: ჩემს ცოლს იუმორის გრძნობა რომ არ ჰქონდეს, დავიტანჯები-მეთქი. მაგრამ, ამას ჩემზე კარგი იუმორი ჰქონია"-გვიამბობდა ვასო.image

ლიკუნამ მეოჯახის ამპლუა მალევე მორგო. თვლის, რომ დედობა ყველაზე მაგარი გრძნობაა, პარალელურად სწავლასაც აგრძელებს, უკვე მაგისტრატურაში. მას შემდეგ რაც ნინა გაჩნდა წყვილის ცხოვრება ნამდვილად შეიცვალა, თავისუფალ დროს ქალიშვილთან ერთად ატარებენ და მისით აღტაცებულნი არიან.image

"ვასოს ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს. ნინას დაძინებამდე ერთი საათით ადრე მოდის და დილით ნახულობს 15 წუთით. შაბათ-კვირას აქტიურად გაგვყავს სასეირნოდ. ხშირად მეხმარება ხოლმე, განსაკუთრებით დაბანისას, ეს ორივეს ძალიან მოსწონს, იცის დოზები და შეუძლია საჭმელი გაუკეთოს, დაძინება არ გამოსდის. ნინას ძალიან უყვარს მამა, ხშირად ვეჭვიანობ, როცა ვასო მოდის მე ვავიწყდები.

აღზრდის განსაკუთრებული მეთოდი არ მაქვს. ვიცი, რომ მინდა იყოს თამამი, მაგრამ არა უზრდელი. ამისთვის ყველფერს ვაკეთებ"-გვიამბობს ლიკუნა.


წყვილი მალე მეორე შვილის გაჩენასაც გეგმავს. ვუსურვოთ ოჯახს დიდი ბედნიერება.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage















1
1687
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1687
  
2016, 23 აგვისტო, 15:22
ბედი მაქო ამ კაცმა უნდა ტქვს, ულამაზესი ცოლშვილი
0 1 1