x
image
K.P.
"ქორწინება იმიტომ შედგა, რომ ამქვეყნად ელენე მოსულიყო"-ნინი ბადურაშვილი დანგრეულ ოჯახზე

image
ნინი ბადურაშვილი იმ ცნობილთაგანია, რომლებზეც საზოგადოებას ყოველთვის და ყველაფერი აინტერესებს. ცნობილი ოჯახის შვილი ბავშვობიდან სცენაზე დგას. მომღერლის მოულოდნელმა გათხოვებამ საზოგადოება შოკში ჩააგდო, თუმცა ყველაფერი ჯერ წინ იყო, ქმართან გაშორება და ირაკლი კუტალაძის განცხადება, რომელიც ამტკიცებდა, რომ ნინის მიზანი მხოლოდ გათხოვება და შვილის კანონიერი ქორწინებიდან გაჩენა იყო. ბევრი ბრალდებისა და კინკლაობის შემდეგ წყვილმა ურთიერთობა დაალაგა. ელენე დედასთან, საქართველოში იზრდება, თუმცა მამის ოჯახსაც ხშირად სტუმრობს.

პერიოდულად ვრცელდება ჭორები ყოფილი ცოლ-ქმარის შერიგების თაობაზე, რასაც ნინი კატეგორიულად უაყოფს. მიუხედავად უიღბლო ქორწინებისა მომღერალი მეორედ გათხოვებასაც არ გამორიცხავს, თუმცა პირადზე აღარ საუბრობს.image

ნინიმ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" გულახდილად ისაუბრა:"ირაკლი სხვა ტიპაჟია, მე - სხვა, აბსოლუტურად, განვსხვავდებით. ცუდი ადამიანი ნამდვილად არ არის, უბრალოდ, ჩემი წყვილი არ არის, ცოლად სხვა რომ მოიყვანოს, ალბათ მასთან ბედნიერი იქნება. მგონია, ჩვენი ეს ქორწინება იმიტომ შედგა, რომ ამქვეყნად ელენე მოსულიყო. ვიმეორებ, აბსოლუტურად შეუსაბამო წყვილი ვართ. ის, რომ სხვადასხვანაირად ვფიქრობთ, შეხედულებაც სხვა გვაქვს, ვიდრე დავქორწინდებოდით, ეს არ ჩანდა და ვერც გამოჩნდებოდა, რადგანაც მხოლოდ ტელეფონითა და სკაიპით ველაპარაკებოდით ერთმანეთს. როდესაც უკვე ერთად აღმოვჩნდით, გაირკვა, რომ მე და ირაკლი, როგორც ცა და დედამიწა, ისე განვსხვავდებოდით. თავიდან ჩემებს არ უნდოდათ, რომ ჩვენი ოჯახი დანგრეულიყო, მაგრამ მიხვდნენ, რომ არც მე ვარ მარტივი, ჩემი პრინციპები მაქვს, დამოუკიდბელი ვარ, საკუთარი შემოსავალი და სახელი მაქვს, ცხოვრება თვითონ ავაწყვე, არ ვარ მორჩილი, ამიტომ აღარაფერს ამბობენ".

წყარო: "კვირის პალიტრა"

0
267
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
267
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0