x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
სასწაული, რომლის დაჯერებაც გაგიჭირდებათ!
image



ეს მოხდა 1999 წელს ავსტრალიაში. სატვირთო მანქანის მძღოლს, ბილ მორგანს გულის შეტევა დაემართა და საავადმყოფოში მოხვდა. მისი მკურნალობა დაიწყეს წამლით, რომელმაც ალერგია გამოიწვია და გული გაუჩერდა. 14 წუთის და 38 წამის მანძილზე ის მკვდარი იყო! აპარატზე შეაერთეს, მაგრამ ექიმები თლიდნენ, რომ მისი ტვინი უკვე დაზიანებული იქნებოდა. 12 დღიანი კომატოზური მდგომარეობის შემდეგ მორგანი გონზე მოვიდა. მედიკოსების გასაოცრად მას მხოლოდ დროებითი ამნეზია ქონდა. ტვინი სრულიად ჯანმრთელი დარჩა!

ეს ნამდვილი შოკი იყო ყველასთვის!


ამ შემთხვევამ სრულიად სხვა თვალით შეახედა ცხოვრებაზე და დააფიქრა ბილი. ერთი წლის შემდეგ მან ხელი სთხოვა თავის მეგობარ გოგონას, 32 წლის ლიზა უელსს. ბილი თვლიდა, რომ მას გაუმართლა არა მხოლოდ იმაში, რომ ცოცხალი გადარჩა, არამედ იმაშიც, რომ ლიზა ცოლად გაყვა მას.


მორგანმა მაღაზიაში შეიძინა ლუდი და ხურდაში მომენტალური ლატარიის ბილეთი იყიდა. მან ამ ბილეთით მანქანა მოიგო ღირებულებით 17 000 ავსტრალიური დოლარი ( დღეს დაახლოებით 23 903 აშშ დოლარი, 25 099 ავსტრალიური დოლარი .)


როგორც წესი, მანქანის მოგება არაა ისეთი შემთხვევა, რომ საინფორმაციო საშუალებებმა ყურადღება მიაქციონ, მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ის მკვდარი იყო 14 წუთის განმავლობაში და კომიდან გამოვიდა, გადაწყვიტეს გაეშუქებიათ ეს შემთხვევაც. მათ სთხოვეს ბილს რომ გაეთამაშა იმ დღის მოვლენები და ეწვივნენ ისევ იმ მაღაზიას. როცა მორგანმა ბილეთი შეიძინა და გადაფხიკა, იმის მაგივრად რომ ეთქვა, აი ასე მოვიგე მანქანაო, თქვა, რომ მოიგო ჯეკ პოტი 250 000 დოლარი. ( ეხლა 351 526 აშშ დოლარი .) მან კინაღამ მეორედ მიიღო გულის შეტევა.



imageimageimage

image


ჟურნალისტებმა მიიღეს იმაზე მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი სიუჟეტი. მორგანმა დაურეკა მეუღლეს და გაახარა, რომ ახალი სახლის შეძენას შეძლებდნენ.


მეუღლემ ჟურნალისტებთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ ამ ფაქტით მისი მეუღლის იღბლიანობა არ დამთავრდება.

4
375
7-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
375
  
2016, 2 მარტი, 22:59
უღმერთობაა და ურწმუნობა ყველა ბოროტების სათავე.
2016, 2 მარტი, 22:52
ამ ამბავში ღმერთის ხელი რომ ურევია, მე არ მეეჭვება.
2016, 2 მარტი, 22:49
სიკვდილი რას დაგაკლებს, როცა ღმერთი შენსკენაა...
0 1 4