x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ხანშიშესული მამაკაცისთვის გზაზე გადასვლისას "მარშუტკას" დაურტყამს... ნინო ლაბარტყავას სევდიანი პოსტი
მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ გვსურს პოპულარობის "მარკები" ავიწიოთ, ჩვენი სტატუსებიდან გამომდინარე, ჩასაფრებული საზოგადოება ამას უფრო საჯაროს ხდის და ჩვენთვის სრულიად გაურკვეველ იარლიყს აკრავს. ჯერ იყო და პატრულის გინების ფაქტით შოუ-ბიზნესს ეკა ყურშიტაშვილის სახით "ახალი ვარსკვლავი" შეემატა, ამ წლის 1 იანვარს, ახალი წლის დღიდან კი ალიას ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა მოექცა განკითხვის ობიექტივში იმის გამო, რომ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე "დაპოსტილი" ამბავით მოგვითხრო, თუ როგორ შეესწრო შვილთან ერთად, სასტუმრო რედისონის მე-15 სართულზე წყვილის სახალხო "სექსს". ასევე დიდი აჟიტირებით ჩაიარა მისმა პოსტმა, სადაც ამბობდა, რომ ყველა ლგბტ-ს ერთ დიდ საქათმეში სიამოვნებით გადაასახლებდა. ახალ სკანდალში გაება "მძიმე კაცთან" ჩაწერის დროს, რასაც ასევე დიდი გამოხმაურება მოყვა ანონსის შემდეგ, თუმცა ნინოს ხალხის არც ეს რეაქცია ადარდებდა.

image


სულ ორიოდე საათია ნინომ მორიგი პოსტი დადო, რომლითაც ერთ-ერთ სამწუხარო ამბავს იხსენებს და რაღა თქმა უნდა უცვლელად შემოგთავაზებთ:



"მობილურში სურათებს ვშლიდი წეღან და ეს ფოტო ვნახე. არ ვიცი რატომ, მაგრამ არ წამიშლია...
ძალიან მძიმედ დაიწყო ის დილა...
დაახლოებით, სამი კვირის წინ, დღის 11:30 წუთზე ვარკეთილის მეტროსთან მივედი, სამსახურისკენ ვაპირებდი წასვლას. მეტროსთან, იქვე, შუა ტრასაზე ხალხმრავლობა შევნიშნე, რამდენიმე პატრულის მანქანაც იყო გაჩერებული. პატრულის თანამშრომლების დაძაბული სახეები, ხალხის სიჩუმე და მხოლოდ ერთი ასაკოვანი ქალის გაუბედავი ყვირილი... მაშინათვე მივედი შეკრებილებთან. აღმოჩნდა, რომ ფურგონიან "მარშუტკას" ხანშიშესული მამაკაცისთვის გზაზე გადასვლისას დაურტყამს... საწყალი კაცი გულაღმა იწვა ტრასაზე, "მარშუტკის" დაჯახების შემდეგ თავი ჰქონდა დარტყმული ასფალტზე და ცალი ყურიდან სისხლი სდიოდა... ეს დავინახე თუ არა, მაშინვე ვიკითხე – სასწრაფო მალე მოვა–თქო? ვიღაცამ მიპასუხა – კი, გამოიძახეს, უკვე გზაშიაო... კაცს არავინ ეკარებოდა, მხოლოდ დაბნეული, შეწუხებული სახეებით უყურებდნენ... ასაკოვანი, სათვალიანი ქალბატონი კი გაუბედავად ყვიროდა, ტიროდა, ვიღაცას ურეკავდა, ამბავს ეუბნებოდა...
დავიწყე შფოთვა და ხმამაღლა საუბარი – ასე უნდა ვიდგეთ და ვუყუროთ–მეთქი? არავინ არაფერი მიპასუხა. გავიქეცი იქვე მდებარე მაღაზიაში, ბოთლებით წყალი ვიყიდე და ისევ სირბილით მივედი შემთხვევის ადგილზე. ჩემს არყოფნაში პედიატრების ბრიგადას ჩაუვლია და ეს ამბავი რომ დაუნახავთ, გაჩერებულან, ის კაცი გაუსინჯავთ და ზუსტად მაშინ მივედი, როცა პედიატრები თავს იქნევდნენ – ეხ, ამას აღარაფერი ეშველებაო... და დამწუხრებულები წავიდნენ. ვიდექი ამ წყლიანი ბოთლებით ხელში და ძალიან, ძალიან მინდოდა, რომ პედიატრების ნათქვამი არ გამართებულიყო... ზუსტად ამ მომენტში, კაცმა ტუჩები გაამოძრავა და "ჰფუუო", ამოიძახა... აუჰ, მეთქი ეგაა, გადარჩა!!! ან იმის შანსი მაინც არის, რომ გადარჩეს!!!
დავემხე მუხლებზე, გავხსენი ბოთლი, დავუწყე წყლით სახის, ყელის, საფეთქლების დაზილვა, გულ–მკერდის არეში ხელებით მექანიკური ზეწოლები – ერთი, ორი, სამი, ოთხი... რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ ისევ – ერთი, ორი, სამი, ოთხი... ისევ წყალი მოვიშველიე, ყურის ბიბილოები დავუსრისე... მოკლედ, თუკი რამე მქონდა გაგებული, ყველაფერი გავაკეთე... და სასწაული იმედი მქონდა, რომ კაცს ეშველებოდა, გადარჩებოდა... "ჰფუუო", ხომ "თქვა"... ეს "ჰფუუ" იყო ის ძაფი, რომელსაც ვეჭიდებოდი...
რატომღაც არავინ მომშველებია, რატომღაც ყველამ გადაწყვიტა, რომ გათავდა... მაგრამ მე ვერ გადავწყვიტე ეს, არ ვუშვებდი ამ აზრს...
რამდენიმე წუთში სასწრაფოც მოვიდა, ექიმებმა კაცს პულსი გაუსინჯეს, თვალის გუგები შეუმოწმეს, სასწრაფოდ საკაცეზე დაასვენეს და წაიყვანეს...
აი, ექიმების ეს "სასწრაფო ფაცი–ფუცი" იყო კიდევ ის ერთი იმედის ძაფი, რომელსაც ჩავეჭიდე – როგორც ჩანს, კაცი ცოცხალია და ამიტომ ცდილობდნენ ასე სწრაფად მის გადაყვანას, რომ გადაარჩინონ–თქო...
წამოვედი სამსახურში. ვერ მომითმინა გულმა და სადღაც შუადღისკენ შესაბამის უწყებაში გადავრეკე – ამა და ამ დროს, ესა და ეს შემთხვევა როგორ დასრულდა–თქო? და მიპასუხეს, რომ "მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა"...
არადა, ის "ჰფუუო" როგორ მეიმედებოდა... მეთქი გადავარჩენ, ვუშველი, იცოცხლებს...
და ამ დროს, თურმე უბრალოდ, რეფლექსები.
და მაინც! ბოლომდე უნდა იბრძოლო, ბოლომდე უნდა ეცადო და ბოლომდე უნდა გჯეროდეს, რომ ეშველება, გეშველება, გვეშველება! და რომ ყველაფერი კარგად იქნება...
იმედი ნუ მოგიშალოთ ღმერთმა!..."- წერს ნინო.



imageimage

0
306
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
306
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0