x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"ღმერთი არ არსებობს"-ამ ფრაზის გამო რუსი ბლოგერი სასამართლოს გადასცეს
imageსტავროპოლში დაიწყო ვიქტორ კრასნოვის სასამართლო, რომელიც ბრალდებულია მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის გამო.


2014 წლის ოქტომბრის თვეში ბლოგერმა "Вконтакте"-ში შემდეგი შინაარსის პოსტი დადო:"ღმერთი არ არსებობს", ხოლო ბიბლიას ებრაული ზღაპრების კრებული უწოდა.


როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი პაველ ჩიკოვი აღნიშნავს, ახალი რედაქტირებული სტატია-148;(მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფა) რუსეთის ფედერაციის კოდექსში 2013 წელს "Pussy Riot"-ის საქმის შემდეგ დაემატა.


როგორც საქმიდან გახდა ცნობილი, კრასნოვის ათეისტური გამონათქვამები შეურაცხმყოფელი გახდა ორი ბლოგერისთვის. მათ პოციციაში იჩივლეს.



2015 წლის ბოლოს სტავროპოლის საგომძიებლო კომიტეტმა პროკურატურას გადასცა საქმე.კრასნოვს ელოდება ჯარიმა 500 ათასი რუბლი ან 3 წლამდე პატიმრობა.


როგორც კრასნოვმა განაცხადა, მის გამონათქვამებს ჩაუტარდა ლინგვისტური ექსპერტიზა, სადაც ნათქვამია, რომ გამონათქვამები არ შეეხება კონკრეტულ პიროვნებებს, არამედ რელიგიურ დოგმებს, ამიტომ დაზარალებულები შეურაცხყოფის მსხვერპლი არ არიან.ამასთანავე ექსპერტები აღნიშნავენ, რომ "შენიშვნები შეურაცხმყოფელია მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის და მიზნად ისახავს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების დამცირებას."


საქმის ფიგურანტი თავის მხრივ აღნიშნავს, რომ მის მიმართ ხორციელდება ანონიმიური მუქარები, აგრეთვე ზეწოლა სამართალდამცავების მხრიდან.ამასთანავე ადვოკატებს არ აძლევენ საშუალებას აღადგინონ კრასნოვის მიმოწერა ბლოგერებთან სოციალურ ქსელში.


imageფოტოზე: ვიქტორ კრასნოვი.

1
282
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
282
  
2016, 2 მარტი, 16:38
ერთი რამ მიკვირს, სხვა საქმეს რომ მოჰკიდონ ხელი არ აჯობებდა?!
ლგბტ თემის წარმომადგენელი იქნება...
0 1 1