x
image
natia.a
ანეკდოტი, რომელსაც ქალები ვერ იტანენ... ანუ რატომ მისცა ღმერთმა კაცს ჭკუა

image
ადამი და ევა სამოთხის ბაღში დარბოდნენ და თამაშობდნენ. მათთან ღმერთი მივიდა და უთხრა:

- შვილებო, თქვენთვის ორი საჩუქარი მაქვს, მაგრამ თქვენ თავად უნდა ამოირჩიოთ რომელს რომელი შეგხვდებათ. პირველი საჩუქარი ფეხზე დამდგარი შარდვაო...

ადამი აღფრთოვანდა და ყვირილი დაიწყო - მე, მე მინდა ფეხზე დამდგარი შარდვა შემეძლოსო, ძალიან გთხოვთ, მე მომეცით ეს საჩუქარი, მთელი ცხოვრება ამაზე ვოცნებობდიო. ევამ დაუთმო.

ადამმა საჩუქარი მიიღო. გახარებულმა ბაღში სირბილი დაიწყო და საჩუქარს თითოეულ ხესთან, ბუჩქთან, ყვავილთან თუ უბრალოდ მიწაზე "ცდიდა".

შეცბუნებული ევა და ღმერთი ერთად უყურებდნენ ამ სიგიჟეს...

უცებ ევა ღმერთს შეეკითხა:

- უფალო, მეორე საჩუქარი რაღა არისო?

დაღონებულმა უფალმა უპასუხა:

- ჭკუა, ევა, ჭკუა...! მაგრამ, იმის მიცემაც ადამისთვის მომიწევს, თორემ ხომ ხედავ რა დღეშია, სულ მოაოხრებს აქაურობასო!





7
26620
18-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
26620
  
2019, 28 იანვარი, 2:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 17 მაისი, 19:08
მაგრად ვიცინე
2016, 19 დეკემბერი, 17:57
ეგ საოხრეა ჭკუას რო გაკარგვინებთ მდედრებს:-))
2016, 1 ნოემბერი, 23:21
კარგი იყო :D
2016, 31 ოქტომბერი, 16:42
ჭკუაც რომ საოხრეში მიეცა , ეგაა ცუდი.
2016, 26 ივნისი, 20:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 2 მარტი, 15:04
ვიხალისე..ოხ შენაააა.....კაი გაგიაზიარებ
0 1 7