x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
საიდუმლოებებით მოცული ობიექტები დედამიწაზე (I ნაწილი)
ბრიტანეთის სამეცნიერო-ტექნიკურ ჟურნალ Focus-ში გასაჯაროვდა რამოდენიმე

საიდუმლო ობიექტი, რომლების შექმნაც თანამედროვე ტექნოლოგიით თითქმის

შეუძლებელია.



1. ნაწინასწარმეტყველები რუკა



image


გეოგრაფიის და რუკის სპეციალისტი, ცნობილი თურქი ადმირალის - დენიზ რეისის

მიერ შექმნილი რუკის შესახებ, საზოგადოებამ შეიტყო 1929 წელს. ადმირალმა

რუკა შექმნა 1513 წელს, სადაც აღწერილი იყო აფრიკა, ამერიკა და სამხრეთ პოლუსი.

რუკის გასაჯაროვებას დიდი ქაოსი მოჰყვა, ვინაიდან სამხრეთ პოლუსი რუკის

შექმნიდან რამოდენიმე საუკუნის შემდეგ, 1818 წელს აღმოაჩინეს. ასევე დენიზ რეისი

თავის რუკაში ხაზს უსმევდა იმ ფაქტს, რომ სამხრეთ პოლუსს ყინული მოიცავს.

თუმცა, კონტინენტზე ყინულები 6 000 წლის წინ დადნა.





2. 2000 წლის ბატარეა


image


გერმანელმა არქეოლოგმა - ვილჰელმ კენიგმა 1938 წელს, ერაყის დედაქალაქ

ბაღდათში აღმოაჩინა 2 000 წლის ბატარეა, რამაც მენციერები გაკვირვებული

დატოვა. ეს უცნაური ნივთი, რომელიც დღესაც უამრავ კითხვებს ბადებს, ბაგდადის ელემენტი (Baghdad Battery ) იყო, რომელიც თიხის ჭურჭელში მოთავსებული სპილენძის და რკინის ღერძისგან შედგებოდა. როდესაც ბაგდადის ელემენტის ანალოგში ძმარი ჩაასხეს, მან 1, 1 ვოლტი გამოიმუშავა. ბაგდადის ელემენტის გამოყენების კონკრეტული სფერო უცნობია, თუმცა მეცნიერთა აზრით, მას იყენებდნენ სპილენძის მოოქროვებისთვის გალვანიზაციის მეთოდით, რა ტექნოლოგიაც დღეს ფართოდ გამოიყენება.





3. კიდევ ერთი უცნაური ობიექტი


image

მეცნიერებმა კვლევების დროს, 1900 წელს კუნძულ კრეტას სანაპიროსთან

აღმოაჩინეს უცნაური და ამავე დროს საინტერესო ობიექტი. მყვინთავების

მეშვეობით იქნა ამოტანილი გაურკვეველი მექანიზმი ჩაძირული გემიდან.

ეს უჩვეულო მექანიზმი, რომელიც მრავალი გადამცემი დისკებისგან შედგებოდა,

გამოგონილი იყო ჩვ.წ.აღ-მდე 80 წელში. უცნაური ობიექტი სანაპიროზე

გამოტანისთანავე, მოულოდნელად დაიშალა, მეცნირების აზრით ეს არის

უბრალო ასტრონომიული ხელსაწყო, რომელიც გადამეტებულად რთულ სისტემას შეიცავს. დღემდე არ არის ცნობილი ვინ შექმნა ეს მექანიზმი 2000 წლის წინ.





4. კრისტალის თავის ქალა


image


1000 წლიანი კრისტალის თავი ქალა მეცნიერების აზრით მაიას ტომების

პერიოდისაა. პირველი კრისტალური თავისქალა 1890 წელს იქნა ნაპოვნი.

თავიდან ეს თავის ქალა უბრალო რელიქვიად ჩათვალეს და ბრიტანეთის

მუზეუმში შეინახეს. თავის ქალებს, ძირითადად მაიას ტომის და აზტეკების ცივილიზაციების ტერიტორიაზე პოულობენ პირამიდებში ან ნამარხებში.

ერთ-ერთი თავის ქალა, სხვა დანარჩენებისგან მკვეთრად გამოირჩეოდა, ის

თვალებიდან სინათლეს გამოსცემდა. ამ წუთისთვის უცნობია, თუ სად ინახება

ეს კრისტალის თავის ქალა ან შესაძლებელია თუ არა მაიას ტომების პერიოდის

ხალხს შეეძლო თუ არა აისეთი რამის შექმნა, რაც დღევანდელ ტექნოლოგიასაც

არ შეუძლია.



























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი






2
457
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
457
  
2016, 2 მარტი, 12:56
დიდი მადლობაა
2016, 2 მარტი, 12:53
ძალიან, ძალიან საინტერესო სტატიაა, ალექს, ბრავო, როგორც ყოველთვის. გავაზიარე, ცხადია.
0 1 2