x
მეტი
  • 07.12.2016
  • სტატია:61728
  • ვიდეო:311144
  • სურათი:412112
კახა კალაძის ჩაცმულობა სკანდალად იქცა (+ფოტო)

image
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ფეხბურთელი კახა კალაძე მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. მისი ჩაცმულობა და სტილი კი დროდადრო საზოგადოების განხილვის საგანი გახლდათ. პირველად სკანდალი მის ნახევრადშიშველ ფოტოსესიას მოჰყვა. როგორც აღმოჩნდა, წლების წინ ასეთ ფორმაში გადაღებული ფოტოები საზოგადოებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა. რამდენიმე თვის წინ კი კახამ ლამბერსექსუალის იმიჯი მოირგო, რასაც საზოგადოებაში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამჯერად კი მინისტრის ჩაცმულობას აქტიურად განიხილავენ სოციალურ ქსელში. კახას კლასიკურ სამოსზე თეთრი სპორტული ფეხსაცმელი აცვია. საზოგადოების ნაწილი ამ ყველაფერს ახალ მოდად მიიჩნევს, მეორენი მინისტრის უგემოვნობაზე მიგვანიშნებენ, არიან ისეთებიც, ვინც ამტკიცებს, რომ კახამ პიჯაკი ინტერვიუსთვის უცებ მოირგო და შესაძლოა კლასიკური ფეხსაცმელი თან არ ჰქონდა. image

კახას მეორე ნახევარი მოდელი და დიზაინერი ანუკი არეშიძეა. როგორც ანუკი ამტკიცებს, ის მეუღლეს რჩევებს აძლევს, თუმცა მის ჩაცმულობაში იშვიათად ერევა და დასძენს, რომ კახას საკმაოდ კარგი გემოვნებაც აქვს. წყვილმა ერთმანეთი წლების წინ იტალიაში გაიცნო. დამწყები მოდელი კახის ჩააბარეს, ყურადღება მიაქციეო... მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 11 წელია, თუმცა ამას ურთიერთობისათვის ხელი არ შეუშლია. დღეს უკვე სამი ვაჟი ლევანი, კახა და ვაჩე ჰყავთ. ანუკიმ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საკუთარ ბიზნესს დამოუკიდებლად უძღვება და მეუღლის ფინანსებით არ სარგებლობს. მიუხედავად დიდი წარმატებისა, ის ცდილობს დრო ოჯახსაც დაუთმოს. თუ საქართველოშია, ჩვეულებრივ, დილის 12 საათამდე სახლშია, შემდეგ სამსახურში მიდის, შინ რამდენიმე საათში ბრუნდება და მთელ საღამოს შვილებთან ერთად ატარებს.image

1
564
3-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:K.P.
K.P.
   ქართული კლავიატურა
2 მარტი, 10:46
მეთქი ტრუსიკით გამოვიდა :DDD რა იდიოტები ხართ რა ! :D
0 1 1