x
image
alex999
Mediator image
შავი ნიორი - ის რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ!
შავი ნიორი, ჩვეულებრივ ნიორზე უფრო სასარგებლოდ ითვლება. ეს სასარგებლო

პროდუქტი არ იზრდება მიწაში, ეს ჩვეულებრივი ნიორია, რომელიც სპეციალურ დამუშავებას გადის. შავ ნიორს იყენებენ სხვადასხვა ქვეყნებში: კორეა, იაპონია, ავსტრალია, აშშ და ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში.



image


რამდენად სასარგებლოა ორგანიზმისთვის?



შავ ნიორს აღარ აქვს თეთრისთვის დამახასიათებელი მძაფრი სუნი და სიმწარე, ტექსტურით ქიშმიშს ან ლეღვის ჩირს ჰგავს, რბილია, გემო მოტკბო აქვს,

ძირტკბილას მოგაგონებთ. შავი ნიორი სამკურნალო კვებაში გამოიყენება,

რადგან დამუშავების დროს მთლიანად ინარჩუნებს მასში შემავალ ვიტამინებს, მინერალებს და ანტიოქსიდანტებს. მისი ჭამა პირდაპირ შეიძლება...


image


შავი ნივრის დაბალ ტემრატურიან სათავსოში ერთი თვის განმავლობაში შენახვისას,

ის გარე ვიზუალს ინარჩუნებს, მხოლოდ და მხოლოდ გული შავდება.



image


სეკრეციის ინსულინს არეგულირებს, სისხლში შაქრის დონესაც კარგად ინარჩუნებს.

ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი და პარაზიტული ინფექციების საწინააღმდეგოდ ძალიან ეფექტურია.


image


კვლევების თანახმად აღმოჩნდა, რომ აძლერებს ადამიანის იმუნურ სისტემას.

ანტიმუტაგენური და სიმსივნის საწინააღმდეგოდაც საკმაოდ ეფექტურია.


image


ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევებიდან გამომდინარე, შავი ნიორი

სიცოცხლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ეფექტური ელექსირია. ის აუმჯობესებს

საჭმლის მონელების სისტემას, არეგულირებს სისხლის წნევას, ხელს უშლის

ჰიპერლიპიდემიას და ჰიპერგლიკემიას, ასევე ეფექტურია სიბერის საწინააღმდეგოდაც.


image


ლიპიდების პეროქსიდაზულ დაჟანგვას ძალიან სწარაფად ამცირებს. მოკლედ

რომ ვთქვათ, ეს არის ბოსტნეულის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროდუქტი,

რომელიც აუცილებლად უნდა მივიღოთ, რათა ჯანმრთელად ვიცხოვროთ.


image


და ბოლოს მინდა გითხრათ, რომ ჩვეულებრივ ნივრისგან განსხვავებით, შავ ნიორს

არ გააჩნია ის "საშინელი" თვისება, რის გამოც ადამიანების უმეტესობა ერიდება.

შავი ნიორი არ გამოიწვევს ჰალითოზს - (უსიამოვნო სუნს პირის ღრუში).


image






გისურვებთ ჯანმრთელ ცხოვრებას!
























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი




0
3488
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
3488
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0