x
დანაკილის უდაბნო ანუ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში
3 მარტი, 10:46

image

image

ეთიოპიას, აფრიკის ყველაზე მაღალმთიან ქვეყანას, ყოველწლიურად, ათასობით ტურისტი სტუმრობს. ამის მიზეზი – მათი სურვილია, ჩვენი პლანეტის ყველაზე საშინელი ადგილი – დანაკილის უდაბნო მოინახულონ. ექსტრემალური მოგზაურობის მოყვარულები, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან, ჩადიან ეთიოპიაში, რომ ფანტასტიკური პეიზაჟებით დატკბნენ, რომლებიც ძალიან ჰგავს საშინელებათა ფილმების დეკორაციებს. საშიში ვულკანების, ტოქსიკური გაზის ღრუბლების და გოგირდიანი ტბების ერთობლიობამ, ეს ადგილი ცხოვრებისთვის შეუფერებლად აქცია. მცხუნვარე მზის მოქმედების შედეგად, მჟავის ტბები საშინელ, მყრალი სუნის მქონე გაზებს გამოყოფენ, ძალიან სახიფათოს და შხამიანს. უდაბნოს ლანდშაფტი, უჩვეულოდ ლამაზი ფერებით გამოირჩევა და პეიზაჟებს არარეალურ, ხელოვნური ქმნილების ელფერს ანიჭებს.

image

image

image

პირველი ტურისტები ამ რეგიონში 1928 წელს გამოჩნდნენ და მას შემდეგ, ეს «არომატული» და კაშკაშა უდაბნო, ტურისტების საყვარელ ადგილად იქცა.

image

image

image

უდაბნოს გაჩენას ლეგენდას უკავშირებენ, რომლის მიხედვით, ბოროტ ჯადოქარს თავში მოუვიდა აზრი, რომ სიცოცხლით სავსე ადგილი, გაუვალ უდაბნოდ გადაექცია. ჯადოქარმა ქაოსის მოსაწყობად, 4 სტიქიის დემონი გამოიძახა, რომლებმაც მოკლეს ის და დაიწყეს ბრძოლა ბატონობისთვის, რომელიც დღემდე გრძელდება.

და მაინც, რა არის ღირშესანიშნავი დანაკილის უდაბნოში? რა თქმა უნდა, მხოლოდ ჭრელი რელიეფის სანახავად და შხამიანი ჰაერის ჩასასუნთქად არ მიდიან იქ ადამიანები. ყველაზე მნიშვნელოვანი და ტურისტებისთვის მიმზიდველი ობიექტი, ტბა ერტა ალე არის – მუდმივად მოთუხთუხე ლავით, რომელიც არასდროს ცივდება. მისი ყურების დროს, ისეთი შეგრძნება იქმნება, რომ სულ მალე ვულკანი გააქტიურდება და წითელი, ბლანტი სითხე მიწაზე გადმოიღვრება და ირგვლივ ყველას და ყველაფერს წალეკავს. ეს იმ ტურისტების საყვარელი ადგილია, ვისაც ადრენალინის წყურვილი აწუხებს — ხელაღებული ექსტრემალები, ამ სანახაობის გამო, მზად არიან, საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდონ.

image

image

image

ტბა ერტა ალე

image

image

ტბასთან ახლოს ვულკანი დალოლი მდებარეობს, რომელიც ეთიოპიის ყველაზე დაბალ წერტილად ითვლება. ვულკანის ბორცვოვანი ზედაპირი, იმის გამო, რომ მისი სიღრმიდან გამუდმებით შხამიანი გაზები და გოგირდი ამოდის, კაშკაშა ყვითელი და მწვანე ფერების სხვადასხვა ტონალობით არის აჭრელებული და წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველებზე.

image

image

350
10-ს მოსწონს
39
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
   ქართული კლავიატურა
მადლობა
3 მარტი, 10:46
ესეც გავაზიარე 100%
0 1 2
რა არის ალტუიზმი ?რა არის ალტუიზმი ?
ავტორი:ნათია ჭანტურია 24.02.16 ალბათ გვსმენია და თავადაც შევსწრებივართ ისეთ მოვ...
ოცი  ამოუხსნელი საიდუმლო  ძველი  სამყაროდანოცი ამოუხსნელი საიდუმლო ძველი სამყაროდან
ერთი შეხედვით გვეჩვენება, რომ თანამედროვე მეცნიერებისათვის მისი პრ...
ცხოველებთან შედარებული ცნობილი ადამიანების სახალისო ფოტოებიცხოველებთან შედარებული ცნობილი ადამიანების სახალისო ფოტოები
წარმოგიდგენთ ცნობილი ადამიანების სახალისო ფოტოებს, ...
კახური ჯიგრიანი ანეკდოტებიკახური ჯიგრიანი ანეკდოტები
1)მიხა როგორ ხარ?: -იგრე ვარ ჯიხვს ტ...ში რო ჩავბერო რქებს გავუსწორებ. 2)მიხოს რძა...
რატომ დაშორდა ტასო ბარნოვა ქმარს?! "დღემდე ძალიან მიყვარს"რატომ დაშორდა ტასო ბარნოვა ქმარს?! "დღემდე ძალიან მიყვარს"
თათია სამხარაძის გმირი ტასო ბარნოვა მაყურებლის ფავორ...
რა განსხვავებაა ამ ორ ლიმონს შორის - ეს ბევრმა არ იცის!რა განსხვავებაა ამ ორ ლიმონს შორის - ეს ბევრმა არ იცის!
ლიმონი განსაკუთრებული ხილია - იგი წარმატებით გამოიყენებ...
უხელო ქალი-საოცრება.უხელო ქალი-საოცრება.
35 წლის ბარბი გუერამ (Barbie Guerra) მთელს მსოფლიოში გაითქვა სახელი იმით, რომ იგი პროფესიო...