x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
საიდუმლო,რომელიც NASA-მ ახლახან გაასაჯაროვა-მუსიკა,რომელიც "აპოლო-10"-ის ეკიპაჟს ესმოდა მთვარის უკანა მხარეს
imageმოვლენას, რომელსაც "alien moon music" უწოდეს, დღესაც ვერ მოუძებენს ახსნა.


NASA-ს ეს ფაქტი 40 წლის მანძილზე გასაიდულოებული ჰქონდა და მხოლოდ 2008 წელს მოხსნა "გრიფით საიდუმლო."..ხოლო 2012 წელს უკვე შესაძლებელი იყო აუდიოარქივის მოსმენაც კი.


ხოლო "Science Channel"-მა გადაცემაში NASA's Unexplained Files, რომელიც ერთი კვირის წინ გავიდა ეთერში, ბოლომდე გახსნა ბანქო და აგვიღწერა 1969 წელს მომხდარი ამბავი.



1969 წლის მაისში კოსმოსში გაემგზავრა მისია "აპოლო"-10, ეს გახლდათ გენერალური რეპეტიცია მთვარეზე დაჯდომის წინ.ეკიპაჟის წევრები იყვნენ:იურჯინ სერნანი, ტომას სტაფორდი და ჯონ იანგი.(Eugene Cernan, Tom Stafford and John Young)



ასტრონავტებმა გააკეთეს ყველა საჭირო ოპერაცია, მხოლოდ თვითონ მთვარეზე დაჯდომის გამოკლებით. სტაფორდმა და სერნანმა გადაინაცვლეს მთვარის მოდულში.შეერწყნენ საკომანდო მოდულს, გადავიდნენ დაბალ ორბიტაზე, რომელიც მხოლოდ 15 კილომეტრით იყო დაშორებული მთვარის ზედაპირიდან.


და ყოველთვის, როდესაც ასტრონავტები ხვდებოდნენ მთვარის უკანა მხარეს, წყდებოდა დედამიწასთან კავშირი, ხოლო მთვარის მოდულის მიმღებში ისმოდა უცნაური მუსიკა, რომელსაც შემდეგ "უცხო მთვარის მუსიკა"უწოდეს.("alien moon music")


imageფოტოზე:"აპოლო-10"-ის მთვარის საკომანდო მოდული.

imageფოტოზე:"აპოლო"-10-ის მთვარის მოდული.


-გესმის ეს?-ეკითხება სერნანი სტაფორდს-რაღაცნაირი სისინის ხმა და უ-უ-უ-უ-უ...


-ისმის, როგორც კოსმოსური მუსიკა..სადღაც შორეული კოსმოსიდან.


-ჰო, რაღაც უცნაური მუსიკაა.


ასტრონავტებს თავიდან არ უნდოდათ ამ უცნაური ფენომენის შესახებ დედამიწისთვის ეცნობებინათ..თუმცა შემდეგ მაინც გადაწყვიტეს, რომ ეს საჭიროა.


NASA-ს ექსპერტებმა დაამტკიცეს:მუსიკა არაა უცხოწარმოშობის, უცნაური მუსიკა უფრო რადიოლოკატორის მთვარის ზედაპირის მიმართ მგრძნობელობით იყო გამოწვეული და ან კიდევ ორი აპარატის:საკომანდო და მთვარის რადიოტალღების ურთიერთქმედებით.


ეს ახსნა სავსებით დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა სერნარისთვის და როგორც თვითონ აღნიშნავს დიდი ყურადღება არ მიუქცევია ამ ფაქტისთვის.

imageთუმცა ამ პასუხით უკმაყოფილო დარჩა "აპოლო-15" ის ასტრონავტი ალ უორდენი(Al Worden):"რადგან აპარატმა ჩაიწერა "alien moon music", ესე იგი საიდანღაც იყო წყარო, რომელიც ვერ დაადგინეს."


არის კიდევ ერთი საინტერესო გარემოება: NASA-მ მალე მთვარეზე გაგზავნა ნილ ამსტრონგი სხვა ასტრონავტებთან ერთად, ამის შემდეგ მთვარეზე კიდევ 6 ექსპედიცია გამეგზავრა, თუმცა მოსმათ კიდევ ასტრონომებს მსგავსი მუსიკა თუ არა?ამის შესახებ NASA- სდუმს.



P.S.-"alien moon music"- ძალიან წააგავს უკვე შემდგომ ჩაწრილ ჯგუფ pink floyd -ის ცალკეულ ფრაგმენტებს ლეგენდარულ ალბომიდან "Dark side of the moon", მაგ: კომპოზიცია –"Speak To Me"-ში..და შემდგომ რა თქმა უნდა მთლიანად კოსმიური მუსიკით გაჟღენთილი ფრანგი Jean Michel Jarre-ის შემოქმედებაში.გამოდის ამ მუსიკოსებს მაინც სადღაც ჰქონდათ მოსმენილი და წარმოდგენილი როგორი იყო კოსმიური მუსიკა!





3
2085
10-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2085
  
2016, 11 მარტი, 21:53
საინტერესოა
2016, 1 მარტი, 21:40
მადლობა გაიხარე
2016, 1 მარტი, 21:20
ძალზე საინტერესო სტატიაა, "pink floyd "-ის ის კომპოზიცია კი უკვდავი ჰიტი.
0 1 3