x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მზის სისტემაში აღმოაჩინეს პლანეტა, რომელზეც უფრო მეტი წყალია, ვიდრე დედამიწაზე

image

image

ეს ცერერაა, რომელიც 1801 წელს აღმოაჩინეს, მას ჯერ პლანეტა დაარქვეს, მოგვიანებით ასტეროიდების რიცხვს მიაკუთვნეს, ხოლო ცოტა ხნის წინ – ჯუჯა პლანეტად გამოაცხადეს. ის მზის სისტემის ასტეროიდების სარტყელში მდებარეობს. დღეს ცერერას სრული უფლება აქვს, საკუთარი თავით იამაყოს: ჰერშელის ტელესკოპმა მასზე დიდი რაოდენობით წყლის მარაგი აღმოაჩინა.

image

imageimage

ინფრაწითელი სხივების გამოყენებით, აღმოაჩინეს რომ ცერერას ზედაპირიდან, დიდი რაოდენობით წყალი ორთქლდება. მეცნიერები თვლიან, რომ როდესაც ის მზეს უახლოვდება, მისი ყინულოვანი ზედაპირიდან რაღაც ნაწილი ორთქლდება, სწორედ ეს მომენტი დააფიქსირა ტელესკოპმა. ახლა ის არის გასარკვევი, თუ რა რაოდენობის ყინულია ამ პლანეტაზე.

მკვლევარები თვლიან, რომ მისი სრული გადნობის შემთხვევაში, უფრო მეტი სუფთა წყლის მიღება შეიძლება, ვიდრე დღეს არის დედამიწაზე.
ჯერ კიდევ 2011 წელს, როდესაც ზონდმა Dawn-მა, ერთ-ერთი უმსხვილეს ასტეროიდ - ვესტაზე წყალი აღმოაჩინა, მაშინვე დაინტერესდნენ მეცნიერები, იყო თუ არა წყალი მის “და" – ცერერაზე.

“ჰერშელზე" დამონტაჟებული HIFI აპარატურით, რომლის მეშვეობით წყლის აღმოჩენა შეიძლება მზის სისტემაში, ცერერაზე და ასტეროიდის სარტყლის კიდევ 10 ობიექტზე, აღმოაჩინეს წყალი მყარ მდგომარეობაში. განსაკუთრებით დიდი მოცულობით, ყინული დააფიქსირეს ცერერას ორ წერტილში, რომლებიდანაც წყლის ორთქლი ან ყინულის კრისტალები იფრქვევა. ასტრონომების გამოთვლით, ყოველ წამში, ჯუჯა პლანეტიდა, 6 ლიტრამდე წყალი იღვრება კოსმოსში.

ამ მხრივ, ცერერა რადიკალურად განსხვავდება ვესტასგა, რომელზეც, ჩვენი თვალისთვის შესამჩნევი, წყლის ორთქლი არ წარმოიქმნება. ასტრონომები ამას იმით ხსნიან, რომ ცერერა, “დისგან" განსხვავებით, არ არის “პლანეტის მკვდარი ემბრიონი" და მას არ განუცდია ხანგრძლივი გეოლოგიური ევოლუცია, რომელმაც წყლის უდიდესი ნაწილი ააორთქლა ვესტაზე.

როგორც მეცნიერები ამბობენ, ტელესკოპის მიერ მოწოდებული მონაცემები, მათ დაეხმარებათ პლანეტების ფორმირების პროცესის დადგენაში და იმის გარკვევაში, თუ როგორ იცვლებოდა პლანეტების მოძრაობის ორბიტები, მზის სისტემის არსებობის ადრეულ პერიოდში.

0
713
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
713
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0