x
მეტი
  • 09.12.2016
  • სტატია:61795
  • ვიდეო:311333
  • სურათი:412199
ბოლო წლებში პირანიის ყველაზე ცნობილი თავდასხმები ადამიანზე

imageპირანიასებრნი (ლათ. Serrasalmidae) — მტაცებელი თევზების ოჯახი კობრისებრთა რიგისა. აქვთ ძლიერი ყბები და ბასრი კბილები. ოჯახში 3 გვარია. ბინადრობენ სამხრეთ ამერიკის მტკნარ წყალში. პირანიასებრთა დიდი ქარავნები თავს ესხმიან ნადავლს,
მსხვერპლის სხეულიდან გლეჯენ ხორცს ნაკუწებად (ერთ წუთში შეუძლიათ
ძვლებამდე გაასუფთაონ დიდი ცხოველი, მაგ. წყლის გოჭი).

ზრდასრულმა პირანიამ შესაძლოა 80 სანტიმეტრი სიგრძესაც მიაღწიოს და 2 კილოგრამამდე იწონიდეს.ისინი მოშავო-მოვერცხლისფრო არიან და გადაჰკრავთ წითელი ან იასამნისფერი ელფერი.


ბუნებაში 30 სახეობის პირანია არსებობს, ადამიანისათვის განსაკუთრებით საშიშია მსხვილ პირანიასებრთა 4 სახეობა, რომელთაგან ყველაზე მეტად ცნობილია 30 სმ-მდე სიგრძის ჩვეულებრივი პირანია (Rooseveltiella nattereri) და 60 სმ-მდე სიგრძის დიდი პირანია (Pygocentrus piraya).


"პირანიის გაუმაძღრობა, რომელსაც მდინარის გიენასაც უწოდებენ, აღემატება ყველა ალბათობას, ესხმის თავს ნებისმიერი ცხოველს, რომელიც, თავიანთ ტერიტორიაზე გამოჩნდება, ესხმიან იმ თევზებსაც კი, რომელიც მათზე ზომით 10-ჯერ დიდია. ... ძალიან ხშირად ნიანგიც კი გაურბის ამ ველური თევზების ჯოგს, მათი მტაცებლური ბუნება იმ დონეზეა, რომ ისინი არ ინდობენ თავიანთ თანმოძმეებსაც კი.კბილები ძალიან მკვეთრი და ძლიერი აქვთ: მყისიერად შეუძლიათ შუაზე გადაჭრან მყარი ხის ჯოხი. ანკესზე წამოცმული სქელი კაკვებიც კი ვერ აღუდგებიან მათი კბილების ძალას. "


ალფრედ ბრემი- "ცხოველთა ცხოვრება"



ევროპელებმა პირანიების შესახებ კონკისტადორებისგან შეიტყვეს. ოქროსა და
თავგადასავლების მაძიებელმა გონსალო პისარომ საკუთარი თვალით იხილა, თუ
როგორ შეჭამეს თევზებმა კანოედან წყალში გადავარდნილი ორი ინდიელი.


ამ თევზის ხორცი ბრაზილიაში დელიკატესად მიიჩნევა. პირანიებს სქელ მავთულზე
წამოცმული ხორცით იჭერენ და თუ მეთევზეს მოკლე მავთული აქვს, შეიძლება,
თითის გარეშეც დარჩეს. სხვათა შორის, მკვდარი თევზიც კი საშიშია – თითის
შეხებისას, ის რეფლექსურად აღებს პირს. მას კბილები ისე აქვს განლაგებული,
რომ ელვის მსგავსად იკეტება.


აღსანიშნავია, რომ პირანიები აკვარიუმში დამწყვდევის შემდეგ აგრესიულობას კარგავენ.




1-
პირანიის მასობრივი თავდასხმა დაფიქსირდა არგენტინაში.ინციდენტის შედეგად დაზარალდა პლაჟზე დამსვენებელი 70 ადამიანი.მათ შორის 7 ბავშვი.უმეტესობას გამოჭმული ჰქონდათ ხელები, ტერფები და წვივები.განსაკუთრებით სერიოზულად დაზიანდა 7 წლის გოგონა, რომელმაც დაკარგა თითები მარცხენა ხელზე.ხოლო ერთ ბიჭუნას დაუფიქსირდა ხელის ღია მოტეხილობა.სპეციალისტების განცხადებით პირანიების ასეთი აგრესიულობა გამოწვეული იყო ძლიერი სიცხით და წყალში ბანაობის უამრავი მსურველით.ამ შემთხვევის შემდეგ პლაჟი დაკეტეს.

imageimage
2-ბრაზილიაში 6 წლის გოგონა ბებიასთან და სხვა ბავშვებთან ერთად ნავით მდინარეზე სეირნობდა, მოულოდნელად კანოე გადაბრუნდა.ბებია შეეცადა ბავშვი ამოეყვანა წყლიდან, მაგრამ თითქოს გოგონა რაღაც უხილავმა ძალამ გამოაცალა.ნაპირზე გასულმა ბებიამ განგაში ატეხა და დაიწყო სამძებრო სამუშაოები.


მაშველებმა გარდაცვლილი ბავშვის გვამი წყლიდან ამოიყვანეს, პირანიებს მისი ქვედა ნაწილი მთლიანად შეჭმული ჰქონდათ.როგორც გაირკვა უქმე დღეებს პატარა გოგონა ბებიასთან და პაპასთან ერთად ატარებდა.გართობა-დასვენების კულმინაცია ნავით გასეირნება იყო, რომელიც საბედისწერო გამოდგა.

image


3-პირანიებმა შეჭამეს 18 წლის ბოლივიელი ახალგაზრდა ყმაწვილი.უბედური შემთხვევა 2011 წლის 1 დეკემბერს მოხვდა ქალაქ როზარიო დელ იატას მახლობლად.ნასვამი ახალგაზრდა ნავიდან გადახტა მდინარეში ზუსტად იმ ადგილზე სადაც პირანიები იყვნენ დაგროვილი.


გამოძიების ვერსიით შესაძლოა ეს თვითმკვლელობაც იყო, რადგან ახალაგაზრდა მამაკაცი მეთევზე იყო და კარგად იცნობდა იმ ადგილებს და იცოდა რაოდენ სახიფათო იყვნენ ეს მტაცებელი თევზები.

image

0
323
7-ს მოსწონს
1-ს არა
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0