x
vodka - არაყის წარმოშობის ისტორია

imageისტორია მსოფლიოში არყის შექმნისა და გავრცელების შესახებ ბევრად უფრო ბურუსითაა მოცული, ვიდრე ჯინის, ვისკის, კონიაკის, რომის და სხვა მაგარი სასმელების. არყის სამშობლოდ მრავალი ასეული წლებია პრეტენზიას აცხადებენ სხვადასხვა ქვეყნები, მათ შორის რუსეთი, ბელორუსია, გერმანია, ლიტვა, პოლონეთი, უკრაინა, ფინეთი.
არყის დაბადების თარიღად იგულისხმება მიახლოებით XV საუკუნის დასაწყისი. პოლონელი ისტორიკოსები თვლიან, რომ პოლონეთში გაცილებით ადრე გაეცნენ გამოხდის პროცესებს, ვიდრე რუსეთში. მათივე მტკიცებით ტერმინი "ვოდკა“ ოფიციალურად დაფიქსირებულია 1405 წელს პოლონეთის ქალაქ სანდომირის საარქივო დოკუმენტებში.
XX საუკუნის დადგომამდე "ვოდკა"-ს განსაზღვრავდნენ ტერმინით "ღვინო", მაგალითად: "პურის ღვინო", "მოხარშული ღვინო", "ცხელი ღვინო", "მწვანე ღვინო", "უბრალო ღვინო"... გარდა ამისა დამკვიდრებული იყო შემდეგი ტერმინები: "ორმაგი", "სამმაგი", "ოთხმაგი" და სხვა, რომლებიც გამოხდის ჯერადობით, ფილტრაციის და წყლის განზავების მეთოდით განსხვავდებოდნენ. "ცხელი ღვინო" ფაქტიურად საფუძველი გახდა ვოდკის ოფიციალური დასახელების: უკრაინულ ენაში _ გორილკა (Горიлка), პოლონურში _ "Gorzalka“ და „Wodka“.
სიტყვა "ვოდკა" (არაყი) რუსეთში ოფიციალურ ჩანაწერებში 1533 წლიდან მოიხსენიება, როგორც სამკურნალო საშუალება. არსებობს ვერსია, რომ სპირტისა და ალკოჰოლიანი სასმელების ტექნოლოგიები რუსეთში 1430 წელს შეიტანეს რუსმა სამონასტრო და სასულიერო პირებმა იტალიაში მოგზაურობიდან დაბრუნების შემდგომ.
მრავალ ქვეყანაში დღეისთვის არსებულ მაღალი ხარისხის ცნობილ არყებს რუსული ფესვები აქვთ, ამიტომ არყის მსოფლიო ისტორია – ეს რუსეთის არყის ისტორიაა.

2
794
შეფასება არ არის
ავტორი:Dr-House
Dr-House
794
  
0 1 2