x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134481
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508534
რატომ არის ოთხ წელიწადში ერთხელ თებერვალი 29-ით და რას ნიშნავს ტერმინი "ნაკიანი"

imageქრისტეს შობამდე 46 წელს, ბერძენი ასტორნომის, სოზიგენეს რჩევით რომის იმპერტორმა, იულიუს ცეზარმა წელთაღრიცხვაში მანამდე არსებული ხარვეზების დასაზუსტებლად ახალი კალენდარი შემოიღო.


როგორც ასტრონომებმა დაამტკიცეს, წელიწადი გრძელდება 365 დღე და 6 საათი. თუ ამ 6 საათს ყოველ წელს ჩავთვლით, მაშინ მივიღებთ წელიწადს, რომელსაც არასრული დღე აქვს, რად წარმოუდგენლად მოუხერხებელი იქნებოდა. მაგრამ თუ პირიქით, აღნიშნულ დროს საერთოდ ყურადღებას არ მივაქცევთ, დროთა განმავლობაში ეს საათები დაგროვდება და მნიშვნელოვან გადახვევამდე მიგვიყვანს.


ამიტო, ამ ხარვეზის ტავიდან ასაცილებლად, სოზიგენემ კეისარს შესთავაზა ყოველი მეოთხე წლის თებერვლისთვის ერთი დღის დამატება. ამგვარად, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ივსება დარჩენილი საათები 24 საათად და ვიღებთ 366 დღიან წელიწადს. ასეთ წელს ქართველები "ნაკიანს" ვუწოდებთ, რადგან "ნაკი" ანუ დღეების დანაკლისი სწორედ ამ წელს ანაზღაურდება.


image



0
805
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
805
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0