x
წარუმატებელი გამოგონება-"თოვლის კრეისერის " ისტორია
29 თებერვალი, 13:32

imageმას ზუსტად ახსოვდა, რომ გამოეყო ყინულის შელფს სადღაც ვეშაპების უბეში როსის ზღვის მახლობლად.შეიძლება წელიწადი, ან შეიძლება 5 წელიც იგი მიცურავდ წყნარი ოკეანის სივრცეში და მთელი ამ ხნის განმავლობაში მის სხეულში როგორც ხიჭვი, ისე იჯდა რაღაც ნარინჯისფერი მომცრო ნავი, ყველაფერს დასასრული აქვს, მის ტანჯვასაც ბოლო მოეღო.ეკვატორულმა მზემ ამოძირკვა "იგი" მის სხეულიდან, ჩამოცოცდა აისბერგიდან და "Snow Cruiser"-მა ოკეანის ტალღებზე ზღართანი მოადინა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ოკეანის ფსკერისკენ დაეშვა....აისბერგმა კი მსუბუქად განაგრძო თავისი ხანგრძლივი მოგზაურობა....



აი, დაახლოებით ალბათ ასე დაასრულა თავის არსებობა პროექტმა "Snow Cruiser"-მა, რომელიც 1939 წელს განახორციელა ამერიკელმა თომას პოულტერომ.


იდეა იმისა, რომ შეექმნა ყველგანმავალი ანტარქტიდისთვის პულტეროს ჯერ კიდევ 1933 წელს, ანტარქტიდაში მეორე ექსპედიციის დროს დაებადა.იმ ექსპედიციის დროს მათი ხელმძღვანელი, ადმირალი ბიორდი ძლივს გადაურჩა სიკვდილს და ამის მიზეზი სწორედ ის იყო, რომ არ არსებობდა ტრანსპორტი, რომელიც ამ მკაცრ კონტინენტზე გადაადგილების საშუალებას მისცემდა ადამიანს.

imageამერიკაში დაბრუნებულმა პულტერომ მაშინვე დაიწყო პროექტზე მუშაობა, ამაში მას იმანაც შეუწყო ხელი, რომ იმ პერიოდში იგი ერთ-ერთი სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელად დანიშნეს.


1939 წლის გაზაფხულზე პროექტი ქაღალდზე უკვე მზად იყო.მთავრობამ მას 350 000$ გამოუყო, იმ დროისთვის ასტრონომიული თანხა(დღევანდელი კურსით დაახლოებით 6 000 000$).1939 წელის 24 ოქტომბერს ყველგანმავალი ანტარქტიდისთვის უკვე მზად იყო.

image1940 წელს Snow Cruiser-ი ანტარქტიდაში ჩაიტანეს, რა თქმა უნდა პროექტის მთავარი სულისჩამდგმელი პულტეროც იქ იმყოფებოდა.თოვლის ყველგანმავალს ზურგზე თვითმფრინავი-ბიპლანი დაადეს, იმისთვის, რომ დაზვერვითი სამუშაოები ეწარმოებინათ.


ყველგანმავალს მთელი ანტარქტიდა ჯვარედინად უნდა გადაეკვეთა ორივე პოლუსზე..საწვავი ავზებში 8000 კილომეტრის გასავლელად იყო საკმარისი, თუმცა როგორც აღმოჩნდა ანტარქტიდის ლანდშაფტი სავსეა უზარმაზარი ბზარებით, რამაც პრობლემები შეუქმნა მოძრაობის დროს, ამასთანავე "თოვლის კრეისერმა" ვერ შეძლო თოვლში მოძრაობა, ჩაიფლო 1 მეტრის სიმაღლის თოვლში და უმწეოდ ბუქსაობდა..დამატებით გაუკეთეს საბურავებზე ჯაჭვები, მაგრამ მაინც უშედეგოდ..შემდგომ აღმოაჩინეს, რომ Snow Cruiser-ს უკუსვლით უფრო შეეძლო მოძრაობა, ამასთანავე ძრავები ძალიან ცხელდებოდა..ორი კვირის განმავლობაში ყველგანმავალმა უკუსვლით მხოლოდ 148 კილომეტრის გავლა შეძლო და ამის შემდეგ საბოლოოდ ჩაქრა.

image

შემდგომ ექსპედიციის წევრები ყველგანმავალს როგორც პოლარულ სადგურს, ისე იყენებდნენ და იქვე ცხოვრობდნენ.


შემდგომი ექსპედიციის დროს (40-იანი წლების ბოლოს) Snow Cruiser-ი იპოვეს, როგორც აღმოჩნდა მას მხოლოდ მცირე რემონტი სჭირდებოდა.

1958 წლის ექსპედიციამაც კრეისერი აღმოჩინა, თოვლს მხოლოდ რამდენიმე მეტრით გაეჩოჩებინა ყველგანმავალი..თუმცა შემდგომ ექსპედიცებს Snow Cruiser-ი აღარ უნახიათ, როგორც ვარაუდობენ ის ანტარქტიდის შელფიდან მოწყვეტილ ერთ-ერთ დიდ აისბერგზე მოხვდა და შემდეგ ოკეანეში ჩაიძირა.



ტექნიკური მახასიათებლები

სიგრძე: 17 m
სიგანე: 6.06 მ
სიმაღლე: 3, 7-5 მ
წონა: 34 ტონა
ძრავის მოცულობა: ორი დიზელ-გენერატორი თითოელული 150 ც.ძ.სიმძლავრით
საბურავები: Goodyear- 3048 × 838, 2, 12-layer
სამგზავრო მანძილი: 8000 კმ
მაქსიმალური სიჩქარე: 48 კმ / სთ
ეკიპაჟი: 5 ადამიანი.

814
7-ს მოსწონს
1-ს არა
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
29 თებერვალი, 14:28
როგორც იტყვიან "ჩაილურის წყალი დალია".
0 1 1
როგორი იყო საზღვარგარეთ გაყიდული საბჭოთა ავტომობილებიროგორი იყო საზღვარგარეთ გაყიდული საბჭოთა ავტომობილები
ბევრისთვის უცნობია ის ფაქტი, რომ საბჭოთა ავტომობილების ექ...
Marion 6360 – ყველაზე დიდი ექსკავატორი!Marion 6360 – ყველაზე დიდი ექსკავატორი!
მოგესალმებით დღეს მოგიყვებით უჩვეულო ექსკავატორზე რომლის სახელია marion...
საბჭოური მანქანების Copy-Paste ისტორიასაბჭოური მანქანების Copy-Paste ისტორია
ერთხელ, ერთმა კომპოზიტორმა ბრძანა, - მუსიკაში 7 ნოტი არსებობს და ყველა...
რატომ დახვრიტეს ქართველი ტანკისტები უნგრეთშირატომ დახვრიტეს ქართველი ტანკისტები უნგრეთში
1956 წელს, როცა სოციალისტური ბანაკის მთავარმა მებაირახტრემ საბჭოთ...
80 საოცრად ორიგინალური ბუხარი80 საოცრად ორიგინალური ბუხარი
ბუხარი, როგორც ინტერიერის ასევე ექსტერიერის მნიშვნელოვანი ნაწილია. ის ასოცირდება...
მელისას სხეული ბოატენგისაამელისას სხეული ბოატენგისაა
მელისა სატა იმის შემდეგ რაც კრისტიან ვიეირას გასცილდა და რომანი მილანის ნახევარმცველ...
ლამბორჯინის 15 საიდუმლო, რომელიც დღემდე არ იცოდით!ლამბორჯინის 15 საიდუმლო, რომელიც დღემდე არ იცოდით!
ავტომობილების წარმოება ლამბორჯინიმ თავდაპირველად ტრაქტორებით...
რატომ იცმევს ქალი კაბას და მამაკაცი - შარვალს? - ეს ბევრმა არ იცის!რატომ იცმევს ქალი კაბას და მამაკაცი - შარვალს? - ეს ბევრმა არ იცის!
ალბათ ბევრს გასჩენია შეკითხვა თუ რატომ არის...
10 საბჭოთა ავტომობილი,რომელიც ფაქტიურად არავის უნახავს10 საბჭოთა ავტომობილი,რომელიც ფაქტიურად არავის უნახავს
1-АЗЛК-2144 Истра (1988)-ამ ავტომობილმა დროს გაუსწრო, თუ...
მსოფლიოს ყველაზე ლუქს კლასის 7 ავტომობილიმსოფლიოს ყველაზე ლუქს კლასის 7 ავტომობილი
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ყველაზე რჩეულ, ლუქს კლასის ძვირადღირებულ ...