x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
სკანდალურმა კლიპმა ვლადიმერ პუტინზე დიდი გამოხმაურება ჰპოვა
imageმსახიობმა, ტელეწამყვანმა და მუსიკოსმა სლოვენიიდან კლემენ სლაკონიამ წარმოადგინა პაროდიული კლიპი რუსეთის პრეზიდენტზე ვლადიმერ პუტინზე, რომელიც "ევროვიზია"-2016-ის შესარჩევი ტურისთვის შეიქმნა.


"Putin PutOut"-ასე ჰქვია კლიპს, რომელიც ვიდეოჰოსტინგ Youtube-ზე 27 თებერვალს აიტვირთა.


მომღერალი ინგლისურ ენაზე მღერის ძლიერი რუსული აქცენტით.სიმღერაში საუბარია იმაზე, რომ რა კარგია, როცა ხარ მსოფლიოს უდიდესი ქვეყნის პრეზიდენტი, ლაპარაკია მესამე მსოფლიო ომის საშიშროებაზე, იმის სურვილზე, რომ რუსეთი მსოფლიოს №1 ქვეყანა გახდეს და რა თქმა უნდა "რუსეთის ლიდერი" საუბრობს გაზზე:"აბა გინდათ ჩვენი გაზი?მაშინ მაკოცეთ ტრ...ზე."


მთავარ მოქმედ გმირთან ერთად კლიპშია დათვები, Pussy Riot, არაყი, "Бурановские бабушки", ბალეტი, ოლიმპიადა და ბევრი იარაღი.



30 წლის სლოვენიელი მომღერალი პირველად არ ახდენს ცნობილი პირების პაროდირებას, ადრე მან იმღერა რომის პაპის ფრანციკსას "სახელით", აგრეთვე მოახდინა სლოვენი ფილოსოფოსის სლავოია ჟიჟეკას და კალათბურთელი გორან დგრიჩას პაროდირება.



0
232
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0