x
მეტი
  • 07.12.2016
  • სტატია:61728
  • ვიდეო:311144
  • სურათი:412113
კრუბერას გამოქვაბული აფხაზეთში - მსოფლიოს ყველაზე ღრმა კარსტული გამოქვაბული

კრუბერის გამოქვაბული (ვორონია-კრუბერის გამოქვაბული) – აფხაზეთში, არაბიკის მასივში (კირქვული მასივი გაგრის ქედის დასავლეთ ნაწილში) მდებარეობს. დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან იგი ყველაზე ღრმაა (სიღრმე – 2191 მ). სახელი ეწოდა ალექსანდრე კრუბერის (რუსი გეოგრაფი. სპელეოლოგიის აღიარებული მკვლევარი) პატივსაცემად.


image





კრუბერის მღვიმე -აფხაზეთი, საქართველო


კრუბერას მღვიმე არის ყველაზე ღრმა კარსტული მღვიმე დედამიწაზე, იგი მდებარეობს ბერჭილის ქედზე გაგრის რაიონში (აფხაზეთი, საქართველო) . მღვიმეში გვხვდება მინიატურული სტალაქტიდები და სატალაგმიტები ასევე ფარდები, ადგილობრივი წარმოშობის ნგრეული და გამოფიტვის მასალა, ასევე არის წყლის ნაკადები და პატარა ტბები, რაც დამახასიათებელია კარსული მღვიმეებისათვის. კრუბერის წყლებით საზრდოობს მდინარე რეპრუა. შესასვლელი 2320 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს . იგი მსოფლიოში ყველაზე ღრმა მღვიმე გახდა 2001 წელს, როდესაც უკრაინის სპელეოლოგიურმა ასოციაციამ მიაღწია 1710 მეტრს, რომელმაც ადრე აღმოჩენილ Lamprechtsofen-ის მღვიმეს გადააჭარბა ავსტრიის ალპებში. 2004 წელს პირველად უკრაინელმა სპელეოლოგიურმა ჯგუფმა მიაღწია 2000 მეტრს... ვარაუდობენ რომ მისი მაქსიმალური სიღრმე 2191მეტრია.


image


ბოლო დღეებში საინტერესო სტატიები იწერება ბრიტანულ და თურქულ

ონლაინ-ჟურნალებზე, კრუბერას გამოქვაბულის შესახებ...ორივე ქვეყნის

ჟურნალისტები საუბრობენ მსოფლიოს უდიდეს კარსტულ გამოქვაბულზე.


image



time-news.co და sabah.com.tr კვირის მიწურულს დიდ ადგილს უთმობენ

ამ გამოქვაბულის სესახებ ინფორმაციას... წყაროების თანახმად, მსოფლიოს

ყველაზე საშინელი გამოქვაბული, მნახველებისთვის ნამდვილად შოკისმომგვრელია.


image


ბრიტანული წყაროს ცნობით, პირველად მსოფლიოს უდიდესი კარსტული მღვიმე აფხაზეთში ფრანგებმა აღმოჩინეს, 1956 წელს.



image


არსებობს ასევე სხვა ვერსია, რის თანახმადაც,

პირველად გამოქვაბული ქართველმა სპელეოლოგებმა აღმოაჩინეს

1960 წელს და 95 მეტრამდე გამოიკვლიეს. მეორედ კრუბერა

კრასნოიარსკელმა სპელეოლოგებმა 1968 წელს მოინახულეს და

უკვე 210 მეტრზე გამოიკვლიეს. შემდგომი ექსპედიციები სულ უფრო

ღრმად ჩადიოდნენ მიწის ქვეშ და ახალ სიღრმეებს აღწევდნენ.

2007 წლისთვის რეკორდი უკრაინელმა სპელეოლოგმა დაამყარა,

რომელმაც 2191 მეტრის სიღრმეზე შეძლო ჩასვლა, რაც შეეხება

ქალბატონებს, პირველი რეკორდსმენი ქალი გახლდათ ლიტველი

საულე პენკენე. ბრიტანული და თურქული წყაროები გამორიცხავენ

ქართველთა მიერ გამოქვაბულის აღმოჩენას, მათ ინფორმაციის თანახმად,

თავდაპირველად ეს მღვიმე ფრანგებმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს.


image


ცნობისთვის, კრუბერას გამოქვაბული "ეიფელის" კოშკზე 6.5 ჯერ, ხოლო

დუბაიში მდებარე "ბურჯ ელ ხალიფას" ცათამბჯენზე 2.5 ჯერ უფრო მაღალია.


image


გამოქვაბული ჯერ-ჯერობით მსოფლიოს უდიდეს გამოქვაბულის სტატუსით

სარგებლობს, აქედან გამომდინარე, ყოველწლიურად ბევრ ტურისტსა და

სპეციალისტს მასპინძლობს...


image


როგორც ზემოთ ვახსენეთ, გამოქვაბული სახელი, ალექსანდრე კრუბერის (რუსი გეოგრაფი. სპელეოლოგიის აღიარებული მკვლევარი) პატივსაცემად ეწოდა.


image


ბრიტანელების აზრით, ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ

საქართველო, როგორც კავკასიური ქვეყანა, გამოირჩევა თავის მრავალფეროვნებით

მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან. ამიტომ მსოფლიო ლიდერებმა ქვეყნისადმი

განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ.


imageimageimageimageimageimageimageimageimage








მადლობა ყურადღებისთვის!


























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი









0
481
10-ს მოსწონს
4
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0