x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
როგორ იქმნება ცვილის ფიგურები მადამ ტიუსოს მუზეუმში

imageimageმადამ ტიუსოს მუზეუმი, ლონდონში, უკვე 200 წელზე მეტია რაც არსებობს. ამ მუზეუმის ექსპონატები, გარეგნობით, არაფრით განსხვავდებიან ცოცხალი ადამიანებისგან და წყლის ორი წვეთივით ჰგვანან იმ ადამიანებს, რომლის მიხედვითაც არიან შექმნილები. რაში მდგომარეობს მუზეუმის თანამშრომლების საიდუმლო? ცნობილი ადამიანის ასლის შექმნის დროს, ნებისმიერი შტრიხი და დეტალი მნიშვნელოვანია: კანის და თვალის ფერი, ტატუ, იარა და ნებისმიერი წვრილმანი, რაც ამ ადამიანს, სხვა ადამიანებისგან გამოარჩევს.

ყველა ფიგურა ლონდონის ცენტრალურ ოფისში იქმნება, ხოლო შემდეგ იგზავნება 20-ზე მეტ ფილიალში, სხვადასხვა ქალაქებში. შედევრების შემქმნელებმა გადაწყვიტეს ფარდა აეხადათ საიდუმლოსთვის და ყველასთვის ეჩვენებინათ, ფიგურების შექმნის პროცესი:

თითოეულ ფიგურაზე 15 მხატვარი მუშაობს, 3-4 თვის მანძილზე. ყოველწლიურად, ცენტრალური ოფისის სახელოსნოში 230-მდე ფიგურა იქმნება. ყველაფერი კი ცნობილ ადამიანთან შეხვედრით და ზომების აღებით იწყება…

image

image

image

ამ პროცედურის დროს, დიზაინერი 250 მაჩვენებელს იღებს: კანის ფერი, თვალის ზუსტი ფერი, თმის ფერი, სტრუქტურა, სიგრძე და ა. შ.

image

image

image


ყველა პარამეტრის აღების შემდეგ, მოქანდაკე აკეთებს თიხის მაკეტს…

image

image

image

ის ამოწმებს მაკეტის პარამეტრებს, რომ უნებლიედ, შეცდომა არ გაიპაროს.

image

image

image

ამის შემდეგ, ამზადებენ ყალიბს ცვილის ჩასასხმელად. რომელშიც ცვილს 170 საათის მანძილზე აჩერებენ.

image

image

image

image

შემდეგი ეტაპი — თმის საფარის დამატება არის. დიზაინერი თითოეულ ღერს სათითაოდ ამაგრებს. ეს პროცესი, დაახლოებით, 6 კვირის მანძიზე გრძელდება.

image

image

image

შემდეგ, ზეთის საღებავებით, მხატვარი ზუსტად იმ ფრად ღებავს ფიგურას, რა ფერის კანიც აქვს რეალურ ადამიანს.

image

image

image

როდესაც «კანი» მზად არის, მხატვარი თვალებზე და კბილებზე გადადის. თითოეული თვალი — რეალური თვალის ზუსტი ასლია და ის ინდივიდუალურად იქმნება აკრილის რეზინით. კბილებს ქმნიან იმ ყალიბით, რომელსაც ვარსკვლავთან პირადი შეხვედრის დროს იღებენ.

image

imageimage

image

მას შემდეგ, რაც ფიგურაზე მუშაობა დასრულდება, მისი შემოსვის დრო დგება. ხშირ შემთხვევაში, ცნობილი ადამიანები, თვითონ აძლევენ «კლონებს», საკუთარ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს.

image

image

image

დამასრულებელი შტრიხებია: დეტალური მაკიაჟი, ვარცხნილობა, დამატებითი აქსესუარები.

image

image

image

და ბოლოს, პრეზენტაციის დროც დგება.

image

image

image

image

0
292
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
292
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0