x
ბავშვთა ფიზიკური განვითარება
28 თებერვალი, 23:06

ფიზიკური განვითარების ცნება ვიწრო გაგებით გულისხმობს
ორგანიზმის განვითარებას, რომელიც განისაზღვრება ანთროპოლოგიური და ბიომეტრული მაჩვენებლებით, ხოლო

image

ფართო გაგებით კი ამ ცნებაში მოიაზრება ფიზიკური თვისებების განვითარებაც.(ლაბარტყავა, ნ.(პროფესორი).განვითარების
ფსიქოლოგიის საკითხავი მასალა).
როდესაც
საუბარია ადრეული ასაკის ბავშვთა ფიზიკურ განვითარებაზე, ძირითადად, აქცენტი კეთდება
სხეულის ზომისა და პროპორციების ცვლილებაზე, თუმცა ფიზიკური განვითარების ცნებაში იგულისხმება
ისეთი მოვლენები, როგორიცაა: კუნთოვან


-ცხიმოვანი აგებულების ცვლილება,
ჩონჩხის ზრდა, მოტორული უნარ-ჩვევების დახვეწა, ჰორმონების გავლენი ზრდა ფიზიკურ განვითარებაზე, თავის
ტვინის განვითარება.(ბერკი, ლ.(2007).ბავშვის განვითარება).
დაბადების შემდეგ პედიატრები აფასებენ ახალშობილის
მდგომარეობას აპგარის შეფასების სკალით, ხუთი
მახასიათებლის მიხედვით:კანის ფერი, გულისცემის სიხშირე, რეფლექსური აქტიობა, მოძრაობა/კუნთური
ტონუსი, სუნთქვა.რ აქტიობა, მოძრაობა/ (პოპოვა, ო.(2010).აპგარის სკალა.მოძიებულია 8 ოქტომბერი, 2015, http://ampluskids.blogspot.com/2014/09/dfg.html).
ადრეული ასაკის ბავშვთა ფიზიკური
განვითარებისას მნიშვნელოვანი ყურად


ღება უნდა მიექცეს რეფლექსებს.რეფლექსები წარმოაჩენს ბავშვის ნერვული სისტემის მდგომარეობას. თუ ისინი სუსტად ან საერთოდ არ არის გამოხატული ან პირიქით, გადაჭარბებულად არის გამოხატული და შესაბამის პერიოდში არ ხდება მათ გაქრობა, ეს სიმპტომები მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა დაზიანებულია ტვინის ქერქი.
ახალშობილებისათვის აუცილებელი და
მნიშვნელოვანია ძილი.მათ დაახლოებით დღე-ღამეში 17-18 საათი სძინავთ.ვოლფის მიერ
გამოყოფილი იქნა ექვსი ქცევით მდგომარეობა:ღრმა ძილი, ზედაპირული
ძილი, თვლემა, მშვიდი სიფხიზლე, აქტიური სიფხიზლე, ტირილი.ახალშობილის ძილი ორი
სტადიისაგან შედგება:თვალის სწრაფ


ი მოძრაობის ძილი-(REM) და თვალის არასწრაფი
მოძრაობის ძილი(NREM). ვინაიდან
ჩვილის ნორმალური
ძილის ხანგრძლიობა სტადიებად არის
დაყოფილი, მათზე
დაკვირვება საშუალებას იძლევა გამოვავლინოთ ცენტრალური ნერვული
სისტემის ანომალიები.
ახალშობილის პერცეპტული უნარებიდან
აღსანიშნავია ის, რომ მას ორივე თვალით შეუძლია ორივე თვალით ფოკუსირება
ობიექტზე, რომელიც ნახევარი მეტრის მანძილზეა.შეუძლია თვალი გააყოლოს მოძრავ ობიექტს. შეუძლია გაარჩიოს დედის სახე, სხვა ადამიანის სახისგან.ესმის ადამიანის მაღალი დიაპაზონის ბგერები, ცნობს დედის ხმას.არჩევს 4 ძირითად გემოს (ტკბილი, მჟავე, მწარე და მლაშე) და ნაცნობ სუნს (განსაკუთრებით დედის). უპირატესობას ანიჭებს ტკბილს.ახალშობილს სიამოვნებას ა


ნიჭებს სითბო, ტაქტილური
შეხება;გრძნობს ტკივილს.

ფიზიკურ გავითარებაზე
მოქმედებს როგორც ენდოგენური ისე ეგზოგენური ფაქტორები.მათ შორისაა მემკვიდრეობა. მაშინ
როცა საკვების მიწოდება ადეკვატურად ხდება და ბავშვზე ზრუნვაც შესაბამისია წინ მოდის


გენეტიკის ფაქტორი. გენეტიკა განსაზღვრავს იმას თუ რამდენად სწრაფად მოხდება ფიზიკური
ზრდა .ასევე ისაა განმსაზღვრელი
სხეულში ჰორმონების წარმოქმნასა და სენსიტიურობაზე ჰომონების მიმართ (ლორა ბერკი, 2010).
კვება მნიშვნელოვანია
მთელი ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ

ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველი ორი
წლის განმავლობაში. ჩვილებს ორჯერ მეტი საკვები სჭირდებათ ვიდრე ზრდასრულებს, მათი
კალორიული შეწოვის 25% მიდის ზრდაზე და ჩვილებს დამატებითი კალორიები სჭირდებათ, იმისათვის
რომ ორგანიზმმა კარგად შეძლოს ფუნქციონირება
.პედიატრები დედებს ურჩევენ პატარები ბუნებრივ კვებაზე
ყავდეთ, თუმცა ბავშვის ასაკის მატებათან ერთად უნდა მოხდეს საკვები რაციონის დაბალანსება
ცილებითა და ნახშირყლებით, რათა მოხდეს კვების სტილის ჩამოყალიბება.
რაც შეეხება ბავშვებში
კვების ქრონიკული მოშლის ტიპებს განვიხილავ ორ მათგანს : პარათროპიას და ჰიპოთროპიას.
პარათროპია ხასიათდება სხეულის ჭარბი ან ნორმალური მასით, სიმსუქნით, ასევე ქსოვილთა ჰიდროლაბილობით.ჰიპოთროპია კი გულისმობს სხეულის მასის
სხვადასხვა სახით შემცირებას.
მოკლედ მიმოვიხილოთ პუბერტაციის პერიოდში
მიმდინარე ფიზიკური ცვლილებები. გარდატეხის ასაკში ადამიანების ფიზიოლოგიაში ბევრი
ცვლილება მიმდინარეობს. პუბერტატის პერიოდი გოგონებსა და ვაჟებში განსხვავებულ პერიოდებში
დგება :გოგონებში - 10-11, ხოლო ბიჭებში 11-12 წლის ასაკში. ამ დროს ხდება ნახტომისებური ზრდა,
რაც გამოწვეულია ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით ჰორმონების გამოყოფით. სხეული არაპროპორციულად
იზრდება : ზრდას იწყებს კიდურები, კერძოდ კი ფეხის ტერფები და ხელის მტევნები, ამის
შემდეგ მოზარდი სიმაღლეში იმატებს და ბოლოს იზრდება ტორსი. იმატებს კუნთების მოცულობაც
, თუმცა ბიჭებში კუნთური მასის მოცულობა 150%ით უფრო დიდია ვიდრე გოგონებში. სახეზე
ჩნდება გამონაყარი და სახის ნაკვთებიც არაპროპორციულად იზრდება.ჯერ ცხვირი და ყურები
იზრდება და შემდეგ სხვა ნაკვთები. შინაგანი ორგანოებიც არაპროპორციულად იზრდება - გული
საგრძნობლად იზრდება და სისხლძარღვები იგივე ზომის რჩება, ამიტომ მოზარდებში შეიძლება
გულის აჩქარება ან გულის ტკივილი გამოიწვიოს. მოზარდების ფიზიკური განვითარების ხელშეწყობისათვის
აუცილებელია ჯანსაღი კვების რაციონი და დაბალანსებული ფიზიკური დატვირთვა

49
1-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:თინათინ ბუჩუკური
თინათინ ბუჩუკური
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
ქალმა სიკვდილიდან ერთ თვეში იმშობიარაქალმა სიკვდილიდან ერთ თვეში იმშობიარა
უნიკალური შემთხვევა მოხდა ამერიკის "Helen DeVos" კლინიკაში, რომელიც მდებ...
გოგონა, რომელსაც თეთრი თმის ზოლი მემკვიდრეობით ერგოგოგონა, რომელსაც თეთრი თმის ზოლი მემკვიდრეობით ერგო
ეს პატარა გოგონა მილიანა უორტია, ის დაიბადა ზუსტად ისეთივე...
ის მოხდა, რაც 200 მილიონში ერთხელ ხდება!ის მოხდა, რაც 200 მილიონში ერთხელ ხდება!
ინგლისში 23 წლის დედამ გააჩინა სამი ტყუპი. როდესაც ბეკი-ჯო ალენმა შეიტ...
უცნაური დაავადებებით დაბადებული 10 ახალშობილი (+ვიდეო)უცნაური დაავადებებით დაბადებული 10 ახალშობილი (+ვიდეო)
სტატიის თემა ცოტა დამთრგუნველია, მაგრამ მაინც საინტერეს...
ორსული მამაორსული მამა
ტომას ბიუტი ტრანსექსუალია ამერიკიდან.მან მსოფლიოს ყურადღება იმიით მიიქცია, რომ გადაწყვიტა თავისი მ...
ჩასახვის საწინააღმდეგო ახალი მეთოდიჩასახვის საწინააღმდეგო ახალი მეთოდი
სამხრეთ ამერიკაში გასაოცარი სამედიცინო ''აღმოჩენა'' გააკეთეს გინეკოლოგიაში....
მსოფლიოს 7 ყველაზე უცნაური და საინტერესო ახალშობილის ისტორია!მსოფლიოს 7 ყველაზე უცნაური და საინტერესო ახალშობილის ისტორია!
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე უცნაურ ...
კატამ ბავში სიკვდილს გადაარჩინაკატამ ბავში სიკვდილს გადაარჩინა
საინტერესო ფაქტი მოხდა ირლანდიაში, კატამ პატარა ბავშვი სიკვდილ გადაარჩინა, ...
დედა 6 შვილს ღუპავდადედა 6 შვილს ღუპავდა
მართლა სასწაული მოხდა ავღანეთში, 22 წლის ქალმა 6 შვილი გააჩინა, 3 ბიჟი და 3 გო...