x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
დანაშაულის მსხვერპლის ფსიქოლოგია

ვიქტიმოლოგიაimage


სიტყვა ვიქტიმოლოგია ლათინური წარმოშობისაა (victim) და მსხვერპლს ნიშნავს.

ვიქტიმოლოგიის ორი ცნება არსებობს, ვიწრო, რომლის მიხედვითაც ვიქტიმოლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის დანაშაულის მსხვერპლს; და ფართო, რომლის მიხედვითაც ვიქტიმოლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის არა მხოლოდ დანაშაულის, არმედ უბედური შემთხვევების და სზოგადოებრივი ურთიერთობები სმსხვერპლს. ეს ორი ცნება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, რადგან სზოგადოებრივი ურთიერთობების მსხვერპლი მარტივად შეიძლება გახდეს კრიმინალური დანაშაულის მსხვერპლიც.


მეცნიერთა უმრავლესობა ვიწრო ცნების მომხრეა, ანუ ვიქტიმოლოგიას
მიიჩნევს კრიმინოლოგიის, როგორც მეცნიერების, ერთ-ერთ ნაწილად. ისინი ვიქტიმოლოგიის შესწავლის საგნად მიიჩნევენ დამნაშავისა და დანაშაულის ჩადენის და მისი კონტროლის პროცესს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ
ვიქტიმოლოგია შეისწავლის დანაშაულის მსხვერპლის პიროვნებას, მის მსხვერპლად გახდომის გარემოს, მის საქციელს, როგორ მსხვრპლად გახდომის მომენტში ასევე მას შემდეგ და მსხვერპლად გახდომით გამოწვეულ შედეგებს. გარდა ამისა ის შეისწავლ ურთიერთობას მსხვერპლსა და დამნაშავეს შორის.

დამნაშავეს და დანაშაულის მსხვერპლს ერთმანეთთან ურთიერთობა აქვთ, როგორც სუბიექტს და ობიექტს. ვიქტიმირებს არსი მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ დამნაშავე ცდილობს მსხვერპლი თავისი დანაშაულის ობიექტად აქციოს. დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავეა ის, ვინც მსხვერპლს ზარალი, ზიანი მიაყენა, ხოლო მსხვერპლია ის, ვინც ზარალი, ზიანი განიცადა.

მსხვერპლი შეიძლება იყოს ადამიანი, ორგანიზაცია, საზოგადოება, სახელმწიფო, რომელსაც ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებით საფრთხე შეექმნა, დაზიანდა, დაზარალდა ან განადგურდა. დაზარალებულები შეიძლება ასევე იყვნენ დანაშაულის შედეგად დაღუპული პირის ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები. ამერიკელი კრიმინოლოგის შაფერის (Schafer) აზით არ არსებობს დანაშაული მსხვერპლის გარეშე. დანაშაულებრივი ქმდებით ვიღაც უნდა საფრთხეში ჩავარდეს, დაზარალდეს,
დაზიანდეს ან განადგურდეს. დანაშაულის ჩადენის დროს, ან მოგვიანებით, შეიძლება განიცადოს ეკონომიკური ზარალი, სოციალური, მორალური, ფიზიკური და ფსიქიკური ზიანი, რომელიც სახელმწიფო კონტროლის ორგანოების მხრიდან მთლიანად იგნორირებულია, ვინაიდან ძალიან ხშირად მმართველობის ორგანოები ცდილობენ დამნაშავის რესოციალიზაციას და ავიწყდებათ, რომ დანაშაულის მსხვერპლიც
მოითხოვს საზოგადოებაში კვალავდაბრუნებას.

გერმანელმა მეცნიერებმა პიროვნების ვიქტიმირება დაყვეს სამ ეტაპად, ადამიანის პირველადი (ძირითადი) ვიქტიმირება, ადმიანის მეორადი (არაძირითადი) ვიქტიმირება და ადამიანის მესამედი ვიქტიმირება.
ადამიანის პირველადი და მეორადი ვიქტიმირება დამოკიდებულია სხვა ადამიანისაგან მასზე განხორციელებული ქმედებით, ხოლო მესამეული ვიქტიმირება არის მისი ვიქტიმირებიდან გამოწვეული ფსიქოლოგიური შედეგი.

პიროვნების პირველად ვიქტიმირებად ითვლება დანაშაულის ჩადენით მსხვერპლის მიმართ წარმოშობილი ფსიქიკური, ფიზიკური და მატერიალური ზიანი. დანაშაულის მსვერპლს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფსიქიკური სიმპტომი: დეპრესია, უძილობა, შიში, თავის ტკივილი, მოუსვენრობა, უსიამოვნო სიზმრები, ხშირია სოციალურ ურთიერთობებში ხელის შეშლა და ადამიანებისადმი ნდობის დაკარგვა.

პიროვნების მეორადი ( არაძირითადი) ვიქტიმირება ხდება მასთან ურთიერთობაში მყოფ პიროვნენების მიერ გაკეთებული განცხადებებით, ან მორალური სახის პრეტენზიების გამოთქმით მსხვერპლის საქციელთან მიმართებაში. მაგ. „ასეთ დროს იქ რა გინდოდა“, „რატომ სხვა ადგილას არ შეინახე“ და ა.შ.

კრიმინოლოგ შნაიდერის აზრით მსხვერპლი, რომელიც შეეწინააღმდება დამნაშავეს სოციალურად ახლომგდომი ადამიანებისაგან უფრო აღიარებულია, ვიდრე ის მსხვერპლი, რომელმაც წინააღმდეგობა არ გაუწია მას.

მესამედ ვიქტიმირებას ადგილი აქვს, როდესაც დანაშაულის მსხვერპლს პირველადი და
მეორადი ვიქტიმირებიდან გამომდინარე, აღარ სჯერა რომ დაცული იქნება დანაშაულისგან, როგორც სახელმწიფო სტქუქტურების, ასევე ახლო სოციალური გარემოს მხრიდან, იგი საკუთარ თავს გარშემომყოფთა მსხვერპლად მიიჩნევს და არ შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა.ამგვარი დადმიანები მიეკუთვნებიან დანაშაულის მსხვერპლის ისეთ კატეგორიას რომელთა რევიქტიმიზაცია ახლო მომავალში კიდევ არის მოსალოდნელი.

პიროვნების ვიქტიმირების თავიდან აცილება მეორადი (ან მესამედი) ვიქტიმირების თავიდან აცილება შესაძლებელია თუ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები რომლებიც პირველები ამყარებენ ურთიერთობას დაზარალებულთან გაითვალისწინებენ შენდეგ გარემოებებს:

დაზარალებულის დაკითხვა ჩატარდეს ისეთ ადგილას, სადაც არ იმყოფებიან უცხო ადამიანები, არ ხდება დაკითხვის ოთახში ხალხის შედინება- გადინება;დაზარალებული
უნდა დაიკითხოს შემთხვევის ადგილიდან და დამნაშავისგან შორს, რათა მას არ ეშინოდეს ხელმეორე თავდასხმისდაზარალებულს უნდა განემარტოს რომ მისი სურვილის საფუძველზე შესაძლებელია მისთვის სანდო პიროვნების დაკითხვაზე დასწრება თუ ის ხელს არ შეუშლის დაკითხვას და დაამშვიდებს დაზარალებულს.
სამართლებრივი ორგანოების წარმომადგენლის მხრიდან დაზარალებულის ნდობის მოპოვება (საკუთარი თავის წარდგენა, დაკითხვის დაწყება ზოგადი საუბრით და ა.შ.) მისი დაზარალებულად გახდომისადმი მგრძნობიარედ მოპყრობადაზარალებულის
მიერ დანაშაულის გადმოცემის პრობლემისადმი მოთმინების გამოჩენა და საკმარისი დროის დათმობა.თუ დაზარალებული ნასვამ მდგომარეობაშია ტოლერანტობის გამოჩენა;დაზარალებულის მონათხრობის დამაჯერებლობაში არა უცაბედათ დაეჭვება, ვინაიდან დაზარალებული რეალურად (დანაშაულის შემდეგ) ახლა ახდენს მომხდარის რეკონსტრუქციას, რა დროსაც შესაძლებელია უზუსტობები დაუშვას მან; დაზარალებულისთვის იმის შთაგონება, რომ მისი ქმედების თუ ყმოქმედობის მიუხედავად, დამნაშავე მას მაინც ისე მოექცეოდა როგორც მოექცა. აჭნიშვულით დაზარალებული აღარ მოახდენს საკუთარი თავისადმი ბრალდებების წაყენებას და იგი მომხდარს უფრო მეტი სიზუსტით (კომენტარების გარეშე) გადმოსცემს.
კომენტარი ხშირად დაზარალებულს უკაგავს მოვლენების თანმიმდევრობით გადმოცემას იგი „ხტუნაობს“ მოვლენების აღწერის დროსდაზარალებულს უნდა დაუსვას მისთვის გასაგები კითხვები; განემარტოს რთული კითხვა, მით უფრო, თუ ეს კითხვა ინტიმურ ხასიათს ატარებს. გარდა ამისა, მას უნდა განემარტოს, რო ასეთ ინტიმურ კითხვაზე პასუხის გაცემა მისი ინტერესებიდან გამომდინარეობსლთუ დაზარალებული სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვან დეტალებს ვერ იხსენებს, უმჯობესია მისი დაკითხვის სხვა დროისათვის გადადება და არა ჩვენების მიცემის დაძალება. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელმა დაზარალებულათან საუბარში ხაზი უნდა გაუსვას, რომ იცი აღარ გახდება დანაშაულის მსხვერპლი და, რომ მას დანაშაულის არ უნდა ეშინოდეს, რომ მომხდარი უბრალო შემთვევითობა იყო. მსხვერპლის გასაგონად უნდა მოხდეს დამნაშავის დაჭერის ან ძებნის დაწყების ოპერაციისათვის სამართლებრივი მსვლელობის მიცემა, რათა მსხვერპლმა იგრძნოს პოლიციის თანადგომა, და რომ პოლიციის ქმედება მისი ინტერესების დასაცავად არის მიმართული. გარდა ამისა, თითოეული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმირებული უნდა იქნეს დაზარალებული;სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელმა უნდა გადასცეს დაზარალებულს იმ სახელმწიფო და აზოგადოებრივი
უწყებების მისამართები, რომლებიც დაზარალებულებს ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ;დაზარალებულის ჩვენების ფირზე ჩაწერა, რომ მას აღარ მოუწიოს მრავალჯერ ჩვენების მიცემა (გაუპატიურების საქმეებზე ძირითადად);ბრალდებულის
სასამართლო დარბაზიდან გაყვანა დაზარალებულის დაკითხვისას;სხვა
სასამართლო დარბაზიდან დაზარალებულის დისტანციური დაკითხვა აუდიო-ვიდეო აპარატურის გამოყენებით.

დანაშაულის მსხვერპლთან მიმართებაში პირველ რიგში ისმის
კითხვები, რატომ გახდა კონკრეტულად ეს ადამიანი და არა სხვა დანაშაულის მსხვერპლი?

ამ კითხვისთვის პასუხის გასაცემად კრიმინოლოგებმა შეიმუშავეს პიროვნების ვიქტიმირების ტიპები.

ვიქტიმირების არაერთი ტიპოლიგია არსებობს. მათგან ყველაზე ცნობილი და ძველი არის ჰანს ჰენტინგის მსხვერპლის ტიპოლოგია, რომელსაც საფუძვლად უდევს ოჯახური
ადგილმდებარეობრივი, დროებრივი და ასაკობრივი ასპექტები.

1.ახალგაზრდები.

ისინი მსხვერპლნი ხდებიან გამოუცდელობის გამო.მსხვერპლად გახდომის ალბათობა
მოზარდებში დიდია გარდატეხის პერიოდში, ვინაიდან ამ დროს მოზარდში აღინიშნება
ენერგიის დიდი მოზღვავება, რის გამოც ყოველგვარი სულიერი და მორალური ნორმების გაუთვალისწინებლად სურს თავი გამოიჩინოს.
2.მოხუცები.
ისინი მსხვერპლები ხდებიან ასაკიდან გამომდინარე ასებული ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური პრობლემების გამო.
image3. მანდილოსნები.
ისინი მსხვერპლნი ხდებიან მათი ბიოლოგიური წანმომავლობის, „ფიზიკური სისუსტის“ გამო.
4. შშმ პირები
ამ ჯგუფში შედიან როგორც ფიზიკური ასევე გონებრივი ჩამორჩენის მქონე პირები . მათ უჭირთ წინააღმდეგობის გაწევა და შესაბამისად საკმაოდ მოწყვლად ჯგუფს
წარმოადგენს.
5. ემიგრანტები და უმცირესობები.
ემიგრანტების ან სხვა რელიგიური თუ ეროვნული უმცირესობების დევნას
ისტორიულად ხშირად სახელმწიფო სტრუქტურები უწყობენ ხელს.
6. მოგების მსურველები.
მოტყუებული თაღლითი, გაქურდული ქურდი, ანუ პირი, რომლებსაც ქონებრივი მოგების მიღების მიზნით სხვისი მოტყუება სურს, მაგრამ ბოლოს თვითონ გამოდის მოტყუებული, რადგან სხვა მასზე ჭკვიანი აღმოჩნდება.
დაზარალებულთა დიდი ნაწილის მოთხოვნაა რესოციალიზაცია, რაც გულისხმობს დროის მოკლე მონაკვეთში მსხვერპლის ეკონომიკური და ფსიქო-სოციალური მდგომარეობის იმ სახით აღდგენას, რაც იყო დანაშაულის ჩადენამდე.

დაზარალებულისათვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ორგანოებმა აღიარონ, რომ მის მიმართ დანაშაული იქნა ჩადენილი, ეს მსხვერპლს ეხმარება მიღებული ტკივილის გადატანაში, მისთვის მნიშვნელოვანია, დამნაშავე მიხვდეს, რომ მისი საქციელი შეცდომა იყო და საზოგადოებრივად დასაგმობია. შესაბამისი რეეაგირება სახელმწიფოს მხრიდან დაზარალებულში აჩენს მადლიერებისა და კმაყოფილების შეგრძნებას.

დაზარალებულს დაკარგული აქვს რწმენა სახელმწიფოსა და გარშემომყოფების მიმართ, რადგან მათ ვერ შეძლეს მისი დაცვა, ამ ნდობის სწრაფი აღდგენა მსხვერპლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნილებაა.

განსხვავებული ხასიათის მოთხოვნილება შეიძლება გაჩნდეს განსხვავებული ტიპის დანაშაულის მსხვერპლთათვის, ისეთი ტიპის დანაშაულის მსხვერპლს, რომელსაც სხეულის დაზიანება არ განუცდია (ქურდობა, თაღლითობა) საკმარისია მატერიალური დანაკარგის ანაზღაურება. ხოლო დაზარალებულებში, რომელთაც განიცადეს ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, საჭიროა როგორც მატერიალური ანაზღაურება (თუ ასეთი დანაკარგი არსებობს), ასევე, დანაშაულის შედეგად მიყენებული ტრავმის განკურნებისათვის საჭირო თერაპიის ფულადი თანხა, ვინაიდან მსგავსი დანაშაულის მსხვერპლთა დიდ ნაწილს ასეთი თერაპია ესაჭიროება.


ბოლო 20 წელიწადში ჩატარებულმა კვლევებმა დაადგინეს, რომ რესოციალიზაციისათვის საჭიროა სამი პრევენციული ღონისძიება: 1) მატერიალური ზარალის ანაზღაურება. 2) რევიქტიმიზაციის თავიდან აცილება. 3) ვიქტიმიზაციის შედეგად მოქმედი სახელმწიფო ნორმების მიმართ რწმენის ამაღლება.


ეს უკანასკნელი ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა დაზარალებული უკმაყოფილოა სახელმწიფო ორგანოებისა და სამართალდამცავების მუშაობით. საჭიროა დამნაშავისათვის სისხლის სამართლის საპროცესო უფების მიცემა და დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა მხვერპლმა თავი იგრძნოს მიტოვებულად და უნდობლობა გაუჩნდეს საზოგადოებისა და „სამართლიანი სახელმწიფოს“ მიმართ, შედეგად, თავად გადაწყვიტოს სამართლიანობის აღდგენა და დამნაშავის მიმართ გამოხატულმა სიძულვილმა ის აიძულოს ჩაიდინოს დანაშაული.


გარდა ამისა, სახელმწიფოს მიმართ არსებული უნდობლობა დაზარალებულს ხელს უშლის მოქალაქეობრივი უფლებამოსილებების განხორციელებაში (არჩევნებში მონაწილეობა და სხვა) რაც ამცირებს ადამიანის რწმენას საკუთარი თავის მიმართ, ეს კი ზრდის რევიქტიმიზაციის ალბათობას.

0
880
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ანა ჯვარშეიშვილი
ანა ჯვარშეიშვილი
880
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0