x
ტეკილა
image ტეკილას ისტორია VIII საუკუნეში იღებს სათავეს, როცა ერთ-ერთმა ინდიელმა ტომმა კაკტუსის სახეობისგან-აგავისგან, პულკეს რძისფერი, ქაფიანი, 4-დან 6 გრადუსამდე სიძლიერის წვენის გაკეთება ისწავლა. ლეგენდის თანახმად, ინდიელებმა პულკეს დამოუკიდებლად კი არ მიაკვლიეს, არამედ ამაში ღმერთი დაეხმარათ. აგავის ნაყოფს მეხი დაეცა და იგი ორ ნაწილად გააპო, მისი გულიდან ნექტარი გადმოიღვარა. am wvens adgilobrivebi pulkes
uwodebdnen. დიდი ხნის განმავლობაში პულკე ერთადერთ მექსიკურ ალკოჰოლურ სასმელს წარმოადგენდა. ეს იქამდე გრძელდებოდა, ვიდრე ესპანელებმა სპირტის გამოხდის ევროპული ტექნოლოგიები არ შემოიტანეს. პირველად აგავის ტკბილი წვენის გამოხდის შედეგად მიღებული პროდუქტი მესკალი 1521 წელს აწარმოეს.


image

არაყი ტეკილა მექსიკაში 1656 წლიდან არის ცნობილი და მისი სახელი


წარმოდგება ადგილობრივი ინდიელების ტომისაგან _ Tequlli, რომელიც მექსიკაში ჩ.წ. III საუკუნიდან ცხოვრობდა. ტეკილას მამად ისტორიამ დონ პედრო სანჩესი დე ტაგლი, ალტამირის მარკიზი შერაცხა, რომელმაც 1600 წელს ტეკილას პირველი ქარხანა დააარსა.


პირველი მწარმოებელი, რომელმაც 1795 წელს მიიღო ლიცენზია ტეკილას ოფიციალური წარმოებისთვის, Jose Maria Cuervo იყო. მარკა "Jose Cuervo" ცოცხალია და წესისამებრ, უძველესად ითვლება.



imageტეკილას დალევის ტრადიცია მარილით და Limones-ით (მექსიკური ლიმონი,

რომელიც წააგავს ლაიმას) ცნობილია გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან, როდესაც მექსიკაში გავრცელდა გრიპის ეპიდემია. ექიმებს არ გააჩნდათ სამკურნალო საშუალება, ანტიბიოტიკები და ტეკილასთან ერთად მარილის და ლიმონის მიღებას ურჩევდნენ ავადმყოფებს, რადგან მარილი ორგანიზმში აბალანსებს მინერალურ ნივთიერებებს, ხოლო ლიმონი და ალკოჰოლი საკმაოდ ძლიერი ანტიბიოტიკები არიან.

0
347
შეფასება არ არის
ავტორი:Dr-House
Dr-House
347
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0