x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პროფესიული არჩევანი

ადამიანი დღის განმავლობაში უამრავ გადაწყვეტილებას იღებს და ხშირ შემთხვევაში ამას ავტომატურად აკეთებს. მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში ხშირად გვიწევს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და შესაბამისად დიდი დაფიქრება და ანალიზი გვჭირდება იმისათვის, რომ მივიდეთ საბოლოო აზრამდე. ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში პროფესიული არჩევანის გაკეთება მნიშვნელოვანი ეტაპია. ისინი დიდ ძალისხმევას ხარჯავენ იმისთვის, რომ მიიღონ სწორი გადაწყვეტილება.
პროფესიული გადაწყევტილების მიღების პროცესში ერთვება ძალიან ბევრი ფაქტორი, მათ შორისაა: ინტერესები, ღირებულებები, განწყობები, ბაზარი, კულტურა და ა.შ სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას პირონება.
დღესდღეობით საქართველოში ძალიან რთული მდგომარებაა ამ მხრივ რადგან მოსწავლეებს არანაირი ინფორმაცია არ აქვთ პროფესიების შესახებ და ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება თითქმის ბრმად უხდებათ. დღესდღეობით ახალგაზრდებს მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ ამა თუ იმ პროფესიის შესახებ და ეს წარმოდგენა იქმნება ცალკეული პიროვნებების სუბიექტური აზრებით, რომლებიც შეიძლება საერთოდ არ იყვნენ კომპეტენტურები ამ საკითხებში და თავის აზრებს ახვევდნენ მოზარდებს .
2015 წლის მონაცემების მიხედვით ყველაზე მოთხოვნადი პროფსია ბიზნეისის ადმინისტრირება იყო(15098 სტუდენტი), მეორე ადგილზე იურიდიული ფაკულტეტი იყო ხოლო მესამე ადგილზე სამშენებლო ფაკულტეტი. წინა წლებთან შედარებით იმატა სტუნენტთა რაოდენობამ უფასო ფაკულტეტებზე : იტორია, ქიმია, ბილოგია, ქართული ფილოლოგია, პედაგოგიკა და ა.შ ვფიქრობ, რომ ეს კარგი გზაა იმისათვის, რომ მეტი მოტივაცია მისცენ ახალგაზრდებს დაეუფლონ ისეთ პროფესიას რომელიც არც ისე „პრესტიჟულია“.

ძალიან რთულია imageimageმწირი ინფორმაციის და დროის უქონლობის დროს მოსწავლემ მიიღოს შესაფერისი გადაწყვეტილება, მათ არ აქვთ დაფიქრებისთვის საჭირო დრო, რომც მოვაგვაროთ ინფორამციულობის საკითხი, მაინც რჩება დროის პრობლემა. ისინი ბრმად იღებენ გადაწყვეტილებებს და არ ფიქრობენ საკუთარ ინტერსებზე, ღირებულებებზე, მისწრაფებებზე და უნდათ ის რაც სინამდვილეში გააზრებული არ აქვთ.
რეალურად კი, ადამიანის კარიერული წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად იცნობს ის საკუთარ თავს, რამდენად შეუძლია მას თავისი `მე-კონცეფციის(მე კონფეფცია სიუპერის მიხედვით არის ინდივიდის წარმოდგენა საკუთარი თავის შესახებ) იდენტიფიცირება და პროფესიის არჩევის პროცესში მისი აქტიურად გამოყენება. კარიერასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების
მიღების პროცესის შესახებ რამდენიმე თეორიაა ჩამოყალიბებული, ერთ-ერთი ყველაზე მიღებული დონალდ სიუპერის კარიერული და ცხოვრებისეული განვითარების თეორიაა. სიუპერმა ერთ-ერთმა პირველმა დაახასიათა პროფესიული არჩევანი და კარიერასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები როგორც დინამიური, განვითარებადი პროცესი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება. სიუპერის მიხედვით, პროფესიულ `მე-კონცეფციაზე~ პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის პიროვნული თავისებურებები, შესაძლებლობები, ინტერესები, გამოცდილება და ღირებულებები. სიუპერის მიხედვით, კარიერული განვითარება ხუთი ერთმანეთისაგან განსხვავებული საფეხურისაგან შედგება.ესენია: ზრდა, გამოკვლევა, დაფუძნება, შენარჩუნება, აქტივობის შემცირება. განვმარტავ თითოეულ მათგანს:
ზრდის სტადია. სიუპერის მიხედვით, კარიერული განვითარების პირველ სტადიას ზრდა წარმოადგენს. იგი ძირითადად 14 წლამდე გრძელდება. ამ სტადიაზე ყალიბდება ინდივიდის დამოკიდებულებები და ქცევები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მისი `მე-კონცეფციის~ განვითარებაში. გარემოსთან ურთიერთქმედების საფუძველზე ადამიანები ეცნობიან სამუშაოს ძირითად მახასიათებლებს.
ყველა ბავშვი და მოზარდი ძირითადად ზრდის სტადიაზე იმყოფება, თუმცაღა ზრდასრული ადამიანიც (განსაკუთრებით ის, ვინც ჯერ კიდევ განიხილავს კარიერასთან დაკავშირებულ სხვადასხვა შესაძლებლობას შეიძლება იყოს კარიერული განვითარების ზრდის სტადიაზე.)
გამოკვლევის სტადია. კარიერული განვითარების პროცესის შემდეგი სტადიაა გამოკვლევა, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესის ბირთვად მიიჩნევა. იგი დაახლოებით 15-დან 24 წლამდე გრძელდება. გამოკვლევის სტადია სამი ეტაპისაგან, ამოცანისაგან შედგება: არჩევანის გამოკვეთა, დაკონკრეტება და არჩევა.
 გამოკვეთა. გამოკვეთის ეტაპი პროფესიასთან დაკავშირებული ოცნებებით ხასიათდება. ამ ეტაპზე გაჩენილი რომელიმე ვარიანტი შეიძლება
რეალობადაც იქცეს, თუმცა მათი უმეტესობა უფრო იდეალისტურ ხასიათს ატარებს, ვიდრე რეალისტურს.
 დაკონკრეტება. კარიერული განვითარების გამოკვლევის სტადიის შემდეგი ეტაპია დაკონკრეტება. იგი მოიცავს ბევრი ვარიანტიდან რამდენიმე ისეთი პროფესიის ამორჩევას, რომელსაც ინდივიდი შემდგომში უფრო დეტალურად შეისწავლის.
 არჩევა. მრავალი პროფესიიდან რამდენიმე ვარიანტის შერჩევისა და შემდგომი არჩევანის გაკეთების პროცესში პროფესიულ თვითგამორკვევას უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. ამ პროცესში გასათვალისწინებელია ადამიანის პიროვნული თვისებები, ინტერესები, უნარები, შესაძლებლობები, გამოცდილება და ღირებულებები. ასევე მეტად მნიშვნელოვანია „შრომის სამყაროს“ შესახებ ინფორმაციის მიღება.
დაფუძნების სტადია. კარიერული განვითარების გამოკვლევის სტადიის დასრულების შემდეგ დაფუძნების სტადია იწყება, რომელიც არჩეულ პროფესიაში გამოცდილების დაგროვებას გულისხმობს და დაახლოებით 24-დან 44 წლამდე გრძელდება. ამ დროს ხდება მიღებული გადაწყვეტილების ერთგვარი გამოცდა და მისი მართებულობის განსაზღვრა.
დაფუძნების სტადია სამი ეტაპისაგან შედგება, ესენია:
 გამოცდის ეტაპი (25-30 წლები) _ ამ ეტაპზე ინდივიდი განსაზღვრავს შეესაბამება თუ არა მას არჩეული სფერო.
 სტაბილიზაციის ეტაპი (30-40 წლები) _ მოცემულ პერიოდში ინდივიდს დასახული აქვს პროფესიული მიზნები და დაგეგმილი აქვს კარიერა, რომელიც მოიცავს დაწინაურებას, სამსახურის შეცვლას, საგანმანათლებლო აქტივობებს და ა. შ.
 კარიერული კრიზისის ეტაპი (35-45 წლები) _ ეს პერიოდი ძირითადად საკუთარი მიზნებისა და მიღწევების კიდევ ერთხელ შეფასებას გულისხმობს.
შენარჩუნების სტადია. კარიერული განვითარების პროცესის მეოთხე სტადია შენარჩუნება გახლავთ, რომელიც 45-დან 65 წლამდე გრძელდება. ამ დროს სტაბილურობა დასაქმებულის ძირითად მიზანს წარმოადგენს. შენარჩუნების სტადიაზე მყოფი ადამიანების უმეტესობა აგრძელებს სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და გამოცდილების დაგროვებას არჩეულ სფეროში.
აქტივობის შემცირების სტადია. კარიერული განვითარების ბოლო, აქტივობის შემცირების სტადია ადამიანის ცხოვრებაში სამუშაოს როლის შემცირებას გულისხმობს. ეს სტადია ძირითადად საპენსიო ასაკის მოახლოებასთან ერთად დგება. აქტივობის საბოლოოდ შემცირება პენსიაზე გასვლის დროს ხდება, თუმცა ბევრი ადამიანისათვის ეს პერიოდი ერთი საქმიანობის მეორეთი ჩანაცვლებას წარმოადგენს.

0
146
1-ს არ მოსწონს
ავტორი:თინათინ ბუჩუკური
თინათინ ბუჩუკური
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0