x
image
პროფესორი
ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში

ძვ.წ. 433 წელს მოქანდაკე ფიდიასმა ზევსის, ბერძენთა ღმერთის ქანდაკება დაასრულა.ქანდაკება, რომელიც საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიაში მისთვის სპეციალურ აგებულ ტაძარში იდგა, სიმაღლეში 13მ-ს აღწევდა-ე.ი დღევანდელ 4სართულიან სახლზე მაღალი იყო.ქანდაკება მრავალ ძვირფას მასალას შეიცავდა-სპილოს ძვალსა და ტონაზე მეტ ოქროს.მის თითეულ მხარეს 13, ხოლო თითეულ ბოლოს 6სვეტი ამშვენებდა.ზევსის კვერთხის წვერზე ოქროს არწივი იჯდა.ეს ღმერთის ძალაუფლებაზე მეტყველებდა.


ყველა მნახველს აოცებდა ქანდაკების სიდიდე, ასევე მცირე დეტალების დახვეწილობა.ფიდიასმა ზევსი ტახტზე მჯდომი გამოსახა.ზევსი ისე ბუნებრივი იყო, რომ ხალხს ეგონა თითქოს ცოცხალ ღმერთს უყურებდა.ქანდაკება მრავალი საუკუნის განმავლობაში იდგა, მაგრამ რომაელთა ბატონობის დროს მიივიწყეს.გადმოცემის თანახმად, ქანდაკების ნაწილები ახ.წ. 394 წელს ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში(დღევანდელი სტამბოლი) გადაიტანეს, სადაც ისინი ხანძარმა იმსხვერპლა.

image

0
421
6-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
421
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0