x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ინტერნეტზე დამოკიდებულება
imageფსიქოლოგიური
დამოკიდებულება ყველაზე მეტად გავრცელებული მოვლენაა ჩვენს ცხოვრებაში. ფსიქოლოგიური დამოკიდებულების ქვეშ იგულისხმება არაკონტროლირებადი
ლტოლვა რაიმეს მიმართ:
ალკოჰოლის ან საკვების მიღებისადმი, ტელევიზორის ყურების ან ინტერნეტსაიტების დათვალიერებისადმი. ფსიქოლოგიური
დამოკიდებულება აღმოცენდება მაშინ, როდესაც ჩნდება რაიმე გადაუჭრელი ცხოვრებისეული პრობლემები, დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებები:ადამიანი გრძნობს რაიმეს მწვავე დეფიციტს, ადგილი აქვს პიროვნების შინაგან გადაუჭრელ კონფლიქტებს ან სირთულეებს გარშემო არსებულ ადამიანებთან ურთიერთობაში.
ინტერნეტ-დამოკიდებულება (ინტერნეტ-ადიქცია) მიეკუთვნება არაქიმიურ დამოკიდებულებათა კლასს. თუ გავნსაზღვრავთ ადიქტიურ ქცევას, როგორც რეალობიდან გაქცევას ფსიქიკური მდგომარეობის შევლის გზით(Короленко Ц.П.), შეიძლება ითქვას, რომ ის რეალობა, რომელიც იქმნება კომპიუტერის საშუალებით, რა თქმა უნდა, ცვლის ფსიქიკურ მდგომარეობას, რითაც სარგებლობენ ინტერნეტ-ადიქციისაკენ მიდრეკილი ადამიანები. კომპიუტერის მომხმარებელი, რომელიც მიდრეკილია ადიქციისაკენ, კომპიუტერით სარგებლობისას იმყოფება ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობაში-ფსიქოლოგიურ ტრანსში. გაყინული სახე, რომელიც მონიტორის ეკრანსაა მიშტერებული, შენელებული რეაქცია(ან რეაქციის არარსებობა)გარეგან გამღიზიანებლებზე-დამახასიათებელი სურათია ნეტაგოლიზმისკენ მიდრეკილი მომხმარებლებისა.


მოცემული ფენომენის კვლევა არც თუ
ისე დიდი ხნის წინ დაიწყო.ინტერნეტზე დამოკიდებულების ფენომენის ფსიქოლოგიურ
შესწავლაში პირველობა ორ ამერიკელს ეკუთვნის:კლინიკურ ფსიქოლოგს კიმბერლი იანგს და ფსიქიატრ აივენ გოლდბერგს.1994 წელს კ.იანგმა შეიმუშავა და განათავსა ვებსაიტზე ინტერნეტზე დამოკიდებულების საკვლევი სპეციალური კითხვარი.1996 წელს ა.გოლდბერგმა კი შემოიტანა ტერმინი „ინტერნეტ-ადიქცია“(Internet – addiction) ინტერნეტში გაუსამართლებლად ხანგრძლივი, შესაძლოა პათოლოგიური, ყოფნის აღსანიშნავად.აგრეთვე შემოთავაზა დიაგნოსტიკური კრიტერიუმები ინტერნეტზე დამოკიდებულების განსასაზღვრად, რომელიც
შემუშავებული იყო აზარტულ თამაშებისადმი პათოლოგიური დამოკიდებულების(გემბლინგი) მახასიათებლების საფუძველზე.

1996 წელს ფსიქიკური დაავადებების ოფიციალურ კლასიფიკაციაში ახალი განყოფილება გაჩნდა – ”კიბერნეტიკული უხასიათობა”, რომელიც გამოწვეულია ვირტუალურ რეალობაში ხანგრძლივად ყოფნის შედეგად მიღებული სტრესითა და დაღლილობით.ზოგი სპეციალისტი საუბრობს ე.წ.”ინტერნეტ-დამოკიდებულების” სინდრომზე. სხვაგვარად მას ინტერნეტ ადიქცია (Internet Addiction Disorder ან IAD) ეწოდება. ამ სინდრომის მქონე ადამიანებს ნეტაჰოლიკებს (Netaholic) ან
ინტერნეტ ადიქტებს უწოდებენ. დასავლურ ქვეყნებში ინტერნეტ
ადიქციას ზოგ შემთხვევაში მოიხსენიებენ როგორც „Facebook Depression“.

თუმცა ყველაზე კარგად ეს პრობლემა პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა კიმბერლი იანგმა იკვლია.მან გამოყო ინტერნეტდამოკიდებულების მქონეთა ორი ჯგუფი.ესენია,


1)ურთიერთობაზე
დამოკიდებულები;

2)ინფორმაციაზე
დამოკიდებულები.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ინტერნეტ-დამოკიდებული
ადამიანების 91% ქსელს სხვა ადამიანებთან ურთიერთობისთვის
იყენებს, დანარჩენ 9%-ს კი ინტერნეტის ინფორმაციული რესურსები იზიდავს.


ამასთანავე კ.იანგი გამოყოფს შემდეგ ფაქტორებს, რომელთა საშუალებითაც ვითარდება ინტერნეტ-ადიქცია:



1)ინფორმაციის
ხელმისაწვდომობა;

2) ქსელებში
ურთიერთობის ანონიმურობა;

3)ონლაინ
ურთიერთობებისადმი ქვეცნობიერი ნდობა;

4)სიმარტივე
გამოყენებაში.

ათასობით კილომეტრის დაშორებით მყოფ ადამიანებთან ურთიერთობის შესაძლებლობა კიდევ ერთი უნიკალური საშუალებაა, რომელსაც ინტერნეტი გვთავაზობს.

ამასთანავე კ.იანგი გამოყოფს 4
მახასიათებელს, რომელთა არსებობა შეიძლება მიგვითითებდეს ინტერნეტდამოკიდებულებაზე:

1) e-mail-ის შემოწმების აკვიატებული სურვილი;
2)ინტერნეტში შემდგომი შესვლის მუდმივი სურვილი;
3)გარშემომყოფთა ჩივილი, რომ ადამიანი ძალიან დიდ
დროს ატარებს ინტერნეტში ;
4)გარშემომყოფთა ჩივილი, რომ ადამიანი ძალიან დიდ
ფულად თანხებს ხარჯავს ინტერნეტზე.

კ.იანგმა აგრეთვე გამოყო ინტერნეტდამოკიდებულების შემდეგი
სტადიები:

1)პირველ სტადიაზე ხდება ინტერნეტითა და იმ ახალი
შესაძლებლობებით დაინტერესება, რომლებსაც ინტერნეტი გვთავაზობს.

2)მეორე სტადიაზე
იწყება ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტების ინტერნეტით თანდათან ჩანაცვლება

3)მესამე სტადიაზე უკვე შეიძლება ვილაპარაკოთ ე.წ.
“გაქცევაზე“.


დოქტორ მ.ორზქაკმა გამოყო
ინტერნეტდამოკიდებულებისათვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური და ფიზიკური
სიმპტომები.


ფსიქოლოგიური სიმპტომებია:

1)კარგი გუნებგანწყობა ან ეიფორია კომპიუტერთან
ყოფნისას;
2)შეწყვეტის უუნარობა;
3)კომპიუტერთან გატარებული დროის ზრდა;
4)ოჯახისა და მეგობრების უგულებელყოფა;
5)სიცარიელის, გაღიზიანების შეგრძნება ნებისმიერი
საქმიანობის დროს, რომელიც არაა დაკავშირებული კომპიუტერთან;
6)თანამშრომლების ან ოჯახის წევრებისაგან სიმართლის
დამალვა საკუთარი ინტერნეტთან დაკავშირებული
საქმიანობის შესახებ;
7)სამსახურთან ან სწავლასთან დაკავშირებული
პრობლემები.


ფიზიკური სიმპტომები:

1)კარპალური არხის სინდრომი;
2)სიმშრალის შეგრძნება თვალებში;
3)თავის ტკივილები, შაკიკი;
4)ტკივილები ზურგის არეში;
5)არარეგულარული კვება;
6)პირადი ჰიგიენის უგულებელყოფა;
7)ძილის დარღვევები.

მაშინ რას წარმოადგენს ჩვეულებრივი, ნორმალური
ინტერნეტმოხმარება?

რ.დევისის მიხედვით, ინტერნეტის ჯანსაღ მომხმარებლებს აქვთ ინტერნეტით სარგებლობისას მკაფიო მიზანი, რომლის მისაღწევადაც ხარჯავენ დროის გონივრულ და შეზღუდულ რაოდენობას.ამასთანავე ისინი არ განიცდიან ფსიქოლოგიურ ან კოგნიტურ დისკომფორტს.ინტერნეტის ჯანსაღ მომხმარებლებს შეუძლიათ განასხვავონ ონლაინ ურთიერთობა რეალური ურთიერთობებისაგან.ინტერნეტი მათთვის მხოლოდ
სასარგებლო ინსტრუმენტს წარმოადგენს.



2
1095
შეფასება არ არის
ავტორი:მარი ხარშილაძე
მარი ხარშილაძე
1095
  
2023, 19 სექტემბერი, 22:45
მადლობა საინტერესო სტატიისთვის. თუ შეიძლება იანგის კვლევის, კონკრეტულად: ინტერნეტდამოკიდებულების მქონეთა ორი ჯგუფის შესახებ, წყარო რომ მომწეროთ.
2017, 8 თებერვალი, 2:51
სპეციალურად ამ სტატიის გამო დავრეგისტრირდი მინდოდა მეთქვა, რომ კომპიუტერი და ინტერნეტი ადამიანს ანადგურებს ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ეჰ იმდენის თქმა შემიძლია კომპიუტერის მავნებლობის შესახებ, მაგრამ ერთს ვიტყვი რომ კომპი. და ინტერნეტი საუკეთესო საშვალებაა ხალხის სამართავად და გამოსAYLEBEBLAD, თორე როცა ინტერნეტი არ იყო მშვენივრად ცხოვრობდა ხალხი. მოკლედ დროთა განმავლობაში ადამიანი მოსიარულე ზომბს ემსგავსება ამ ტექნიკების წყალობით :((((. მგონი აინშტაინმა თქვა: მეცოდება ის თაობა რომელიც კომპიუტერს მოესწრებაო და არც შემცდარა...
0 1 2