x
მეტი
  • 28.10.2016
  • სტატია:61695
  • ვიდეო:311079
  • სურათი:412069
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბრილიანტები–ლეგენდები და რეალობა.

გაგაცნობთ ბრილიანტებს, რომლებიც გამორჩეულნი არიან არა მხოლოდ იდეალური ფერით, ფორმით და ფასით, არამედ თავიანთი ისტორიით. ამ ქვების გამო იშლებოდა იმპერიები და იცვლებოდა ადამიანთა ბედი, ადგილი ჰქონდა ღალატსაც და საგმირო საქმეებსაც.


კუ­ლი­ნა­ნი


image

მსოფ­ლი­ო­ში უმ­ს­ხ­ვი­ლე­სი იუვე­ლი­რუ­ლი კლა­სის ალ­მა­სი - კუ­ლი­ნა­ნი 1905 წლის 26 იან­ვარს იპო­ვა ფრე­დე­რიკ უელ­ს­მა, სამ­ხ­რეთ აფ­რი­კა­ში პრე­მი­ე­რის მა­ღა­როს მე­ნე­ჯერ­მა. თავ­და­პირ­ვე­ლად ალ­მა­სი 3106.75 კა­რატს ანუ 621.35 გ იწო­ნი­და. იგი გა­და­ე­ცა ტრან­ს­ვა­ა­ლის მთავ­რო­ბას, რო­მელ­მაც იგი 1907 წლის 9 ნო­ემ­ბერს დი­დი ბრი­ტა­ნე­თის მე­ფეს ედუ­არდ VII მი­სი 66-ე და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად უბო­ძა. შემ­დეგ ის გა­იგ­ზავ­ნა ამ­ს­ტერ­დამ­ში, სა­დაც ძმებ­მა აშე­რებ­მა იგი 9 იუვე­ლი­რულ ბრი­ლი­ან­ტად და რიგ მცი­რე ფრაგ­მენ­ტად დაჭ­რა . უმ­ს­ხ­ვი­ლე­სი ნა­ტე­ხი­დან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ბრი­ლი­ან­ტი კუ­ლი­ნა­ნი I ანუ აფ­რი­კის ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი იწო­ნის 530.20 კა­რატს .იგი ახლა ბრიტანეთის მონარქის სკიპეტრს ამშვენებს,
ხოლო კულინან II- სამეფო გვირგვინს.
imageimage


ექ­სელ­სი­ო­რი


imageimage
ექ­სელ­სი­ო­რი ნა­პოვ­ნია 1893 წლის 30 ივ­ნისს სამ­ხ­რეთ აფ­რი­კის იაგერ­ს­ფონ­ტე­ი­ნის მა­ღა­რო­ში უც­ნო­ბი აფ­რი­კე­ლი მუ­შის მი­ერ. გა­სამ­ს­ჯე­ლოდ მას 500 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი და უნა­გი­რი­ა­ნი ცხე­ნი უბო­ძეს. 995.2 კა­რა­ტის მა­სის ალ­მა­სი ლონ­დონ­ში, კომ­პა­ნი­ის სა­თა­ვო ოფის­ში გა­და­ი­ტა­ნეს, სა­დაც 1895 წელს ის 11 ბრი­ლი­ან­ტად დაჭ­რეს. უმ­ს­ხ­ვი­ლე­სი - 68.68 კა­რა­ტის მა­სის - ბრი­ლი­ან­ტი ექ­სელ­სი­ორ I 1996 წლის მა­ის­ში რო­ბერტ მუ­ა­ვად­მა 2 682 000 აშშ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა .


ალ­ნა­ტი

image

ეს 101.29 კა­რა­ტის მა­სის ყვი­თე­ლი ალ­მა­სი ატა­რებს ბრი­ტა­ნე­თის არ­მი­ის მა­ი­ო­რის ალ­ფ­რედ ერ­ნესტ ალ­ნა­ტის სა­ხელს, რო­მელ­მაც იგი წი­ნა სა­უ­კუ­ნის 50-იანი წლე­ბის და­საწყის­ში აგ­რის ყა­ე­ნის კო­ლექ­ცი­ი­დან შე­ი­ძი­ნა. მა­ი­ორ­მა ალ­ნატ­მა ალ­მა­სი კარ­ტი­ეს გა­უგ­ზავ­ნა, რა­თა მის­გან საბ­რო­შე ბრი­ლი­ან­ტი დამ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო . 1996 წლის მა­ის­ში მა­ი­ორ ალ­ნა­ტის შთა­მო­მავ­ლებ­მა ბრი­ლი­ან­ტი ჟე­ნე­ვა­ში მოწყო­ბილ სოტ­ბის აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ტა­ნეს. ბრი­ლი­ან­ტი 3 043 496 დო­ლა­რად SIBA-ს კორ­პო­რა­ცი­ამ შე­ი­ძი­ნა.


კო­ხი­ნო­რი

imageimage
image

თავ­და­პირ­ვე­ლად კო­ხი­ნო­რი მო­იხ­სე­ნი­ე­ბა ინ­დო­ე­თის პირ­ვე­ლი დი­ა­დი მო­გუ­ლის ბა­ბუ­რის მო­გო­ნე­ბებ­ში. ბა­ბუ­რი 1526 წლის 4 მა­ისს ეწ­ვია აგ­რას, სა­დას მას ეს ალ­მა­სი უბო­ძეს. მი­სი ბუ­ნებ­რი­ვი მა­სა 190 კა­რატს შე­ად­გენ­და. 1547 წელს სპარ­სეთ­ში გოლ­კონ­დის მე­ფე იბ­რა­ჰიმ ქუთ­ბის ელ­ჩ­მა იგი სპარ­სე­თის თვით­მ­პყ­რო­ბელს ყურ შაჰს უბო­ძა.
ალ­მა­სი ხე­ლახ­ლა ჩნდე­ბა 1738 წელს, რო­ცა სპარ­სელ­მა ნა­დირ შაჰ­მა ინ­დო­ე­თის არ­მია და­ა­მარ­ცხა. ლე­გენ­დის პირ­ვე­ლი ვერ­სი­ის თა­ნახ­მად, ინ­დო­ე­თის დი­ად­მა მო­გულ­მა მო­ჰა­მედ­მა იგი ნა­დირ შაჰს სი­ცოცხ­ლი­სა და სა­მე­ფოს სა­ნაც­ვ­ლოდ გა­დას­ცა. მე­ო­რე ვერ­სია უფ­რო ტრა­გი­კუ­ლია: ნა­დირ შაჰ­მა იგი მო­ჰა­მე­დის დოლ­ბან­დ­ში მი­სი თა­ვის მოკ­ვე­თის­თა­ნა­ვე იპო­ვა. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გან­თ­ქ­მულ ალ­მასს სა­ხელ­წო­დე­ბა ნა­დირ შაჰ­მა მის­ცა: "კო­ხი­ნო­რი" სპარ­სუ­ლად სი­ნათ­ლის მთას ნიშ­ნავს.
სა­მოც­წ­ლი­ა­ნი სის­ხ­ლი­ა­ნი პე­რი­პე­ტი­ე­ბის შემ­დეგ ალ­მა­სი ისევ ინ­დო­ეთს უბ­რუნ­დე­ბა, სა­დაც მას პენ­ჯა­ბის სინ­გ­ჰე­ბის დი­ნას­ტია ეუფ­ლე­ბა. 1849 წლის 29 მარტს ბრი­ტა­ნუ­ლი დრო­შა ლა­ჰო­რის ცი­ხის გა­ლა­ვან­ზე აფ­რი­ალ­და და პენ­ჯა­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ბრი­ტა­ნე­თის იმ­პე­რი­ას შე­უ­ერ­თ­და. 1851 წლის­თ­ვის კო­ხი­ნო­რი ლონ­დონ­ში გა­და­ზი­დეს და სა­მე­ფო ოჯახს უბო­ძეს. 1852 წელს ალ­მა­სი და­ათ­ვა­ლი­ე­რა პრინც კონ­სორ­ტ­მა ალ­ბერ­ტ­მა, რო­მელ­საც მო­ეჩ­ვე­ნა, რომ იგი მქრქა­ლი და ელ­ვა­რე­ბას მოკ­ლე­ბუ­ლი იყო, რის გა­მოც ალ­მა­სის მო­წახ­ნა­გე­ბა გა­დაწყ­ვი­ტა. მო­წახ­ნა­გე­ბა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 8 ათა­სი გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი შე­ად­გი­ნა, ლონ­დონ­ში ჩა­ტარ­და და 38 დღეს გას­ტა­ნა. შე­დე­გად, ბრი­ტა­ნე­თის გვირ­გ­ვინ­მა მი­ი­ღო ოვა­ლუ­რი ფორ­მის 108.93 კა­რა­ტის მა­სის ბრი­ლი­ან­ტი.


შავი ორ­ლო­ვი

image

image



ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, ბრი­ლი­ან­ტი ორ­ლო­ვი თავ­და­პირ­ვე­ლად იყო ჰინ­დუს ქან­და­კე­ბის თვა­ლი, რის­თ­ვი­საც იგი დი­ა­დი მო­გუ­ლის ალ­მა­სი­დან ამოჭ­რეს, რითაც
წყევლა დაიმსახურეს მათაც და ყველამ, ვის ხელშიდაც ის აღმოჩნდებოდა.ამბობენ, რომ
„შავი ორლოვის" მსხვერპლი გახდა გრაფინია ნადეჯდა ორლოვა და გოლიცინა-ბარატინსკაია. და ჯეი პერისიც, რომელიც ბრილიანტის გაყიდვას შეეცადა ამერიკაში ( სარფიან კლიენტთან შეხვედრის ნაცვლად ნიუ-იორკის ერთ-ერთი ცათამბჯენიდან გადახტა). მაგრამ, როგორც ჩანს, ჭეშმარიტმა სიყვარულმა წყევლას მაინც აჯობა. მას შემდეგ, რაც „ შავი ორლოვი“ დენის პეტიზანის სამკაული გახდა, ცნობა სიკვდილიანობაზე აღარ გავრცელებულა.
დღეს დი­ა­დი მო­გუ­ლი აღარ არ­სე­ბობს. იგუ­ლის­ხ­მე­ბა, რომ 793 კა­რა­ტის მა­სის ეს ალ­მა­სი ნა­პოვ­ნია 1650 წელს გოლ­კონ­და­ში, მაგ­რამ 1665 წელს იგი, სა­ვა­რა­უ­დოდ, რამ­დე­ნი­მე ბრი­ლი­ან­ტად და­იჭ­რა.
1773 წელს გრაფ­მა ორ­ლოვ­მა იგი ამ­ს­ტერ­დამ­ში ეკა­ტე­რი­ნე მე­ო­რეს­თ­ვის აღ­მო­ა­ჩი­ნა. ფა­სით გა­ოგ­ნე­ბულ­მა რუ­სე­თის მბრძანებელმა უარი თქვა ბრი­ლი­ან­ტის შე­ძე­ნა­ზე. მა­შინ გრაფ­მა ორ­ლოვ­მა იგი თა­ვი­სი სახ­ს­რე­ბით შე­ი­ძი­ნა და ეკა­ტე­რი­ნეს უბო­ძა. რუ­სე­თის მბრძა­ნე­ბელ­მა სა­ჩუ­ქა­რი მი­ი­ღო, მაგ­რამ რო­ცა გრაფ­მა ორ­ლოვ­მა მი­სი კე­თილ­გან­წყო­ბა და­კარ­გა, ეკა­ტე­რი­ნემ ბრი­ლი­ან­ტი რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტორ­თა სკიპ­ტ­რა­ში მო­ა­თავ­სა. დღეს ბრი­ლი­ან­ტი რუ­სე­თის ალ­მა­სის ფონ­დ­შია და­ცუ­ლი.

შა­ჰი

image
ეს 88.70 კა­რა­ტის მა­სის, წაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლი ფორ­მის მოგ­ლუ­ვი­ლი ბრი­ლი­ან­ტი, სა­ვა­რა­უ­დოდ, გოლ­კონ­და­შია ნა­პოვ­ნი. ერთ-ერთ წახ­ნაგ­ზე ამოკ­ვე­თი­ლია მი­თი­უ­რი ნიშ­ნე­ბი . 1829 წელს სპარ­სე­თის მთავ­რო­ბამ იგი რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტორს ნი­კო­ლოზ პირ­ველს უბო­ძა, რა­თა ჩა­ეხ­შო რუ­სე­თის ელ­ჩის, გან­თ­ქ­მუ­ლი მწერ­ლის გრი­ბო­ე­დო­ვის მკვლე­ლო­ბის შე­დე­გად გა­ჩა­ღე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კონ­ფ­ლიქ­ტი. დღეს ბრი­ლი­ან­ტი რუ­სე­თის ალ­მა­სის ფონ­დ­ში ინა­ხე­ბა.

რი­ჯენ­ტი

image

რი­ჯენ­ტი ინ­დო­ეთ­ში ნა­პოვ­ნი ყვე­ლა­ზე დი­დი ალ­მა­სია. თავ­და­პირ­ვე­ლად ეს 410 კა­რა­ტის მა­სის ქვა პი­ტის სა­ხელ­წო­დე­ბით იყო ცნო­ბი­ლი. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ იგი 1701 წელს კიშ­ტ­ნას მდი­ნა­რის ხე­ო­ბა­ში პორ­ტე­ა­ლის მა­ღა­რო­ზე მო­მუ­შა­ვე ყმამ იპო­ვა. ყმამ იგი მო­ი­პა­რა და ფე­ხის ხე­ლოვ­ნუ­რად ინ­ფი­ცი­რე­ბულ ჭრი­ლო­ბა­ში შე­ი­ნა­ხა. თა­ვი­სი სა­ი­დუმ­ლო ყმამ ბრი­ტა­ნუ­ლი გე­მის კა­პი­ტანს გა­ან­დო და ალ­მა­სის ფა­სის ნა­ხე­ვა­რი თა­ვი­სუ­ფალ ქვე­ყა­ნა­ში გა­დაყ­ვა­ნის­თ­ვის შეს­თა­ვა­ზა, მაგ­რამ ბომ­ბე­ის­კენ მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას კა­პი­ტან­მა ყმა მოკ­ლა და ალ­მა­სი და­ი­სა­კუთ­რა. ბომ­ბე­ი­ში კა­პი­ტან­მა ალ­მა­სი ვა­ჭარ ჯამ­შუნდს მიჰ­ყი­და, შემ­დეგ ის სი­ნა­ნულ­მა შე­იპყ­რო და თა­ვი ჩა­მო­იხ­ჩო.

ჯამ­შუნ­დ­მა ალ­მა­სი მად­რა­სის გუ­ბერ­ნა­ტორს თო­მას პიტს, ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის უილი­ამ პი­ტის ბა­ბუ­ას მიჰ­ყი­და. თო­მას პიტ­მა ალ­მა­სი ლონ­დონ­ში გაგ­ზავ­ნა და მის­გან 140.50 მა­სის ბრი­ლი­ან­ტი ამოჭ­რა .
1717 წელს პი­ტე­ბის ოჯახ­მა ბრი­ლი­ან­ტი ჰერ­ცოგ ფი­ლი­პე II-ს, შემ­დ­გომ­ში საფ­რან­გე­თის რე­გენტს მიჰ­ყი­და. იმ დღი­დან ბრი­ლი­ან­ტი თა­ვის ახ­ლან­დელ სა­ხელ­წო­დე­ბას ატა­რებს. 1797 წელს ნა­პო­ლე­ონ­მა ეგ­ვიპ­ტუ­რი კამ­პა­ნი­ის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად ბრი­ლი­ან­ტი და­ა­გი­რა­ვა, მაგ­რამ შემ­დ­გომ­ში ისევ გა­მო­ის­ყი­და. 1814 წელს, რო­ცა ნა­პო­ლე­ო­ნი კუნ­ძულ ელ­ბა­ზე გა­და­ა­სახ­ლეს, მა­რი ლუ­ი­ზამ, მის­მა მე­ო­რე ცოლ­მა და ავ­ს­ტ­რი­ის იმ­პე­რა­ტო­რის ქა­ლიშ­ვილ­მა, ბრი­ლი­ან­ტი ვე­ნა­ში გა­ი­ტა­ცა, მაგ­რამ მა­მა­მის­მა - იმ­პე­რა­ტორ­მა ფრან­ცის პირ­ველ­მა - ის ისევ საფ­რან­გე­თის ტახტს და­უბ­რუ­ნა.
1940 წელს, გერ­მა­ნუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში, რი­ჯენ­ტი შამ­ბო­რის ცი­ხე­ში მა­ლუ­ლად გა­ი­ტა­ნეს და ქვის პა­ნე­ლის უკან და­მა­ლეს. ომის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ბრი­ლი­ან­ტი პა­რიზს და­უბ­რუნ­და და ლუვ­რის აპო­ლოს გა­ლე­რე­ა­ში გა­მო­ი­ფი­ნა.



ვიტელსბახი

imageimage

ლეგენდის თანახმად, მუქი-ცისფერი ბრილიანტი ნაპოვნია ინდოეთში და თავიდან იყო ჟან- ბატისტა ტავერნიეს ალმასის ნატეხი. ეს იშვიათი ქვა, წონით 112, 5 კარატი ლუდოვიკო XIV-ს მიართვეს XVII საუკუნის ყველაზე ცნობილი იუველირისგან. ბრილიანტი იყო ესპანელი მბრძანებლის, ფილიპ IV-ის ხელში, ამშვენებდა ჰაბსბურგების ხაზინას და 200 წლის მანძილზე ვიტელსბახების სახლის საგვარეულო ბრილიანტი იყო. ის იმყოფებოდა ბავარიის მეფის გვირგვინის ვარსკვლავის ცენტრში. ის ვალშიდაც იყო გაცემული და რამდენიმე ათწლეულის მანძილზე დაკარგვაც კი მოასწრო . მაგრამ, ეს ბრილიანტი მხოლოდ არისტოკრატული წარსულით არაა ცნობილი.
1998 წელს „ ცისფერი ვიტელბახი“ სოტბის აუქციონზე გაიყიდა რეკორდულ ფასად _16, 39 მილიონ ფუნტ სტერლინგად. ეხლა ის კერძო კოლექციაშია.

ოქროს იუბილე


image
1986 წელს სამხრეთ აფრიკის საბადოს სიღრმეში ნაპოვნი 755, 5 კარატიანი ალმასი დიდხანს იყო შეუმჩნეველი_ფერიც ჭუჭყისფერი და ბზარები ზედაპირზე. მხოლოდ 1990 წელს იუველირმა გაბი ტოლკოვსკიმ მსოფლიოს სიდიდით მერვე ბრილიანტის დამუშავების შემდეგ შეძლო ეჩვენებია „ოქროს იუბილე“-ს სრული მშვენიერება.

ვეფხვის თვალივით ყვითელი ფერის ბრილიანტის სანახავად კილომეტრიანი რიგები იდგა.1995 წელს რომის პაპის და ტაილანდის მაღალი რელიგიური პირების კურთხევით იგი საჩუქრად მიართვეს მეფე პხუმიპონს მმართველობის ოქროს იუბილესთან დაკავშირებით. ახლა ის ბანკოკში სამეფო მუზეუმს ამშვენებს.

image
ტიფანი

image


image
1877 წელს აღმოჩენილი იქნა მსოფლიოს უდიდესი ყვითელი ალმასი წონით 287 კარატი. გაიყიდა პარიზშინ იმ დროისთვის უდიდეს თანხად_
18 000 დოლარად. ჩარლზ ტიფანი ძალიან კმაყოფილი იყო თავისი შენაძენით. მან
ამერიკის უნიჭიერეს იუველირს- ფრედერიკ კუნცს ანდო მისი დამუშავება. ორი წლის
მუშაობის შემდეგ „ ტიფანი“ შედევრი გახდა.
ბრილიანტი საოცარ ჩარჩოში ჩაისვა „ჩიტი ქვქზე“ (ავტორი ჯინ შლიუმბერგი) და დასახლდა ბუტიკში მეხუთე ავენიუზე.მხოლოდ ოდრი ჰეპბერნი ( „საუზმე ტიფანისთან „) იყო ის ადამიანი, ვინც ცოტა ხნით შეიგრძნო ბრილიანტი თავის სხეულზე. მიუხედავად იმისა, რომ ძვირფასი ქვა რამდენჯერმე მოხვდა აუქციონზე, არცერთხელ არ გაიყიდა და დღემდე არის „Tiffany&Co”-ის მთავარი მაღაზიის სიმბოლო.


შენიშვნა:

ბრილიანტი (ფრანგ. brillant - „ელვარე“) — ალმასი, რომელსაც დამუშავების, ე.წ. ბრილიანტური დაწახნაგების საშუალებით აძლევენ სპეციალურ ფორმას. ბრილიანტური დაწახნაგება მაქსიმალურად გამოავლენს ქვის ბუნებრივ ელვარებას. დაწახნაგებული ბრილიანტი ორი შეთავსებული პირამიდის ფორმისაა, მათგან ერთი (ზედა) წაკვეთილია. გვირგვინისა და პავილიონის წახნაგები განლაგებულია რამდენიმე რიგად. გავრცელებულია წახნაგთა სამრიგოვანი განლაგება (ე. წ. სამმაგი ბრილიანტური დაწახნაგება). კლასიკური დაწახნაგების დროს ბრილიანტს 56 გვერდითი წახნაგი აქვს.
წახნაგები იმგვარადაა განლაგებული, რომ სხივთა კონა, რომელიც ქვის ზედაპირს ეცემა, სრულ შინაგან არეკვლას განიცდის და ალმასში მაღალი დისპერსიის გამო სპექტრის ფერად სხივებად იშლება. ამიტომ არეკვლილ სინათლეში ბრილიანტი ნაირფერად ელვარებს. ბრილიანტის მასას ზომავენ კარატებით. დამუშავებულ ქვებს იყენებენ სამკაულად.


კარატი, ძვ. ბერძნული წონის ერთეული; შუა საუკუნეებში გავრცელებული
იყო ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებშიც. ბერძნულ–რომაული კარატი უდრიდა 0, 189 გ, ეგვიპტური - 0, 196 გ. საქართველოში დამკვიდრდა XI -XVII საუკუნეებში
კერატის და XVII-XVIII საუკუნეებში ყირათის სახელწოდებით. კერატი შედიოდა დრამის წონით სისტემაში და მისი 1/12–ს, ანუ 1, 212 გ იყო. ყირათი შეადგენდა მისხლის 1/24-ს, ანუ 0, 192 გ.
კარატი არის ასევე ძვირფასი ქვების მასის საზომი. 1907 წელს პარიზის საერთაშორისო კონვენციის განსაზღვრით კარატი უდრის 200 მგ ან 2•10ˉ4 კგ. ზოგ ქვეყანაში აღნიშნავს ასევე ძვირფასი ლითონების შენადნობთა სინჯს.


და ბოლოს –ბუ­ნე­ბა­ში ნა­პოვ­ნი ალ­მა­სე­ბის მხო­ლოდ 20% გა­მო­სა­დე­გია სა­ი­უ­ვე­ლი­რო ნა­კე­თო­ბე­ბის­თ­ვის, ხო­ლო 80%-ს მხო­ლოდ ტექ­ნი­კუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა აქვს.

196
9-ს მოსწონს
19
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:melody_inside
melody_inside
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
28 თებერვალი, 19:41
ვაუ-მაგარია
0 1 1