x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134502
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
ღირებულებითი კონფლიქტი
image„სამი სახის ჭეშმარიტება არსებობს:ჩემი ჭეშმარიტება, შენი ჭეშმარიტება და ზოგადი ჭეშმარიტება.“

ჩინური გამონათქვამი


რამდენი ადამიანიც არის, იმდენი განსხვავებული აზრია.კონფლიქტის ძირითადი მიზეზი არის რეალობის სუბიექტური აღქმა.ალბათ ყველას გქონიათ შემთხვევა, როცა ახლობელი საშინლად გაღიზიანებულია ისეთ საკითხზე, რაზეც თქვენ ნერვსაც არ შეიტოკებდით.
კონფლიქტს ადგილი აქვს ისეთ სიტუაციებში, როდესაც ორ ან რამდენიმე ადამიანს შორის ინტერესები შეუთავსებელია და, რაც მთავარია, ეს შეუთავსებლობა ან რეალურია, ან არა.ხშირად კონფლიქტი არც არსებობს, უბრალოდ მხარეები აღიქვამენ მას ასეთად არასწორი კომუნიკაციის გამო. შეხედულებები უბიძგებს ადამიანებს, რომ ერთი და იგივე სიტუაცია სხვადასხვა მომგებიანი პოზიციიდან დაინახონ და ურთიერთსაპირისპირო დასკვნები გააკეთონ.ჩვენ არ შეგვიძლია დავაძალოთ ადამიანებს მოიქცნენ
ისე, როგორც ჩვენ გვსურს.მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ სწორი რეაგირება და როგორ მოვიქცეთ კონფლიქტურ მდგომარეობაში.


კონფლიქტის სხვადასხვა ტიპიდან ყველაზე რთული ღირებულებითი
კონფლიქტია.ღირებულებები წარმოადგენს ერთგვარ საზომს, რომლითაც გარკვეულ დამოკიდებულებებს ვავლენთ მოვლენების მიმართ, თუ რა არის კარგი/ცუდი, სამართლიანი/უსამართლო, მორალური/ამორალური–ალბათ ყველასათვის ნაცნობია ეს რადიკალური შეფასებები.ღირებულებითი კონფლიქტის ყველაზე თვალსაჩინო
მაგალითია ID ბარათები:საპატრიარქო გმობს სატანისტური ნიშნის ქონის გამო, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ეს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია, მაგრამ რეალურად ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი არავინ ვიცით.მაგრამ ღირებულებით კონფლიქტმა შეიძლება უფრო სერიოზულ და დესტრუქციულ შედეგებამდე მიგვიყვანოს, როდესაც გადაიზრდება იდეოლოგიათა დაპირისპირებაში, რაც შეიძლება შეიარაღებული შეტაკებების მიზეზადაც იქცეს.ამის ნათელი მაგალითია ტერორიზმი.



ღირებულებითი კონფლიქტი თავის ყველა გამოვლინებაში ძალიან რთულია დასარეგულირებლად.ადამიანის ღირებულებათა სისტემა ასახავს იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მისთვის.ღირებულებათა სისტემა ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე, მაგ., განსაზღვრავს პროფესიის არჩევანს, იმას თუ როგორ გაატარებს თავისუფალ დროს, ინტერპერსონალურ ურთიერთობებზე მოქმედებს.თუ
სამასახურის მაგალითს ავიღებთ, ამ შემთხვევაში ღირებულება იქნება ის, რაშიც ადამიანი ხედავს სამსახურის ძირითად აზრს.ზოგი ადამიანისათვის სამსახური შეიძლება იყოს საარსებო წყარო, ზოგიერთისთვის კი ის თვითრეალიზაციის საშუალებაა.ოჯახური ურთიერთობების ღირებულება იმაში მდგომარეობს, თუ რაში ხედავენ მეუღლეები ოჯახის არსებობის აზრს.ბავშვების აღზრდა თუ სიყვარულის რეალიზაცია არის ოჯახური ღირებულებების მაგალითი.
ღირებულებითი კონფლიქტი ჩნდება, როდესაც ადამიანების თუ სხვადასხვა ჯგუფების ღირებულებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია.მაგალითად, ოჯახში შესაძლებელია ერთი მეუღლე მატერიალურ ღირებულებებზე იყოს ორიენტირებული, ხოლო მეორე–სულიერზე, რაც შეიძლება კონფლიქტის მიზეზი გახდეს.


როგორც წესი, კონფლიქტის მონაწილეები მიისწრაფიან გადაარწმუნონ
მოპირისპირე მხარე და თავს ახვევენ საკუთარ შეხედულებებსა და ღირებულებებს. ამ
სახის კონფლიქტებს ართულებს კიდევ ის ფაქტორი, რომ ადამიანის ღირებულებებსა და რწმენებს თან ახლავს გრძნობები და ემოციები, რაც ამ ღირებულებებს ძალიან პირადულს ხდის და მათი შეცვლა ძალიან რთულია.ისინი შეუძლებელია შეცვალო ზეწოლის ან ლოგიკური განსჯის შედეგად.თუ ვინმე ცდილობს ოპონმენტს მოახვიოს თავისი შეხედულებები, გემოვნება, თუ ცდილობს გადააკეთოს მოპირისპირე მხარე ეს იმას იწვევს, რომ ოპონენტი, პირიქით, თავის შეხედულებებში უფრო დარწმუნებული ხდება, ვიდრე ოდესღაც.


ერთადერთი საშუალება ღირებულებითი კონფლიქტის მოგვარებისა არის ტოლერანტობა.მის გარეშე წარმოუდეგენელია ამგვარი კონფლიქტის გადაწყვეტა.ღირებულებითი კონფლიქტის მართვისას მიზნად უნდა დავისახოთ
არა ოპონენტის დარწმუნება, რომ მან მიიღოს თქვენი აზრი, არამედ მისი მოსმენა, გაგება
და მოსაუბრის აზრის გაანალიზება, მისი როგორც პიროვნების პატივისცემა და იმ რეალობის მიღება, რომ თქვენს ოპონენტს შესაძლებელია თქვენგან განსხვავებული ხედვა, შეგრძნება და მოვლენების აღქმა ჰქონდეს.


რჩევა:

ყოველთვის მოუსმინეთ ოპონენტს, არ იჩხუბოთ, გააკეთეთ პატარა პაუზა, გაიაზრეთ მისი ნათქვამი და აღმოაჩენთ, რომ მის ნათქვამშიც არის რაღაც სიმართლის მარცვალი.დაიმახსოვრეთ, ყველა სიტუაციაში არის ორზე მეტი გამოსავალი.და, რაც მთავარია, არ ეცადოთ ოპონენტის დამარცხებას, კონფლიქტი ის ფენომენია, რომლის დროსაც შესაძლებელია ორივე მხარე გამარჯვებული იყოს!






0
511
შეფასება არ არის
ავტორი:მარი ხარშილაძე
მარი ხარშილაძე
511
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0