x
მაგდა ბეჟანიშვილი - მოვითხოვ მოგვაშოროთ თქვენი დამპალი ბინძური ხელები შშმ პირებს.
28 თებერვალი, 13:55

imageუსინათლო მომღერალი და ტელეწამყვანი მაგდა ბეჟანიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. სადაც კანონმდებლებს აკრიტიკებს და მათთან შეხვედრას ითხოვს. “მე მაგდა ვარ. 24 წლის შშმ პირი. უფრო კონკრეტულად პირველი ჯგუფის უსინათლო/ კანონის დამწერი მაინტერესებს ვინაა. ვინ წერს კანონებს? ვინ გახადა დაუწერელ კანონად მორალი? რატომ არავინ აქცევს ყურადღებას სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოებს? ვიდეოებს სადაც შშმ პირებს მახსრად იგდებენ და სულში აფურთხებენ? რატო არავინ ისჯება იმის გამო, რომ ასეთი იუმორით შშმ პირებს სულიერად ანგრევენ და ამახინჯებენ? რატომ არავინ გახადა დაუწერელ კანონად მკვლელობა? ეხლა ვიღაც გურჯაანელი მოვიდეს, ვიდეო გადამიღოს, ჩემზე იღადაოს, მერე საზოგადოებამ უარესი მიქნას სოციალურ ქსელში, და ეს არ უნდა დაისაჯოს? მე ვნახავ ვიდეოს ვიცი ვინც გადამიღო, წავიკითხავ კომენტარებს და აფექტურ მდგომარეობაში იმ გადამღებს ან სპიცით მოვკლავ ან სამუდამოდ დავასახიჩრებ მინიმუმ. და ჩემთვის კანონი ხდება დაწერილი და ციხე უნდა ვხეხო? მოვითხოვ კანონის დამწერი მანახეთ ვინმემ და დაწეროს მორალის კანონი. დაწეროს კანონი რომელიც უმორალო არაკაცებს და არაქალებს სათანადოდ დასჯის. მოვითხოვ მოგვაშოროთ თქვენი დამპალი ბინძური ხელები შშმ პირებს. მოვითხოვ, ჩაიფურთხოთ საკუთარ სულებში და შშმ პირების სულიერებას პატივი სცეთ. მოვითხოვ, ყველა საჩირო ორგანოსგან მიხედონ თელაველ მარის, რომელიც სავარაუდოდ ქუჩაში ცხოვრობს. მას არავინ ყავს ქვეყანაზე. არის შშმ პირები და ვიღაც დამპალი სოფლელები ისე გადადიან და გადმოდიან მის სულიერებაზე, რომ რა მორალი რის მორალი საკუთარი სულიერებაც კი არ გააჩნიათ. მოვითხოვ, ყველა ჟურნალისტმა გაავრცელოთ ეს პოსტი. მარტო ის კი არაა, რომ ბადურაშვილი ლალისთვის და მიშა მესხისთვის დაწერილი პოსტებით, რომ მოიმატეთ გვერძე ლაიქები. მოგვხედეთ შშმ პირებს. მოვითხოვ, საზოგადოებამ შეწყვიტოს, ჩვენი სიბრალური და მახსრად აგდება. მოვითხოვ, დედებისგან და მამებისგან, ასწავლეთ თქვენ შვილებს კაცობა და ქალობა. ასწავლეთ ადამიანობა და ნუ გიხარიათ და ნუ ამაყობთ იმ ფაქტით, რომ ორი სამი წლის შვილებმა კომპიუტერის ჩართვა გამორთვა და youtob-ze სასურველი ვიდეოების გახსნა იციან. მოვითხოვ, რომ ასწავლოთ და ისწავლოთ, რომ შშმ პირები ვართ ადამიანები, რომლებსაც ისე შეგვიძლია მორალურად გაგანადგუროთ, რომ სამუდამოდ წაგაქციოთ სულიერად, მაგრამ არა! ჩვენ უკადრებელს არ ვკადრულობთ და გვეციტ პატივი. მოვითხოვ, განათლების სამინისტრომ მოიგონოს გაკვეთილის სახით და მოსწავლეებს პირველი კლასიდან უკითხონ მორალი. მოვითხოვ, ყველა იმ ადამიანის სათანადოდ დასჯას რომლებმაც თელაველი შშმ პირი მარი მახსრად აიგდო, ვიდეო გადაუღო, დასცინა, იმხიარულა, სხვებიც ამხიარულა, მერე სოციალურ ქსელში ატვირთა, მერე სხვა გვერდებმა წაიღეს ლაიქების მომატების მიზნით, მერე კომენტარებში ძირი უთხარეს ამ გოგოს და ყველა ის ადამიანი მიაყოლონ ზედ ვინც საკუთარი აყროლებული ხელები ჩვენკენ შშმ პირებისკენ გამოიშვირა. მოვითხოვ, დაგვაცადოთ არსებობა, მოგვეცით უფლება ვისუნთქოთ შშმ პირებმა, ნუ მოგვაქცევთ იმ საზოგადოების ნაწილი ყურადღებას ვისთვისაც ჩვენ გასართობი საგნები ვართ და გთხოვთ კბილები გამოიხეხეთ სანამ გვახსენებთ და თან როგორ, აუგად. მოვითხოვ, პარლამენტისგან, განიხილონ ჩემი პოსტი და დააკანონონ ყველა იმ ფურთხია არარაობის დასჯა რომელიც ჩვენ, შშმ პირებს გვავიწროვებენდა არ გვაძლევენ ადაპტირების საშვალებას. მოვითხოვ, დაკრრეფილი ვენახებით ნაშოვნი ფულები მამიკოებმა სათანადოდ გაანაწილონ ოჯახებში და ვაზის ცრემლების ფასად ნაყიდი ჯიპიანი ტიპები ნუ გვეჩხირებით ყელში შშმ პირებს. მოვითხოვ, რომ მოითხოვოთ თქვენც და დაგვიდგეთ მხარში, შშმ პირებს. მე მაგდა ვარ, 24 წლის უსინათლო თელავიდან. და მე მოვითხოვ! შენ?“ - წერს მაგდა ბეჟანიშვილი


image

104
2-ს მოსწონს
1-ს არა
20
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
Mediator image
   ქართული კლავიატურა
28 თებერვალი, 20:01
მაგდა, შენ ძალიან მაგარი გოგო ხარ! ნუ აქცევ ყურადღებას სულით ინვალიდ საზოგადოებას, მათი სენი უკურნებელია
0 1 1
ეს ის ოთხი ნივთია, რაც დიდი ხანია მოდიდან გადავიდა!ეს ის ოთხი ნივთია, რაც დიდი ხანია მოდიდან გადავიდა!
2016 წლის ყველაზე უგემოვნო ნივთები! ეს დიდი ხანია მოდიდან...
ინფორმაცია თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებითინფორმაცია თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ, ვისაც უკვე გაფორმებული აქვს ...
არ დაუშვათ შეცდომა! - ვწეროთ სწორი ქართული სიტყვებიარ დაუშვათ შეცდომა! - ვწეროთ სწორი ქართული სიტყვები
ძვირფასო მომხმარებლებო თქვენთვის ინტერნეტში მოვიძიეთ იმ სიტ...
კარგი ამბები ინტერმედიაზე!კარგი ამბები ინტერმედიაზე!
ძვირფასო მომხმარებლებო საიტზე სიახლეები გვაქვს! კერძოდ კი სიახლე ტელევიზიების ...
ვის აჩუქა ლაშა შავდათუაშვილმა BMW X5ვის აჩუქა ლაშა შავდათუაშვილმა BMW X5
20 წლის მოჭიდავემ _ ლაშა შავდათუაშვილმა ლონდონის ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქ...
ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ!!!ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ!!!
ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით ერთჯერად იცვლება თანხის მოთხოვნისა ...
კაცმა ორი კაცი, კაცო ?!კაცმა ორი კაცი, კაცო ?!
ორი კაცის გაუპატიურების ბლადებით დააკავეს ინგლისის პარლამენტის ვიცე სპიკერი ნაიჯელ ევან...