x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508580
"მადრიდის რეალი" უკმაყოფილოა - კრიშტიანო რონალდუ იყიდება

"მადრიდის რეალი" უკმაყოფილოა - კრიშტიანო რონალდუ იყიდება


image













მოგეხსენებათ, რომ გუშინ მადრიდის რეალი სახლში, სანტიაგო ბერნაბეუზე დამარცხა მადრიდულ დერბიში, მადრიდის ატლეტიკოსტან ანგარიშით 0-1. ამასთან დაკავშირებით რეალის ლიდერმა კრიშტიანო რონალდუმ კომენტარი გააკეთა, რომელმაც მადრიდში აღშფოთბა გამოიწვია და გავრცელდა ჭორი იმის შესახებ, რომ რონალდუს მადრიდში აღარ გააჩერებენ.

როგორც El Confidencial-ი იტყობინება, მადრიდელები 31-წლის ფეხბურთელის გაყიდვაზე აქამდეც ფიქრობდნენ, მაგრამ გუშინ, "ატლეტიკოსთან" განცდილი (0:1) მარცხის შემდეგ გაკეთებულმა განცხადებამ, კლუბს საბოლოოდ გადააწყვეტინა მისი გაყიდვა.

გუშინდელი მატჩის შემდგოდ გაკეთებულ კომენტარში კრიშტიანო რონალდომ გუნდელების მიმართ უპატივცემულობა გამოხატა და განაცხადა, რომ "გუნდში ყველა ჩემნაირად რომ თამაშობდეს, "რეალი" პირველი იქნებოდა".



„ძალიან დიდი დარტყმა და ტკივილი მივიღე. არაერთი მცდელობის მიუხედავად გოლის გატანა ვერ შევძელი, სიმეონეს გუნდს კი ძალიან გაუმართლა. გუნდს ძალიან დიდი პრობლემები აქვს, რაც პირველ რიგში საკადრო რესურსში გამოიხატება. რთულია ითამაშო ბენზემას, ბეილის, მარსელოს და პეპეს გარეშე. როგორ ადარებთ BBC-ს და MSN-ს, როდესაც ჩვენ სეზონის 50%-ით კი ვერ ვითამაშეთ ერთად. ძალიან გთხოვთ, ჩემ კომენტარს სხვა ინტერპრეტაციას ნუ გაუკეთებთ. მე მსიამოვნებს ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად თამაში, ისინი არ მიწყენენ თუ ვიტყვი, რომ ბეილთან და ბენზემასთან შექმნილი ტრიო გაცილებით ეფექტურია, მაგრამ რას ვიზამთ, ამ ეტაპზე ტრავმიანობა დაღს გვასვამს."- აცხადებს კრიშტიანო რონალდუ.

1
307
7-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
307
  
2016, 28 თებერვალი, 23:50
atletico de madrid !!! ^_ ^ :)
0 1 1