x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
"დღეს ყველაფერი ერთად მტკივა... მენატრება, მაკლია..." ალექსი პეტრიაშვილს კიდევ ერთი ოპერაცია გაუკეთდა.
image

როგორც მოგეხსენებათ, "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურ მდივანზე ალექსი(ბუკა) პეტრიაშვილზე რამდენიმე დღის წინ მოხდა შეიარაღებული თავდასხმა. ბუკა პეტრიაშვილი სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა მეგობრის, ყოფილი დიპლომატის ლევან მიქელაძის საფლავზე, სადაც მას სასტიკად გაუსწორდნენ. ნაცემი და დაჭრილი პოლიტიკოსი გადაყვანილი იქნა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა.

როგორც მისი მეუღლისგან, ჟურნალისტ ეკატერინე მიშველაძისგან გახდა ცნობილი ბატონ ალექსის მეორე ოპერაციის გაკეთებაც დასჭირდა, რადგან ერთ-ერთმა ნასროლმა ტყვიამ მას მუცლის ღრუში ნაწლავი დაუზიანა. ამის შესახებ მან სოციალური ქსელით "ფეისბუქით" განაცხადა და შსს-ს მიმართავს, რომ გამოცოცხლდნენ:


"ბუკას კიდევ ერთი ოპერაცია გაუკეთდა ეხლა, ჯერ არ დამთავრებულა! ტყვიამ მუცლის ღრუში ნაწლავი დააზიანაო! ხოდა ეს სხეულის განზრახ დაზიანეებაა თუ მკვლელობის მცდელობა???!!! შსს ცოტა გამოცოცხლდით!"


" ახალ ოპერაციაზე შეიყვანეს! რაღაც დაზიანებაა მუცლის ღრუში! ხოდა ამას სხეულის განზრახ დაზიანება ქვია თუ მკვლელობის მცდელობა!!! !!!!!!!!!!!!!"

"ოპერაცია დასრულდა, იმედია კარგად იქნებაო... თქვენ არ იცით ეს რა შეგრძნებაა: სიცარიელის, უმწეობის, მარტოობის, სიბრაზის, ბოღმის, გამწარების, მონატრების... ორი დღის წინ, ჩემზე ბედნიერი ადამიანი ასე მეგონა არავინ იყო... დღეს კი ყველაფერი ერთად მტკივა... მენატრება, მაკლია... ჩემი ნაწილი... იმედია კარგად იქნება..."


შეგახსენებთ, რომ ბუკა პეტრიაშვილი და ეკატერინე მიშველაძე გასული წლის ზაფხულში დაქორწინდნენ.


imageimageimageimage

0
725
5-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
725
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0