საზოგადოება "მერჩის, ჰგონია, რომ ქვეყნის მტერი ვარ"-ნინა წკრილაშვილს მამა აღარ ელაპარაკება 2016, 28 თებერვალი, 2:49
მამა-შვილს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ერთმანეთი ძალიან უყვართ, თუმცა ერთნაირი ხასიათი და განსხვავებული შეხედულებები აქვთ, რის გამოც ბევრს კამათობენ. "ჩემს ქალიშვილთან საერთოდ არ მაქვს კონტაქტი. იმიტომ რომ მაგ ქალბატონისა და ჩემი პოზიციები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება!"-განაცხადა მომღერლის მამამ. "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში" ნინამ გულახდილად ისაუბრა: "არ მელაპარაკება, იმიტომ, რომ როცა მე მხედავს სააკაშვილი ახსენდება. ყოველ საღამოს, როდესაც მეგობრებთან ერთად სასმელს მიირთმევს, მირეკავს და ასე იწყება: "შენი და სააკაშვილის დედა". რაღა დროს სააკაშვილია. სულ გვქონდა ასეთი პრობლემები, თვეების განმავლობაში არ მელაპარაკებოდა. არ მელაპარაკება, მერჩის, ჰგონია, რომ ქვეყნის მტერი ვარ." "რატომღაც ბოლო პერიოდში ამოიჩემა, რომ ძალიან შიშველი ვგავარ სცენაზე. ჩაცმული როდესმე გინახივართ როდესმე? ერთნაირი ხასიათი გვაქვს, უბრალოდ სხვადახვა შეხედულებები დ ღირებულებები გვაქვს." 444 4-ს მოსწონს
|