სხვა რა არის დეპრესია? 2016, 27 თებერვალი, 22:49 დეპრესია ლათინური სიტყვაა და შევიწროვებას, ჩაგვრას ნიშნავს-ეს არის დამძიმებული სულიერი განწყობილება, რასაც თან ახლავს მოდუნება, დაღლილობა, პესიმიზმი.
დეპრესია ყველაზე გავრცელებული სინდრომია.მისით პლანეტის მოზრდილების 7-8%-მდე იტანჯება.კერძოდ, 1983 წელს 100 მილიონზე მეტი ადამიანი იყო დეპრესიით დაავადებული.დღეისთვის ეს რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.
იმ ადამიანთა დაახლოებით 75%-ს, ვინც დეპრესიით იტანჯება, ერთხელ მაინც უფიქრია თვითმკვლელობაზე, ხოლო მათგან 10-15%-მა განახორციელა კიდეც თვითმკვლელობა. ყველაზე უფრო ფსიქიკური გართულებებია:დეპრესია, ყოველგვარი ფობია(შიში), შფოთი. დეპრესიული აშლილობანი სასმელებისა და ნარკოტიკული საშუალებების მოყვარულთა თანამგზავრია. დეპრესია ესაა სინდრომი(ავადმყოფურ გამოვლინებათა ერთობლიობა).დადგენილია, რომ ინფარქტის წარმოშობიდან 6-12 თვის შემდეგ პაციენტთა 90%-ს აღენიშნება დეპრესია. შემდეგ სტატიაში შევეხები დეპრესიის ტიპებს. მადლობთ 36 6-ს მოსწონს
|