x
მეტი
  • 22.02.2017
  • სტატია:64006
  • ვიდეო:315468
  • სურათი:414512
ყველაზე უცნაური მოდის ტენდენციები ისტორიაში

მოდა ყოველთვის ძალიან დინამიური და ცვალებადი იყო, ახლაც ასეა.

ხშირად, თანამედროვე მოდა ძველი ტენდენციების შეცვლილი და გაახლებული ფორმაა.

მაგრამ ძველ დროში მსოფლიოში სილამაზის უცნაური სტანდარტები არსებობდა, რაც

დღევანდელობაში ჩვენს გაოცებას იწვევს.


კრინოლინი

image

ეს იყო რკინი ერთგვარი კონსტრუქცია, რომლებსაც ქალები კაბების ქვეშ ატარებდნენ,

მაშინდელი წარმოდგენით ეს მათ ქალურობას და სილამაზეს უსვამდა ხაზს.

კრინოლინი საკმაოდ მძიმე და სატარებლად მოუხერხებელი იყო, ხშირად ხდებოდა

ტრამვების მიზეზიც, კრინოლინი მოდაში მე- 19 საუკუნიდან დამკვიდრდა და საკმაოდ

დიდ ხანს ტანჯავდა ქალებს.

გარდა ფიზიკური ტრამვებისა, ქალებს ნორმალურად გადაადგილებაშიც კი ხელი

ეშლებოდათ, ხშირად მატარებლის, ეკლესიის ან ოთახის კარებში იჭედებოდნენ :D



თოვლივით თეთრი კანი

image


დაახლოვებით მე-18 საუკუნეში თეთრი კანი სილამაზის ტენდენციად მიიჩნეოდა.

ქალებს, იმისთვის რომ ქათქათა კანი ჰქონოდათ ბევრი მსხვერპლის გაღება უწევდათ.

ისინი მთელი დღეების მანძილზე შიმშილობდნენ, მხოლოდ ერთ ნაჭერ პურს

მიირთმევდენენ, რომ ფერმკთალი იერი ჰქონოდათ, ქალები იმდენად იყვნენ ამ თეთრი

ფერი კანით შეპყრობილები, კანის გასათეთრებლად სახეზე ისეთ ნივთიერებას

ისვამდნენ, როგორიც თეთრი ტყვიაა. ეს კი ნამდვილად სასიკვდილო შხამია!

შეიძლება ითქვას, რომ სილამაზე, სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი იყო.



ხშირი წარბები

image


დღევადელობაში ჩვენთვის ზედმეტი თმა სახეზე და ხშირი წარბები ნამდვილ ტრაგედიას წარმოადგენს, თუმცა ყოველთვის ასე როდი იყო.

ძველად ეს სილამაზედ ითვლებოდა, ხშირად ქალები ხელოვნურადაც კი იმაგრებდნენ თხის მატყლისაგან გაკეთებულ ხელოვნურ წარბებს.


წამწამებისა და წარბების გარეშე


image



მაგრამ სულ სხვა სილამაზის სტანდარტი არსებობდა შუა საუკუნეებში, როცა სახის

ნაწილების ვიზუალური ეფექტის მოსამატებლად ქალები წარბებზეც და წამწამებზეც უარს ამბობდნენ.



უზარმაზარი ხვეული პარიკები

image

მე-18 საუკუნეში რამდენიმე მამაკაცმა ლონდონში ჩამოაყალიბა კლუბი, ამ კლუბში

გაერთიანებულ მამაკაცებს, მეტად უცნაური ჩაცმულობა ჰქონდათ- უზარმაზარი ხვეული პარიკები, ფეხსაცმელები დიდი თასმებით, ფერადი ტანსაცმელი, სხვადასხვა

ყვავილის ფორმითა და ბუმბულით გაფორმებული.



მჭიდრო კაბა


image


ასეთი კაბები პოპულარული მე-20 საუკუნის დასაწყისში გახდა, ქალებმა თავი დააღწიეს

კორსეტს, მაგრამ საკუთარი სილამაზის უკეთ წარმოსაჩენად უაღრესად მჭიდრო კაბებს

ატარებდნენ, რაც შეიძლება წვრილი წელი გამოსჩენოდათ.




გრძელი პარიკები


image



გრძელი პარიკები მე-16-17 საუკუნეებში იყო გავრცელებული, ეს ერთგვარი ნიღაბი იყო

დაემალათ სიმელოტისადმი მიდრეკილება.

გარდა ამისა, ასეთ პარიკებს სიფილისის სინდრომების გამოვლინების დასაფარადაც

იყენებდნენ, 1580 წლიდან სიფილისი სქესობრივი გზით გადამდები, ყველაზე

გავრცელებული დაავადება იყო. ადამიანები განიცდიდნენ არასასიაომოვნი სიმპტომებს,

გამონაყარი, თმის ცვენა, სუნი. ეს პარიკები კი გაჟღენთილი იყო ლავანდის არომატით.



მაღალი ფეხსაცმელები

image


ტანმორჩილი ქალბატონები, სიმაღლის მოსამატებლად ასეთი სახის ფეხსაცმელს

ატარებდნენ, ისინი ასევე გრძელი კაბის ბოლოების დაცვაში ეხმარებოდნენ, ეს ფეხსაცმელები დამზადებული იყო ხისგან და აფორმებდნენ სხვადასხვა ტყავით,

სამაკულებით.



შავი კბილები


image


შავი კბილები იაპონიაში 8-10 წლის გოგონასთვის, ნიშნავდა რომ ის მზადა იყო

გათხოვებისთვის.

შავი კბილები ასევე მაღალი რანგის ოჯახების წარმომადგენლები ატარებდნენ.

შემდგომში ამ მოდამ, ცვლილება განიცადა, ასეთ კბილებს მხოლოდ გათხოვილი ქალები

და მეძავები ატარებდნენ, დადგა საკითხი, როგორ უნდა გაერჩიათ ისინი

ერთმანეთისგან?

ცნობილია, რომ ელიდაბედ I-ს ძალიან უყვარდა ტკბილეული, ამის გამო მას მოლურჯო

და დაზიანებული კბილები ჰქონდა, სწორედ ამიტომ, ასეთი კბილები მდიდარი და

დიდგვაროვანი ადამიანის ნიშანს წარმოადგენდა.




საბედნიეროდ, თანამედროვე სამყაროში, მოდის სულ სხვა და გაცილებით დახვეწილი

სტანდარტები არსებობს, რომლის წყალობითაც სილამაზე არც თუ ისე ბევრ მსხვერპლს

მოითხოვს.























0
136
2-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0