x
მეტი
  • 24.10.2017
  • სტატია:70297
  • ვიდეო:323138
  • სურათი:424528
1 დღიანი შიმშილის საოცარი ეფექტი ჯანმრთელობაზე

image


თუ თქვენი ცხოვრების სტილი მთელი დღის მანძილზე კომპიუტერთან ჯდომაა, ფეხები კი სიარულისგან კი არა, არამედ სკამზე დიდხანს ჯდომისგან გტკივათ, მაშინ ნამდვილად უნდა სცადოთ სამკურნალო ერთდღიანი შიმშილობა.


ანატომიის სასკოლო წიგნებში წაგიკითხავთ, რომ საკვები ადამიანის ნაწლავებს 2 დღის მანძილზე გადის, ამიტომ ჭამისგან ერთდღიან თავშეკავებას ნამდვილად ვერ უწოდებთ შიმშილს. კარგად ორგანიზებულ და ჩატარებულ განტვირთვის დღეს შეუძლებელია რაიმე სახის ზიანი მიაყენოს ორგანიზმს (თუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები არ გაწუხებთ), სარგებელს კი საკმაო რაოდენობით მიიღებთ.


image


თუ კვირაში ერთხელ განტვირთვის დღეს მოაწყობთ, ორგანიზმში გასაოცარ ცვლილებებს მალევე შენიშნავთ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროს წყლის მიღება მნიშვნელოვანია.


*განტვირთვიდან მეორე დღეს სარკეში თქვენი ანარეკლის დანახვა ნამდვილად გაგახარებთ: თქვენი კანი გახდება გლუვი და ნაზი. შემცირდება თვალის ქვეშ არსებული ე.წ. ჩანთები და სახის შეშუპება.


*ერთ დღიანი შიმშილის შემდეგ ნაწლავები საკვებისგან სრულად გათავისუფლდება. ამის შემდეგ, საჭმლის მომნელებელი სისტემა საათივით ამუშავდება.

*ამასთან, სასწორზე დადგომისას აღმოაჩენთ რომ 1კგ. მოკლებული გაქვთ. მთავარია მეორე დღეს არ აინაზღაუროთ "დანაკარგი"... ხანგრძლივი დადებითი ეფექტის მისაღებად მნიშვნელოვანია რეგულარულად მოაწყოთ განტვირთვის დღეები.

*თქვენ ამით ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესს ნორმაში მოიყვანთ. ამასთან, საკვებისგან თავშეკავების დროს ზრდის ჰორმონი გამომუშავდება, რომელიც ზრდასრულ ადამიანებში კუნთოვანი მასის მომატებას, ძვლების სიმტკიცეს და სხეულში დაგროვილი ცხიმების დაშლას უწყობს ხელს.


image


*ამით გააქტიურებთ ტვინის მუშაობას, ახალი იდეებისა და სიტუაციიდან არასტანდარტული გამოსავალის პოვნის შესაძლებლობის სტიმულირებას მოახდენთ. ზოგიერთმა ადამიანმა შესაძლოა შემოქმედებითი უნარიც კი გამოამჟღავნოს.

*დაეხმარებით ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებებთან ბრძოლაში. მსგავსი სახის შიმშილი ამცირებს გულ–სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, ათეროსკლეროზს, შეტევების რაოდენობას ასთმის დროს. ამასთან, ხანმოკლე შიმშილი ორგანიზმის იმუნური სისტემის მობილიზებას ახდენს.


*მინიმუმამდე დაიყვანთ საჭმელთან თქვენს ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას, გათავისუფლდებით საკვების მუდმივად ღეჭვის მავნე ჩვევისგან.


კვირაში 1 დღე საკვების გარეშე – ეს რთული სულაც არ არის, თქვენ ამით სიმსუბუქის შეგრძნება გაგიჩნდებათ! გამოსცადეთ, ეს შესაძლებელია, განსაკუთრებით თუ სწორედ განეწყობით და მიზნად ორგანიზმის გაჯანსაღებასა და გაახალგაზრდავებას დაისახავთ.



6
1117
13-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
1117
  
2016, 4 მარტი, 12:45
წყალი ჯობია თბილად მიიღოთ ან ოთახის ტემპერატურის,ცივი წყალი მინერალებს კარგავს.
2016, 4 მარტი, 12:44
ეს გამიგია ნამდვილად,მაგრამ კურსებს გავდივარ ეხლა ინსტრუქტორობაზე და შიმშილობაზე კარგი არ წერია ნამდვილად,მაგრამ ჯერ დამთავრებული არ მაქვს კურსები ეგეცეაა.კიდევ ერთია ყველა ორგანიზმი ინდივიდია,ნამდვილად ღირს რომ სინჯოს ადამიანმა,მე გამიგია ამ სასწაულის შესახებ,ერთი თუ გამოვცადე დავწერ აქ შედეგს.მაგალითად ჩემი მშობელი 6-ის მერე არ ჭამს(წიგნი წაიკითხა რაღაც და იქ წერია) და შესანიშნავ ფორმაში მოვიდა,კანი,წონა,შეხედულება,ენერგია,კუჭი რავიცი,რავიცი......ღირს რომ ცადოს კაცმა.
2016, 29 თებერვალი, 17:40
მადლობა რჩევისთვი :)
2016, 29 თებერვალი, 17:39
მადლობა სერგო, გაიხარე
2016, 29 თებერვალი, 15:02
კარგია მართლა..გამოხდილ წყალს თუ მიიღებთ განტვირთვის დღეს უკეთესია!!
2016, 29 თებერვალი, 14:41
მომეწონა, მაგარი სტატიაა:))
0 1 6