x
image
პროფესორი
საოცარი პირამიდები
პირამიდის ფორმა უძველესი დროიდან მშენებელთა შთაგონების წყარო იყო.პირამიდებს დაახლოებით 5000-წლიანი პერიოდის განმავლობაში აგებდნენ.ზოგში მეფეებს კრძალავდნენ, ზოგში კი რიტუალებს ატარებდნენ.მე-20 საუკუნეში აშენდა მრავალი ისეთი შენობა, რომელთაც პირამიდის ფორმა აქვთ.

image


ურის ზიქურათი

image


უძველესი შუმერის(დღევანდელი ერაყი) მოსახლეობამ არაერთი პირამიდების ნაგებობა შექმნა, რომელთაც ზიქურათებს უწოდებდნენ.ყველაზე სრულყოფილი ზიქურათი ურაში(სამხრეთ ერაყი) ააგეს.ეს ააგეს დაახლოებით ახ.წ. 2100 წელს.უკანასკნელ წლებში მისი რეკონსტრუქცია მოხდა.ზიქურათი დიდ განძს ინახავდა, რომელთა ნაწილი არქეოლოგებმა აღმოაჩინეს.


ნუბიური პირამიდა მეროეში

image

უკანასკნელი პირამიდები, რომელთაც სამეფო აკლდამების დანიშნულება ქონდათ, იყო ქვიშაქვისგან აგებული მერეოში(დღევანდელი სუდანი).ეს პირამიდები 30 მეტრს აღწევდა.პირამიდის შუაგულში მეფეების და დედოფლების ცხედრები ინახებოდა, მსხვერპლად შეწირული მსახურების ცხედრებთან ერთად, რომლებიც ბატონებს იმქვეყნად უნდა მომსახურებოდნენ.


ჯადოქრის პირამიდა


მექსიკაში, ქალაქი უქსმალი მაიას ხალხმა ააგო ახ.წ 700-1000 წლებში.მე-15 საუკუნეში ქალაქი დაცარიელდა.ლეგენდის თანახმად ჯადოქრის პირამიდა ერთ დღეში ააგო ღმერთ-ჯადოქარმა იტცამნამ.თუმცა, გათხრებმა გვიჩვენეს, რომ ეს პირამიდა 5 ეტაპად შენდებოდა.

image


საკარის კიბისებრი პირამიდა

image

დედამიწაზე აგებული პირამიდა.ის საკარში მდებარეობს.ის ძვ.წ. 2630-2611

წლებში მეფე ჯოსერისთვის ააგო უდიდესმა არქიტექტორმა იმპოტემპმა.არქეოლოგებმა პირამიდის წინ ჯოსერის ქანდაკება, ხოლო მიწის ქვეშ ულამაზესი ჩუქურთმები აღმოაჩინეს.

1
286
6-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
286
  
2016, 28 თებერვალი, 19:25
როდის აეხდება ფარდა ამდენ საიდუმლოს... ან როგორ შენდებოდა ან რა დანიშნულება ჰქონდა?
0 1 1